x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
წითელ ბრძენთა ოქმები1
ფორდამის უნივერსიტეტის ნევროლოგიის პროფესორი ჯოზეფ ბერნი 1920 წლის 25 სექტემბერს, ჟურნალ "მედიკალ რეკორდში" წერდა: "ადამიანის დაავადებათა 100-დან 90 შემთხვევაში დომინანტი ფაქტორი ფსიქიკა გახლავთ." პროფესორი ბერნი იქვე ამტკიცებს, რომ დაავადებათა 90 პროცენტი თვითგანადგურებადია, თუკი მოვსპობთ სწორედ ზემოთხსენებულ ფსიქიკურ ფაქტორებსა და გადახრებს.ალბათ თქვენთვის ცხადი გახდა, ამხანაგებო, თუ საიდან იღებს სათავეს გამოთქმა – ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.

საქმეს ის ართულებს, რომ ფსიქიკურ აშლილობათა უდიდესი უმრავლესობა მემკვიდრეობით ხასიათს ატარებს და მათი ლიკვიდაციის ერთადერთი საშუალება არსებობს- ავადმყოფი მშობლების, ანუ გენეტიკური ნაგვის კასტრაციის გზით სტერილიზაცია. გაფრთხილებთ, არსად, არავისთან, ახლობლებთანაც კი ამ თემაზე ხმამაღლა არ ისაუბროთ, თორემ აუცილებლად შეიძენთ მტრებს, ვინც თქვენზე ათასგვარ ამაზრზენ ჭორს შეთხზავს.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ციფრ 90-ს ჩვენ უკვე მერამდენედ ვაწყდებით, თანაც მუდამ ერთსა და იმავე კონტექსტში. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 1960 წლისთვის აშშ-ში სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებათა უმძიმესი ფორმით ავადმყოფი 9 მილიონი ადამიანი დაფიქსირდა, რაც ამერიკელ ავადმყოფთა საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტს შეადგენს. შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან სულით ავადმყოფთა სამკურნალოდ ყოველწლიურად 12 მილიარდი დოლარი იხარჯება.მიუხედავად ამისა, ყოველი მეთორმეტე ამერიკელი, ადრე თუ გვიან, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება.ასევე ყოველი მეთორმეტე ამერიკელი რაიმე საიდუმლო სექტის ან ორგანიზაციის წევრია. ასეთი ორგანიზაციები და სექტები საკუთარ თავს ჰუმანურობის შირმით ნიღბავენ, ხალხი კი მათ სატანისტებს ეძახის.ნახეთ, რა საინტერესო დამთხვევაა - ყოველი მეთორმეტე ამერიკელი, ადრე თუ გვიან, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება და ყოველი მეთორმეტე ამერიკელი საიდუმლო სექტის წევრია...

image



უნდა გითხრათ, რომ სახელმწიფო პოლიტიკაში გავლენის თვალსაზრისით საიდუმლო სექტებს ისეთივე მყარი პოზიცია აქვთ აშშ-ში, როგორც კომპარტიას სსრკ-ში.

1966 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აშშ-ში 18 ათასი ექიმი-ფსიქიატრია, სულით ავადმყოფთა რიცხვი კი 19 მილიონამდე გაიზარდა, ანუ უკვე ყოველი მეათე ამერიკელი, ადრე თუ გვიან, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონარულად მკურნალობს.

ასეთია პროგრესის ფასი, ამასთან, სამწუხაროდ, სტატისტიკა ადასტურებს, რომ სულიერ ავადმყოფთა უდიდესი უმრავლესობა ინტელიგენციაზე მოდის. კაცობრიობის ისტორიაში 78 ყველაზე გენიალური ადამიანის შესწავლამ ცხადყო, რომ გენიოსთა 37 პროცენტი მძიმე სულიერი ავადმყოფობით იტანჯებოდა, 83 პროცენტი მამალი ფსიქოპატი იყო, ხოლო 10 პროცენტი ჩვეულებრივი ფსიქოპატი გახლდათ.სამწუხაროდ გენიოსთა მხოლოდ 7 პროცენტი გახლდათ სულიერად ჯამრთელი.

მოგვიანებით გენიოსთა რიცხვი 78-იდან 35-მდე დაიყვანეს და გაარკვიეს, რომ უდიდეს გენიოსთა ამ ვიწრო წრეში 40 პროცენტი მძიმე სულიერი ავადმყოფობით იტანჯებოდა, ხოლო 90 პროცენტი მამალი ფსიქოპატი იყო...

image


კალმიკოვის II კანონი :

თუ არ ჩავთლით მიკრობებით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებებს, ავადმყოფობათა 90 პროცენტი პირდაპირ კავშირშია ფსიქიკურ აშლილობასთან, ანუ იგივე კაცთა მოდგმის დეგენერაციასა და გადაგვარებასთან.

კალმიკოვის III კანონი:

გენიოსთა 90 პროცენტი ფსიქიკურად არანორმალურია, რაც ასევე პირდაპირ უკავშირდება კაცთა მოდგმის დეგენერაციასა და გადაგვარების პროცესს...


გიროლამო კარდანი
ყველამ ვიცით თუ რას წარმოადგენს ავტომობილისთვის კარდანი, რომელიც ძრავას ბორბლებთან აკავშირებს. უნდა გითხრათ, რომ ეს მოწყობილობა, ანუ კარდანი, ავტომობილის შექმნამდე სამასიოდე წლით ადრე ერთ-ერთმა ასეთმა გენიოსმა, იტალიელმა მათემატიკოსმა კარდანმა გამოიგონა. მან ასევე ზუსტად გამოთვალა საკუთარი სიკვდილის დღე, საათი და წუთი, მაგრამ როდესაც ამ დრომ მოაღწია, კარდანი კი საღ-სალამათი იყო, საკუთარი გამოთვლათა სიზუსტის დასამტკიცებლად თავი მოიწამლა.


ჟან კოკტო

უნივერსალურ გენიოსად აღიარებული ფრანგი დეკადენტი ჟან კოკტო შავი მაგიით იყო დაინტერესებული და ცეცხლის ფასად შეიძინა უნაგირ-სავარძელი, რომელიც მანამდე ცნობილ მწერალ ანატოლ ფრანსს ეკუთვნოდა და რომელზეც ეშმაკეულთა სახეები და რქები იყო გამოსახული. სწორედ ამ უნაგირ-სავარძელზე ამხედრებული ატარებდა ჟან კოკტო შავი მესის, ანუ იგივე კუდიანთა თავყრილობის რიტუალებს და ჯადოქრობის ფორმულებსაც ამ სავარძელზე ქმნიდა...


დეგენერაციის ურთულესი პრობლემების კვლევის საფუძველზე პროფესორმა ცეზარე ლომბროზომ დაწერა მონოგრაფია "პოლიტიკური დანაშაულები და დამნაშავენი", რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს:

"სულიერად ავადმყოფი პოლიტიკოსები, როგორც წესი, ვერ ატყობენ საკუთარ თავს ფსიქიკური შეშლილობის იმ ნიშნებს, რასაც მათ ხალხი მიაწერს, პირიქით, სწორედ ეს ფსიქიკური აშლილობა აქცევს მათ გონებას ქმედითუნარიანად. გენიოსებიცა და შეშლილებიც თანაბრად ვერ იტანენ ტემპერატურის მკვეთრ შეცვლას და ცუდი ამინდის დროს, როგორც წესი, ქმედითუუნაროები არიან. უფრო მეტიც, სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოროდინოს ბრძოლა ნაპოლეონმა შემოდგომის მოსაწყენი ამინდისა და სურდოს გამო წააგო.გენიალური ადამიანის აღქმის მექანიზმიც სხვაგვარი გახლავთ, მათთვის ხანჯლის ჩაცემის ტოლფასია ის, რასაც ნორმალური ადამიანი ქინძისთავის ჩხვლეტად აღიქვავს. გენიოსებს ასევე ავადმყოფურად აქვთ განვითარებული თავმოყვარეობა და პატივმოყვარეობა.შატობრიანს, მაგალითად, არ შეეძლო, გულგრილად მოესმინა სხვათა, მათ შორის საკუთარი მეწაღის ვინმეს მიერ შექება, ნიუტონს კი შეეძლო, მოეკლა ნებისმიერი, ვინც მისი ნაშრომის გაკრიტიკებას გაბედავდა."

სწორედ ამ ფაქტორთა ნათესაური სიახლოვის გამო იწყებენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრილი მხატვრები პოეტობას, ხოლო პოეტები, პირიქით, ფერწერას მიჰყოფენ ხელს და მათი შემოქმედების უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, მხოლოდ და მხოლოდ შეშლილი გონების უსახურ ნაყოფს წარმოადგენს. ე.წ. მოდერნიზმი ფერწერასა და შემოქმედებაშიც სწორედ ამ ავადმყოფურ ფაქტორთა ნათესაური კავშირით აიხსნება.

ამიტომაც ამტკიცებენ მეცნიერები, რომ 100-დან 90 შემთხვევაში შეშლილობა მემკვიდრეობითია. აგერ უკვე მერამდენედ გვხვდება ეს წყეული ციფრი - 90 პროცენტი, ამ თანხვედრას ჩვენ კალმიკოვის მეოთხე კანონს ვუწოდებთ, აი, ეს კანონიც:

გენიალურ ადამიანთა უმრავლესობა არ ტოვებს შთამომავლობას, რადგანაც დეგენერაციისა და გადაგვარების წყალობით სისხლის აღრევით შექმნილი ზოგიერთი არისტოკრატული ოჯახის მსგავსად ბერწია და მართლაც, - უცოლშვილოდ გადაშენდნენ გენიოსები - შოპენჰაუერი, დეკარტი, ლაიბნიცი, კანტი, სპინოზა, მიქელანჯელო, ნიუტონი, ლასალი, გოგოლი, ლერმონტოვი, ლეონარდო და ვინჩი...

ფრანგული რევოლუციის იდეოლოგი ჟან ჟაკ რუსო თავის "აღსარებაში" წერდა, რომ მისი ჭკუასუსტი მენახირე ხარჭა შვილებს სხვა მამაკაცებისგან აჩენდა.

ნიცშეს, მაიაკოვსკის, სარტრს, ლენინსა და ჰიტლერს კი მეუღლეები თუ ოფიციალური ხარჭები მხოლოდ და მხოლოდ გარშემომყოფთა თვალის ასახვევად, ასე ვთქვათ, კონსპირაციისთვის ჰყავდათ. ცოლშერთულ გენიოსთაგან კი უკიდურესად უბედური და უიღბლო ოჯახები ჰქონდათ სოკრატეს, შექსპირს, დანტესს, ბაირონს.

აქვე შეგახსენებთ სტალინის მეუღლის - ნადეჟდა ალილუევას უცნაური მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის ფაქტს.შეგახსენებთ, რომ მარქსის, ბაკუნინის, ტროცკის ოჯახის წევრები და შთამომავლებიც პანტაპუნტით იკლავდნენ თავს, ამერიკელ "რევოლუციონერსა" და დემოკრატიის მამას ჯორჯ ვაშინგტონს კი შვილები საერთოდ არ ჰყავდა, ხოლო ბერნარდ შოუმ მეუღლე ერთადერთი პირობით შეირთო - მეორე ნახევარს არასოდეს უნდა მოეთხოვა მისთვის მამაკაცური ვალდებულებების აღსრულება. ლევ ტოლსტოი ღიად წერდა, რომ ცოლი მისთვის კისერზე ჩამოკიდებულ ლოდად იქცა. პოეტი მაიაკოვსკი კი თანაცხოვრობდა და არჩენდა არა მხოლოდ საყვარელს- ლილია ბრიკს, არამედ მის ქმარსაც. ფრიდრიხ დიდს დედა შეშლილი ჰყავდა, ბაირონის დედაც სულიერად ავადმყოფი გახლდათ, შოპენჰაუერის მამამ თავი მოიკლა, მისი ბაბუა და ბიძა კი შეშლილები იყვნენ, თავად შოპენჰაუერი ოთხცოლიანობას ქადაგებდა და სწუხდა, რომ ერთადერთი - ოთც სიდედრთან შეგუება უჭირდა. კარდინალ რიშელიეს შეშლილი და დარწმუნებული იყო, რომ მას შუშის ზურგი ჰქონდა. ფილოსოფოსი ჰეგელის ასევე შეშლილი და კი ყველას უმტკიცებდა, რომ იგი ფოსტალიონის ზურგჩანთად იქცა. ცნობისთვის, კარლ მარქსის დაილექტიკა ჰეგელის დიალექტიკის შედეგია.


image

თუ შევამოწმებთ 100 ალკოჰოლიკს, თავადაც დარწმუნდებით, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა, ანუ 90 პროცენტი გადაგვარებული დეგენერატია, იგივე შეიძლება ითქვას ნარკომანებზეც.ასე რომ, კარგად დაიმახსოვრეთ ეს წყეული ციფრი - 90 პროცენტი, რომელიც, ადრე თუ გვიან, უდიდეს სამსახურს გაგიწევთ.


გაგრძელება იქნება.


2
61
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკუნა კიღურაძე
ლიკუნა კიღურაძე
61
  
2016, 18 ნოემბერი, 10:06
ძალიან საინტერესო თემაა
2016, 18 ნოემბერი, 0:14
საინტერესოა.
0 1 2