x
წითელ ბრძენთა ოქმები2 - ბოროტების ხე (დეგენერატიზმი)
image

კალმიკოვის მესამე კანონი: "გენიოსთა 90 პროცენტი ფსიქიკურად არანორმალურია, რაც ასევე პირდაპირ უკავშირდება კაცთა მოდგმის დეგენერაციასა და გადაგვარების პროცესს..."


მეგობრებო, ყველა "დიდი ბელადი" ალექსანდრე მაკედონელით დაწყებული, ჰიტლერით დამთავრებული, მედიცინის თვალსაზრისით, ფსიქიკურად არანორმალური, ანუ ძალაუფლების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები გახლდნენ. ისტორიულ ასპექტში, ამ ეგრეთ წოდებული ქვისმთლელების, ანუ ახალი საზოგადოების არქიტექტორთა განხილვა ფრიად უწყინარი საქმე გახლავთ, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ცოცხალ ჰიტლერთან, ნაპოლეონთან ან სტალინთან გაქვთ საქმე... გაცილებით ადვილია ტირანთა გარდაცვალების შემდეგ მათი მონათვლა სულიერად ავადმყოფ პარანოიკებად, მაგრამ ფრიად ძნელია ტირანთა ხელისუფლებაში მოსვლისა და მათი ავი საქმეების აღკვეთა. მაინც როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ასეთი ადამიანების პარპაში?ერთგვარ ინდიკატორად, კომპასად ამ საქმეში გამოგვადგება ბოროტების ხე, რომლის ფესვებიც სისხლის აღრევიდან იღებს სათავეს.თანაც, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის აღრევას, საკმარისია რომ მათ გასჩენოდათ უბრალო სურვილი ერთმანეთისადმი, რომ მათი ნაშიერი ბიოგენეტიკური პიროვნება იქნება და ხელისუფლებაში მოსვლის შემთვხვევაში მისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.სწორედ ამგვარი ლტოლვისგან იღებს სათავეს ოიდიპოსის კომპლექსი, ანუ ვაჟიშვილის მიჟაჭვულობა დედაზე.თვით დედის გინება და სხვა მსგავსი ბილწსიტყვაობაც სწორედ ამ კომპლექსს უკავშირდება.როგორც ხედავთ, ეშმაკი ამ შემთხვევაში ყველაზე კეთილშობილური გრძნობით - მშობლისადმი სიყვარულით ინიღბება.სინამდვილეში კი...

თითოეულ თქვენგანს ეყოლება ორმოციოდე წლის ნაცნობი, დედიკოს ბიჭი, რომელმაც ვერა და ვერ შეირთო ცოლი და მუდამ დედის კაბას არის ამოფარებული.როგორც წესი, დედამისი ე.წ. "მამალი ქალია", ხოლო მამა ან, საერთოდ, არ ჩანს არენაზე, ან კიდევ ჩვარია და ცოლის დაკრულზე დადის.ასევე გეყოლებათ ნაცნობები, ვისაც ცოლი უფროსი ჰყავს – ესეც ოიდიპოსის კომპლექსის გამოვლინება გახლავთ. ერთადერთი ქალი, რომელიც ნაპოლეონს უყვარდა – ჟოზეფინა, 6 წლით მასზე უფროსი იყო. ტროცკის პირველი ცოლიც 10 წლით გახლდათ ქმარზე უფროსი, მარქსსაც 4 წლით უფროსი ცოლი ჰყავდა...


ძველ ეგვიპტეში სისხლის აღრევა და ნათესავთა შორის ქორწინება უბრალო ხალხში სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ ასეთი ხასიათის კავშირები ფარაონებს შორის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ანუ ეგვიპტელებმა იმთავითვე იცოდნენ, რომ მასობრივად ასეთი ქორწინება სახიფათო და მიუღებელი გახლდათ...მსგავსი "ფარაონისებური" ოჯახები ჰქონდათ ალბერტ აინშტაინსა და ფრანკლინ რუზველტს. მათ ბიძაშვილები ჰყავდათ ცოლად.რაც შეეხება აინშტაინს, აქ საქმე უარესად არის – აინშტაინისა და მისი მეორე ცოლის დედები ღვიძლი დები იყვნენ, ხოლო მათი მამები ბიძაშვილები.

ადოლფ ჰიტლერი და გელია რაუბალი

ადოლფ ჰიტლერის დედა ადოლფისავე მამის ბიძაშვილის შვილი იყო, ხოლო ერთადერთი ქალი, ვინც ჰიტლერს მართლაც უყვარდა და ვინც ამ სიყვარულის გამო თავი მოიკლა, მისივე დისშვილი გელია რაუბალი გახლდათ...

ამ ყველაფრის შემდეგ მიხვდებით, თუ რატომ კრძალავს მართლმადიდებლური ეკლესია მეექვსე მუხლამდე ნათესავებს შორის ქორწინებას.მიზეზი აქაც მარტივია – ნათესავებს შორის ქორწინების შედეგად, გენეტიკურ კომბინაციათა ერთგვაროვნების გამო, იბადებიან ბავშვები, ვისაც ძლიერად აქვთ განვითარებული გარკვეული ნიშან-თვისებები, სამაგიეროდ, სუსტად უვითარდებათ სხვა, არანაკლებ საჭირო და მნიშვნელოვანი თვისებები.ამდენად, მსგავსი ქორწინების შედეგად ჩნდებიან სულიერად გაუწონასწორებელი ადამიანები – ჰიტლერის მსგავსი გენიალური შეშლილები ან, უბრალოდ, იდიოტები. ჰიტლერმა ეს კანონზომიერება საკუთარ თავზე გამოსცადა და კარგად ესმოდა მისი ავ-კარგი, ალბათ, ამიტომაც შემოიღო მან საკონცენტრაციო ბანაკები ჰომოსექსუალისტებისათვის, ხოლო შეშლილებს უბრალოდ ხოცავდა, გონებასუსტებს კი ასაჭურისებდა... როგორც ხედავთ, დეგენერაციის პირმშო – ჰიტლერი მიზანმიმართულად ანადგურებდა "კოლეგა დეგენერატებს" და, ალბათ, ამ თვისებების გამოც ამტკიცებენ ფილოსოფოსები, რომ ეშმაკს, ანუ დეგენერაციის პირველწყაროს, თვითგანადგურებისაკენ ლტოლვა ახასიათებს...



თუ იცით, საიდან მოდის და რას ნიშნავს სიტყვა "გენიოსი"?

ბერუს 1928 წლის გამოცემაში, 31-ე გვერდზე შავით თეთრზე წერია, რომ სიტყვა გენიოსი არაბული სიტყვა "ჯინიდან" მოდის, რაც ავსულს ნიშნავს...

ექიმი ფსიქიატრი ვილჰელმ ლანგე კი მიუნხენში გამოცემულ თავის წიგნში "გენიოსები, შეშლილობა და დიდება" წერდა: "ამ სფეროს მკვლევარი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილს და დევნას იმკის, მის ნაშრომებს კი აკრძალვა ემუქრება... არათუ გამოკვლევები, ანალოგიური ხასიათის მასალათა შეგროვებაც კი უთავბოლო სირთულეებთან არის დაკავშირებული..."

როგორც თქვენ იცით მეგობრებო, სრულიად ჯანმრთელ გენიოსთა რიცხვიც ასევე ძალიან მწირია.ლანგეს მიხედვით, მათ რიგებში ხვდებიან ტიციანი, რუბენსი, რაფაელი, ლეიბნიცი, ვერდი, სამაგიეროდ გაცილებით ვრცელია ალკოჰოლიკ გენიოსთა რიცხვი – ალექსანდრე მაკედონელი, სოკრატე, სენეკა, იულიუს კეისარი, ედგარ პო, ალგრედ დე მიუსე, პორ ვერლენი, ბეთჰოვენი... რაც შეეხება გენიოს ქალთა სიმცირეს, უნდა აღინიშნოს, რომ ისევ და ისევ ლანგეს მიხედვით, ისტორიულად რაიმე გენიალური საქციელით გამორჩეული ქალი სინამდვილეში ქალაბიჭა, ანუ ისეთი ინდივიდი გახლდათ, ვისშიც მამაკაცური ჰორმონები სჭარბობდა.არადა, მამრ გენიოსთა გამოვლენასა თუ მათ გენიოსებად ჩამოყალიბებაში პირველი ვიოლინოს როლს, როგორც წესი, სწორედ ქალები ასრულებენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მაძებარ ძაღლთა შორისაც კი მდედრებს, როგორც წესი, უკეთესი გეში აქვთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალები გაცილებით უკეთ იღებენ დეგენერაციის, ასე ვთქვათ, გეშს; ალბათ, ერთი-ორჯერ თითოეულ თქვენგანსაც ექნებოდა შემთხვევა, როდესაც ცოლმა თქვენივე "ცელქობის" შესახებ თქვენსავე ტანისამოსზე დარჩენილი უცხო სუნამოს სურნელით შეიტყო...

ლანგე ასევე მიიჩნევს, რომ ნიჭიერი ან რაიმე თვისებით განსაკუთრებულად გამორჩეული ხალხი ხშირ შემთხვევაში ბიონეგატიურია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარ ოჯახს საჭირო დრო და ყურადღება დაუთმონ. ამ გარემოებებს მოწმობს ისიც, რომ გენიოსები – შექსპირი, მილტონი, სვიფტი, შელი, დიკენსი, ბერლიოზი, ჰაიდნი, გლინკა, ნაგნერი, პუშკინი, ტოლსტოი უკიდურესაც უბედურები იყვნენ პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, ხოლო ბოტაჩელიმ, ჰერაკლიტემ, პითაგორამ, ჰეროდოტემ, სოლომონმა, პლატონმა, დემოსთენემ, ვირგილიუსმა, ჰორაციუსმა, კოპერნიკმა, რაფაელმა, მიქელანჯელომ, სერვანტესმა, კალდერონმა, სპინოზამ, კანტმა, ბეთჰოვენმა, შუბერტმა, ბრამსმა, შოპენმა, ნიცშემ საერთოდ უარი თქვეს დაოჯახებაზე და გვარის გაგრძელებაზე...

ლანგეს ეკუთვნის ასეთი ფრაზაც: "გენიოსთა ხელოვნურად გამოყვანა ანუ ნიჭიერი ოჯახის წარმომადგენელთა შეჯვარება უცხო და, რაც მთავარია, ფსიქოპათოლოგიური სისხლის მატარებელ ადამიანებთან...დანაშაულია..." ამ ფრაზიდან აშკარად ჩანს, რომ ლანგე რაღაცას ბოლომდე არ ამბობს, იგი არ განმარტავს, თუ რას ნიშნავს და ვინ არიან – "უცხო, ფსიქოპათოლოგიური სისხლის მატარებელი ადამიანები..." ჩვენი, ანუ უმაღლესი სოციოლოგიის ტერმინოლოგიით კი პროცესს, რომელზეც ლანგე დუმს, სატანისა და ანტიქრისტეს კავშირი ჰქვია.სწორედ ამ კავშირის შედეგად იშვნენ ისეთი ალქაჯები, როგორებიც იყვნენ – კერენსკი, ლენინი, ჰიტლერი, ჰებელსი, ჰიმლერი, ჰეიდრიხი და "ებრაელთა საკითხის", ანუ მათი მოსპობის დიდ სპეციალისტი ადოლფ აიხმანი...

ექიმი ლანგეს ეს უკიდურესად საინტერესო ნაშრომი ცნობილ გენიოსთა პიროვნული დახასიათებით სრულდება, რომლის წაკითხვაც ნებისმიერ ადამიანს თმებს ყალყზე დაუყენებს:

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მაკედონელი – ჰომოსექსუალი, ეპილეფსიანი ალკოჰოლიკი, სხვადასხვა ფერის თვალებით, თანაც ელამი.გარდაიცვალა თეთრი ციებ-ცხელებით.მამამისი ფილიპე II მაკედონელი, ასევე ჰომოსექსუალი გახლდათ, ამიტომაც იგი ალექსანდრემ სიცოცხლეს გამოასალმა.



იულიუს კეისარი

იულიუს კეისარი – ჰომოსექსუალი, უფრო ზუსტად, როგორც ძველ რომში ამბობდნენ – ქალისთვის ქმარი, მამაკაცისთვის –ცოლი. აწუხებდა ეპილეფსია, კოშმარები, რომლებშიც საკუთარ დედასთან იყოფდა სარეცელს. ჰქონდა განდიდების მანია.


იმპერატორი კალიგულა

იმპერატორი კალიგულა – ჰომოსექსუალი, ეპილეფსიანი სადისტი –სულიერად ავადმყოფი, თანაცხოვრობდა საკუთარ დებთან, ჰქონდა განდიდების მანია, ტრაბახობდა, რომ დედამისი –იმპერატორ ავგუსტეს საკუთარ ქალიშვილთან თანაცხოვრების შედეგად იშვა...


იმპერატორი ნერონი

იმპერატორი ნერონი – ჰომოსექსუალი, სადისტი, პოეტი, უყვარდა ხანძრის გაჩენა, თანაცხოვრობდა საკუთარ დედასთან, რომელიც მოგვიანებით მოკლა კიდეც.ერთ-ერთი მისი ცოლი პოპეა ებრაელი იყო...


გოეთე

გოეთე – სრული შიზოიდური და ციკლოიდური ფსიქოპათი.ჰყავდა შეშლილი და, მიჯაჭვული იყო საკუთარ დედასა და შეშლილ დაზე.მისი შვილები ჩვილ ასაკში დაიღუპნენ, ხოლო ცოცხლად გადარჩენილი ვაჟი ავგუსტი ლოთი და ფსიქოპათი იყო, იგი 41 წლის ასაკში ტვინის ანთებით გარდაიცვალა.


ნაპოლეონინაპოლეონი – ჰომოსექსუალური ურთიერთობა თავის ძმასთან ჟოზეფთან.აცდუნა საკუთარი დები – უკლებლივ ყველა.პათოლოგიური მატყუარა, ჰქონდა ეპილეფსია.მამამისი ალკოჰოლიკი გახლდათ, ძმა ლუდოვიკო – ფსიქოპათი, ერთ-ერთი და – პოლინა – სრული დეგენერატი.


ჟან ჟაკ რუსოჟან ჟაკ რუსო – ექსჰიბიციონისტი, მაზოხისტი, ფეტიშისტი, კლეპტომანი, იმპოტენტი.ჰქონდა განდიდებისა და დევნის მანია, იპოქონდრია, შიზოფრენია.იყო ჰომოსექსუალი...


ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.მიაქციეთ ყურადღება, - ნაპოლეონი, ადამიანი, რომელმაც ლამის მთელი სამყარო ყირაზე დააყენა, ტიპური ნაძირალა იყო. იგი 151 სანტიმეტრი გახლდათ სიმაღლით, სხვათაშორის, არც ლენინი იყო მასზე მაღალი და არც - სტალინი, მაგრამ მთავარი გახლავთ არა ამ ადამიანების სიმაღლე, არამედ ის, რომ მათ სექსუალურ თუ ფსიქიკურ გადახრებს, როგორც წესი, ასეულობით ათასი, ზოგჯერ კი მილიონობით ნორმალური ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ამიტომაც ამბობს ექიმი ლანგე : "რელიგიურ, ფილოსოფიურ თუ ესთეტიკურ ნიღაბში შემოსილი პათოლოგიური საწყისები მნიშვნელოვანწილად უშლიან ხელს სიცოცხლის ჯანსაღ ფორმას."



გაგრძელება იქნება.



2
221
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკუნა კიღურაძე
ლიკუნა კიღურაძე
221
  
2016, 24 ნოემბერი, 22:03
ლიკუნა, ამის მერე პეპელებსა და გვირილებზე დაწერე, თორემ გასკდა გული)) ეს ხუმრობით, თუმცა ფაქტები ჯიუტია და ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც და სახელოვან ადამიანებშიც უამრავ ასეთ ფაქტს წავაწყდებით, ალბათ(((
2016, 20 ნოემბერი, 10:17
ძალზე საინტერესო იყო :-)
0 1 2