x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
საუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდან
პაკისტანში ექიმები ორი ადგილობრივი მცხოვრების, ორი ძმის ფენომენს სწავლობენ

- ისინი მზის ჩასვლის შემდეგ სრულიად კარგავენ მოძრაობის უნარს.

image

პაკისტანის ერთ-ერთ ოჯახში იზრდება ორი ბიჭი, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან თანატოლებისგან. დღის მანძილზე 13 წლის აჰმედ შოაიბი და მისი 9 წლის ძმა აბდულ რაშიდი სწავლობენ სკოლაში ან მეგობრებთან ერთად ქუჩაში თამაშობენ, მაგრამ საღამოს დადგომასთან ერთად ისინი ვეგეტატიურ მდგომარეობაში ვარდებიან: განძრევა არ შეუძლიათ, ვერ აღებენ პირს და თვალებს.

image

მსოფლიოში ეს პირველი შემთხვევაა და ექიმები დიდი ინტერესით იკვლევენ მას. „მზის ბიჭუნები“, ასე შეარქვეს მათ ქვეყანაში, უფასოდ მკურნალობენ ისლამაბადის საავადმყოფოში; ამ დროისთვის 300-ზე მეტი ტესტია ჩატარებული, მაგრამ ორგანიზმის ასეთი უცნაური რეაქციის მიზეზი ჯერ ვერ იქნა ნაპოვნი.

image

ერთადერთი, რისი დადგენაც შეძლეს ექიმებმა - ეს მდგომარეობა სინათლესთან არავითარ კავშირი არაა. ექსპერიმენტის დონეზე ძმები ბნელ ოთახში მოათავსეს დღის განმავლობაში, მაგრამ ამან არავითარი ზეგავლენა არ მოახდინა მათ ქცევაზე. ამგვარად, მათი სხეული დღე-ღამის მონაკვეთზე რეაგირებს და არა განათებაზე.


პაკისტანელმა სპეციალისტებმა აიღეს იმ სოფლის ნიადაგის, წყლის და ჰაერის სინჯები, სადაც ეს უცნაური ოჯახი ცხოვრობს. ბიჭების სისხლის ნიმუშები საზღვარგარეთელ კოლეგებსაც დაუგზავნეს, მაგარამ ანალიზებმა არაფერი უჩვეულო არ აჩვენა.


ძირითადი ვერსია გენეტიკური ანომალიაა როგორც სისხლაღრევის შედეგი: ბიჭების მამა და დედა უახლოესი ნათესავები, ბიძაშვილები არიან. მათი პირველი ორი შვილი ჩვილობის ასაკში დაიღუპნენ, კიდევ ერთი შვილი, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ორი - საოცარი „მზის ბიჭუნები“, და მეექვსე შვილი, ერთი წლისაა,
რომელსაც The Express Tribune-ის მონაცემებით იგივე სიმპტომები აღენიშნება.

image

ექიმები აგრძელებენ კვლევას. უცნობია, შეძლებენ თუ არა ამოცანის ამოხსნას, მაგრამ სამედიცინო დახმარება ბავშვებს უკვე აღმოუჩინეს: სამკურნალო პრეპარატები ძმებს საშუალებას აძლევენ საღამოს აქტივობა შეინარჩუნონ და დასაძინებლად თავისი სურვილის მიხედვით დაწვნენ, და არა მოძრაობის ავტომატურად გათიშვის გამო, რაც
მანამდე ემართებოდათ.

image



იხილეთ ასევე:



1. საოცარი ტყუპები დაიბადნენ სან-დიეგოში


2. ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.


3. ქაღალდით მიყენებული ჭრილობა რატომ იწვევს ასეთ ძლიერ ტკივილს?


4. აღმოჩენილია დაბერების საწინააღმდეგო წამალი!


5. სიამის ტყუპები ერთი სახით დაიბადნენ ინდოეთის შტატ გუჯარატში


6. სამეცნიერო ფაქტები სიყვარულზე და სექსზე!


7. შეხედეთ, ვინ წევს პატარას გვერდით!


8. უცნაური არსებების სხეულები აღმოაჩინეს ლონდონის ერთი მიტოვებული სახლის სარდაფში


9. მალაიზიაში დაიბადა თიკანი ადამიანის სახით!


10. ცნობილი ისტორიული მითები


11. თევზი-ფიზიონომისტები, კოსმოსური მუსიკა და თვის სხვა აღმოჩენები (2016 წლის ივლისი)

0
1206
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0