x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინგლისელი მოზარდი გოგონა გაყინეს,რომ მკვდრეთით აღადგინონ 2216 წელს
image


ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ გაასაჯაროვა საქმის დეტალები, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.ამა წლის შემოდგომის დასაწყისში 14 წლის გოგონამ თხოვნით მიმართა სასამართლოს, რომ მისი სხეული გაყინონ იმ იმედით, რომ ასეული წლის შემდეგ მეცნიერები გამოიგონებენ წამალს, რომელიც მას უკურნებელი სენისგან იხსნის.


გოგონა, რომელსაც სასამართლომ ფუტურისტული სახელი JS- დაარქვა 2015 წლის აგვისტოში დაავადდა კიბოს იშვიათი ფორმით, ერთი წლის შემდეგ მას აცნობეს, რომ სიმსივნე ტერმინალურ სტადიაში გადავიდა და მასთან ბრძოლის მეთოდები ამოწურულია.


ამის შემდეგ გოგონა ონლაინ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში სწავლობდა კრიოკონსერვაციის შესაძლებლობებს მისი გარდაცვალების შემდეგ.


შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ასეთი შინაარსის ანდერძი დაეწერა:


"არ მინდა მიწაში ვიწვე, მე მინდა სიცოცხლე, ხანგრძლივი სიცოცხლე, ვფიქრობ, რომ მომავალში ადამიანები გამოიგონებენ კიბოს წამალს და გამაღვიძებენ, მინდა, რომ ასეთი შანსი მქონდეს, ეს არის ჩემი სურვილი."


ლონდონის სასამართლოში გაიმართა განხილვა ვის დარჩებოდა გოგონა გარდაცვალების შემდეგ, რადგან JS-ს მშობელები გაყრილები იყვნენ.

რადგან მამა საერთოდ არ მონაწილეობდა ბავშვის აღზრდაში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დედის განკარგულებაში გადასულიყო გოგონას გვამი, თუმცა ფორმალურად მამის თანხმობა საჭირო იყო.მამამ კი უარი განაცხადა ხელი მოეწერა საბუთზე, მისი აზრით "კრიოკონსერვაცია არის ფუჭი ფულის ფლანგვა და ტყუილი დაპირება, მით უმეტეს, რომ თვითონაც ებრძვის სიმსივნეს."


ამის შემდეგ გოგონამ მამას უჩივლა სასამართლოში და მოსამართლემ გამოიტანა განჩინება:"გოგონა უნდა გაიყინოს", ამის შესახებ JS-ს სიკვდილამდე სამი კვირით ადრე აცნობეს.


17 ოქტომბერს გოგონა გარდაიცვალა..მედიკოსებმა გვამი მაშინვე გაამზადეს გაყინვისთვის, სხეულში შეიყვანეს ბიოლოგიური სითხე და სამედიცინო ანტიფრიზი, შემდეგ გაყინეს -70 გრადუსამდე, შეფუთეს 40 კილოგრამ მშრალი ყინულთან ერთად და მიჩიგანში გადააგზავნეს, სადაც კრიოკონესერვაციის კლინიკაა განთავსებული, ჯამში ყველაფერი ეს 46 ათასი $ დაჯდა.


მთლიანად მსოფლიოში სამი მსგავსი კლინიკაა, მიჩიგანის გარდა ერთი მოსკოვის მახლობლადაა, ხოლო მეორე არიზონას შტატში.



70-იანი წლებიდან მოყოლებული დღესდღეობით მთელს მსოფლიოში 200 გვამია გაყინული, JS მეორე ბავშვია, რომელიც გაყინეს.


გაყინულთაგან 20 გვამის დამარხვა მოუწიათ, რადგან ერთ-ერთი ამერიკული კომპანია გაკოტრდა, რომელიც ამ საქმით იყო დაკავებული.დანარჩენი 200 ადამიანი და ცხოველი ელოდება მომავალში გაცოცხლებას, ცნობილია მხოლოდ გაყინვის ტექნოლოგია, მაგრამ გაცოცხლებით ჯერჯერობით არავინ გაუცოცხლებიათ.


აგრეთვე იხილე:მეცნიერმა გადაწყვიტა თავი გაიყინოს და 150 წლის შემდეგ გაცოცხლდეს



6
1118
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1118
  
2016, 20 ნოემბერი, 14:12
მოვა დრო მაგის დროც ნამდვილად...100 წლის წინ ისეთი რაღაცეები იყო წარმოუდგენელი,რომ....და არ არის გამორიცხული მართლაც გააცოცხლონ ახლა ვინც არიან გაყინულები
2016, 20 ნოემბერი, 14:09
:-D ეგ კაი იყო. არა უბრალოდ ძალიან მიზიდავს ესეთი თემები, შემიძლია საათობით ვიკითხო
2016, 20 ნოემბერი, 12:32
რად გინდა შენც ხომ არ აპირებ თავის გაყინვას))))))))
2016, 20 ნოემბერი, 12:05
კრიონიქსი არის კომპანიის სახელი, როგროც ვიცი, ხოლო ორგანიზაციიას ალკორი აფინანსებს და აკონტროლებს. უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება ამ კომპანიის შესახებ, არადა ქართულ ვებ -გვერდებზე არ დევს არაფერი საინტერესიო
2016, 20 ნოემბერი, 11:57
გუგლმა არ ამომიგდო თორემ მაგასაც მივაბამდი
2016, 20 ნოემბერი, 11:53
კი ეს რეალობააა. რამოდენიმე რეალური ფაქტი წავიკითხე ამის შესახებ, თუ არ ვცდები ეს ალკორი უნდა იყოს ხო? ამთემაზე მეც მქონდა სტატია დაწერილი - მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები - ის სახელწოდებით.. შესაძებელია, რატომგაც მე მჯერავს ამ ორგანიზაციის, ერთ-ერთ საიდუმლო ორგანიზაცია იყო, 90-იან წლებში, თუმცა ამ ბოლო ხნებში როგორც ჩანს ძალიან გასაჯაროვდა.
0 1 6