x
ალტერნატიული ჰიპოთეზები
ვინ გადაწვა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა?

ალექსანდრიული განძი

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის განადგურებასთან დაკავშირებული ლეგენდები პტოლემეთა დინასტიის პირველმა ფარაონებმა გაავრცელეს.ეს ლეგენდები დღემდე ცოცხლობს.საზოგადოებისთვის ცნობილი დაახლოებით მილიონი ხელნაწერისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერუდიტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, ეს ფაქტი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთ საოცრებადაც კი მიიჩნიეს.ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ერთ მშვენიერ დღეს ვინმე რომაელი მეთაურის ბრძანებით ცეცხლი წაუკიდეს.ამ რომაელის ვინაობაზე ვერავინ თანხმდება. ერთი მოსაზრებით, ეს უნდა ყოფილიყო იულიუს კეისარი (ძვ.წ.48) ან ავრელიანე (ახ.წ.273), სხვა მკვლევართა აზრით, იმპერატორი დიოკლეტიანე (ახ.წ.297) ან კიდევ, ბიბლიოთეკა ეპისკოპოს თეოფილეს ან თეოდოსი დიდის (ახ.წ 391) თხოვნით გადაწვეს. სხვა ვერსიების მიხედვით, ხალიფა ომარ იბნ ალ ჰატაბმა (ახ.წ 581-644) ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერები აბანოების გახურების მიზნით დაარიგა.


პრინცესა ბაკეტატონი ტუტანხამონის დედა იყო?



აღმოჩენილი მუმიების დნმ-ის ანალიზის წყალობით დადასტურდა, რომ ფარაონ ტუტანხამონის დედა მისი მამის, ეხნატონის და იყო, ანუ ფარაონი ინცესტის შედეგად იშვა.ახლა საინტერესოა, თუ რომელია ეხნატონის და:მერიტამონი, ხენუტანები, ისიდა, ნებეტა თუ ბაკეტატონი? ამჟამად ამ დედოფლებზე არსებული ბიოგრაფიულ ცნობებზე დაყრდნობით, ჩანს, რომ ბაკეტატონი ყველაზე შესაძლო კანდიდატია.ამენჰოტებ III-ის და დედოფალ თიას უმცროსი ქალიშვილი დედის გარდაცვალებამდე თებეში იყო.ამიტომაც, ის ფაქტი, რომ მისი მუმია დედოფალ თიას სამარხში, კოდით KV35 იპოვეს, მრავლისმთქმელია.სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ გოგონა ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა და დედის გვერდით დაკრძალეს.


ვინ იყო პირველი ქალი ფარაონი?


ნიტოკრისი


ორი ბანოვანი - ნიტოკრისი და ნეფრუსობეკი დედოფლის ტიტულს ერთმანეთს დღემდე ეცილებიან. ეგვიპტელი ქურუმ მანეთონის (ძვ.წ.IIIს. ), ძველი ეგვიპტის ყველაზე ვრცელი და დეტალური ისტორიის ავტორის გადმოცემით, VI დინასტიის უკანასკნელი მმართველი ყოფილა ქალი ფარაონი, სახელად ნიტოკრისი.მანეთონი თავის მატიანეში ნიტოკრისს ასე ახასიათებს:"ეპოქის ყველაზე მამაც და ულამაზეს ბანოვანს ვარდისფერი ღაწვები და უნაზესი კანი გაცილებით მიმზიდველს ხდიდა." ავტორი ამ ფარაონ ქალს მენკაურას პირამიდის მშენებელად მოიხსენიებს.მიუხედავად ამისა, საიმედო წერილობითი წყაროების სიმწირის გამო, ეგვიპტოლოგები თვლიან, რომ საქმე უფრო მითურ პერსონაჟთან გვაქვს.სამაგიეროდ, ნეფერუსობეკი შეტანილია საკარასა და აბიდოსის მეფეთა ნუსხაში. ეს ბანოვანი ძვ.წ XVIII საუკუნეში ფარაონ ამენჰოტებ III-ისა და ეგვიპტის შუა სამეფოს უკანასკნელი ქალი - ფარაონის შვილი გახლდათ.

0
154
3-ს მოსწონს
ავტორი:ლიკუნა კიღურაძე
ლიკუნა კიღურაძე
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0