x
მეტი
  • 18.10.2017
  • სტატია:70099
  • ვიდეო:322899
  • სურათი:424200
10 ყველაზე ცუდი და კარგი ავტომობილი მსოფლიოში-ჯერემი კლარსონის რეიტინგი

image

პოპულარული საავტომობილო ტელეშოუს Top Gear-ის ყოფილმა წამყვანმა ჯერემი კლარსონმა The Sunday Times-ის საკუთარ სვეტში გამოაქვეყნა 2015-2016 წლის ყველაზე ცუდი ავტომობილების რეიტინგი.ავტოექსპერტმა აღნიშნა, მის მიერ შედგენილი ყველაზე ცუდი ავტომობილების სია მისი პირადი აზრია.კლარსონს ამ ავტომობილებით გადაადგილება ბოლო 2 წელიწადში მოუწია.



ყველაზე ცუდი ავტომობილების რეიტინგს სათავეში მოექცა Vauxhall Astra SRi NAV-ი.კლარსონის განცხადებით ეს ავტომობილი მხოლოდ იმით დაამახსოვრდა, რომ "წითელი იყო და ტურბოთი", წამყვანის აზრით ეს მოდელი იმათ გამოდგებათ ვისაც მხოლოდ "ოთხი ბორბალი სჭირდება და ადგილი, რომ შიგნით ჩაჯდეს"


image


კლარსონმა მეორე ადგილი მიანიჭა Infiniti Q30 Premium Tech-ს, კრიტიკის მთავარი მისამართი 2, 2 ლ. დიზელის ძრავაა, წამყვანის აზრით მოტორი ძალიან ხმამაღლა მუშაობს, ამის გარდა საერთო ჯამში უკმაყოფილო დარჩა ავტომობილით, თუმცა აღნიშნა, რომ დიზაინი კარგი აქვს."ყოველი შემთხვევისთვის ავტომობილი ურიგოდ არ გამოიყურება."


image


მესამე საპრიზო ადგილი ხვდა წილად Skoda Superb SE L Executive-ს.კლარსონის განცხადებით ეს ავტომობილი Volkswagen Passat-ის იაფასიანი გადამღერებაა.


"ავტომობილ Skoda Superb -ში იმდენი სულია ჩადებული, რამდენიც მაცივრის საყინულეში"-აღნიშნა კლარსონმა.


image

ამასთანავე ყველაზე ცუდი ავტომობილების რეიტინგში მოხვდნენ Zenos E10 S, Renault Kadjar Signature Nav, BMW X1 25d, SEAT Leon X-Perience SE Technology, Nissan GT-R Track Edition, Volkswagen Scirocco2, 0 TDi და Hyundai i800.



აღსანიშნავია, რომ კლარსონმა მანამდე გამოაქვეყნა 2015-2016 წლის 10 საუკეთესო ავტომობილის რეიტინგი.


სიას სათავეში მოექცა Mazda MX-5 Miata 2.0 Sport Recaro, მეორე ადგილი ხვდა წილად Alfa Romeo 4C Coupe-ს, ხოლო "ბრინჯაო" დაიმსახურა Mercedes-AMG GT S-მა.


image


image

image


პირველ ათეულში აგრეთვე მოხვდნენ: Ford Focus RS, Ford Mustang Fastback 5, 0 V8 GT, Volvo XC90 D5 AWD, Vauxhall Zafira Tourer 1.6 CDTi Tech Line, BMW M2, Ferrari 488 GTB და Lamborghini Aventador-ი.



შეგახსენებთ, ჯერემი კლარსონი 2015 წლის გაზაფხულზე გაანთავისუფლა BBC -იმ პროდიუსერთან კონფლიქტის გამო, მასთან ერთად Top Gear -ი დატოვეს თანაწამყვანებმა ჰემონდმა და მეიმ.


ცოტა ხანში კლარსონმა კონტრაქტი გააფორმა Amazon Prime-თან, ახალ პროექტს ეწოდება Grand Tour-ი, სულ იქნება 36 გადაცემა და სამი წლის განმავლობაში კლარსონი აიღებს 10 მლნ. ევრო ჰონორარს, რაც ყველაზე მაღალი იქნება ბრიტანეთის ტელევიზიების ისტორიაში.17 ნოემბერს Amazon -მა გადაცემის პირველი სერია გაუშვა ეთერში.

image



იხილეთ აგრეთვე:


ყველაზე იაფი ავტომობილები თანამედროვე მსოფლიოში



ცნობილი ბრენდების პირველი ავტომობილები(ნაწილი 2)




მსოფლიოს ყველა დროის 11 ყველაზე გაყიდვადი(პოპულარული) ავტომობილი


0
1007
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1007
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0