x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
რას ნიშნავს პოლტერგეისტი და რა ვიცით მოჩვენებების შესახებ?!

“პოლტერგეისტი” – გეცნობათ ეს სიტყვა? რათქმაუნდა გეცნობათ მაგრამ რა იცით მის შესახებ? ამ ამოუცნობ ფენომენზე უამრავი ფაქტები დაგროვდა, ამ თემაზე მუშაობენ ექსტრასენსები და მეცნიერები, სასულიერო პირებიც კი აღიარებენ, რომ ის არსებობს. პოლტერგეისტი ითარგმნება როგორც, ხმაურიანი (მძვინვარე) სული. Poltern — ხმაური, შფოთვა. Geist — სული, მოჩვენება, განრისხებული.


image


უმრავლესობის აზრით პოლტერგეისტი არის განრისხებული და მშფოთვარე სული, რომელიც თავს ესხმის ადამიანებს. ამის უამრავი ფაქტი არსებობს. ბევრი დაზარალებული ადამიანის ისტორია მაქვს მოსმენილი, რომლებიც ამბობენ, რომ სული მათ ზიანს აყენებდა და ზოგჯერ ცემდა კიდეც. გარდა ადამიანის და პოლტერგეისტის უარტყოფითი დამოკიდებულებისა, გამიგია, რომ არსებობს მათ შორის დადებითი ურთიერთობებიც.


image


ამბავი მოხდა რუსეთში, კერძოდ მოსკოვში. ახლად დაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა ბინის შეძენა. დიდი ხანი ეძებდნენ კომფორტულ ბინას და ბოლოს მიაგნეს, ერთ მყუდრო სახლს, რომელიც ერთ დროს ცნობილ უკრაინელ მეძავს ეკუთვნოდა. ამბობდნენ, რომ ნატაშა (ბინის ყოფილი მეპატრონე) საყვარელმა სახლში ცოცხლად დაწვა. თან სიცოცხლის ბოლო დღეებში ადამიანებზე ძლიერ იყო განრისხებული, რადგან მას ბოზს უწოდებდნენ და ტალახს ესროდნენ. დაკრძალვიდან 40 დღის განმავლობაში, ყოველღამე ქალის კივილის ხმა ისმოდა. ყოველი ოჯახი, რომელმაც ამ სახლში შედგა ფეხი, დაინგრა და განადგურდა.


image


ნაძეჟდან და კირილმა სწორედ ეს სახლში შეიძინა. ახლადშეუღლებულ წყვილს ყოველდღე აწუხებდათ ხმაური, ეს ხმაური სამზარეულოდან ისმოდა. ყოველ ღამე, როდესაც საათი 3-ს ჩამოჰკრავდა, იწყებოდა ეს არასასიამოვნო ხმაური. წყვილმა იფიქრა, რომ სახლში თაგვი იყო დამალული და კატა აიყვანეს. მაგრამ როგორც კი კატა სახლში შეიყვანეს მაშინვე გაიქცა. ყველა კატა რომელიც სახლში შევიდა ყველა გაიქცა. მალე ამ ხმაურმა სააბაზანოშიც გადაინაცვლა, დღითიდღე ამჩნევდნენ, რომ იკარგებოდა ძვირფასი ნივთები. ნაძეჟდამ კირილს, თხოვა, რომ მამაო მოეყვანა და სახლი ეკურთხებინა. კირილი ასეც მოიქცა, მოიყვანა მამაო. სადაც მამამ ნაკურთხი წყალი აპკურა, მეორე დღეს იმ ადგილებში წითელმა სითხემ დაიწყო დენა. მალე ეს სითხე მთელს სახლს მოედო. რემონტი გააკეთეს, მაგრამ ეს არ გამხდარა გამოსავალი. 2 კვირის შემდეგ კირილს და ნაძეჟდას მიწისძვრის მაგვარი რხევები აღვიძებდათ. ბოლოს კირილის დედამ წყვილს ურჩია, რომ ექსტრასენსთან მისულიყვნენ. მართლაც ასე მოიქცნენ და მივიდნენ ექსტრასენსთან. ექსტრასენსმა ძირეულად შეისწავლა სახლი და თქვა, რომ ამ სახლში მოხეტიალე სული იყო’ ჩბუდებული, რომელიც ვერ გავდა ამ სამყაროდან. მან სიკვდილი ტრაგიკულად დაასრულა და შფოთვას ვერ დააღწია თავი. მას აქვს მხოლოდ ერთი ”მისია”, ეს ”მისიაა” ადამიანებს გააგებინოს, რომ ის აქაა. ექსტრასენსისმიერ ჩატარებული რიტუალების შემდეგ სულმა დატოვა სახლი. აღმოჩნდა, რომ ადამიანებზე გამწარებული ნატაშა ჯავრს იმაზე იყრიდა, ვინც მის შეწუხებას ცდილობდა.


მსგავსი ისტორიები მრავლად არის დედამიწაზე, პოლტერგეისტის შესახებ ისტორიას თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში მოესწრებით. პოლტერგეისტები, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან, ყოველთვის ცდილობენ გამოჩენას, ამას უბრალოდ გარკვეული დრო სჭირდება!


image

imageimageimage




იხილეთ ასევე:


1 - შოკისმომგვრელი მოვლენა ალასკის შტატზე! ეს უკვე აპოკალიფსის დასაწყისია!

2 - 17 საშინელი მოვლენა, რომლებიც რეალობას წარმოადგენს!

3 - 10 რეალური ფაქტი, რომელიც შესაძლოა არასწორად გცოდნოდათ - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (VIII ნაწილი)

4 - 5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!


5 - მოულოდნელად იძინებენ და რამოდენიმე დღის შემდეგ იღვიძებენ - იდუმალი მოვლენა ყაზახეთში




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი







0
559
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0