x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დიდ ბრიტანეთში ინტერნეტ აუქციონზე რუსი, 20 წლის გოგონა ჰყიდის ქალიშვილობას პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლისათვის

image


დიდ ბრიტანეთში ინტერნეტ აუქციონზე რუსი, 20 წლის გოგონა აუქციონზე ჰყიდის ქალიშვილობას პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლისათვის.

როგორც წყარო იუწყება გოგონამ ერთერთ ბრიტანულ "ესკორტ–მომსახურების" საიტზე მოაწყო ქალიშვილობის გაყიდვის აუქციონი, სასტარტო ფასმა შეადგინა 130500 ფუნტი სტერლინგი (რაც დაახლოებით 11 მილიონი რუბლია).
პრესაში გოგონას არიანას უწოდებენ, მაგრამ როგორც ჩანს ის თავის ნამდვილ სახელს მალავს და არჩევს საიდუმლოდ დარჩეს.
როგორც ახალგაზრდა რუსი გოგონა აღიარებს, მისმა მშობლებმა მისი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი არ იციან, შესაბამისად არ იციან აუქციონზე გატანილი ლოტის შესახებ.
გოგონას სიტყვებით ეს ნაბიჯი მან გადადგა, რათა მიეღო თანხა უცხოურ პრესტიჟულ უნივერსიტეტში განათლების მისაღებად. არიანას თქმით ამ ნაბიჯის გადადგმამდე მან ბევრი სხვა ხერხიც სცადა თანხის მისაღებად, თუმცა უშედეგოდ და სწორედ ამან გადააწყვეტინა გაეყიდა ქალიშვილობა ინტერნეტ აუქციონის დახმარებით.
"მე მინდა გადავიდე საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში და შევისწავლო მედიცინა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ვიცი რომ სწავლა პრესტიჟულ უნივერსიტეტში ძალიან ძვირი ჯდება, ისევე როგორც ცხოვრება უცხოეთში"–განუცხადა გოგონამ ჟურნალისტებს.
მე ვიცი უცხო ქვეყანაში შემექმნება ფინანსური პრობლემები, ამიტომაც ვცდილობ გაყიდული ქალიშვილობის საკომპენსაციოდ აღებული ფულით ვისწავლო და ვიცხოვრო ნორმალურად.
არიანამ აღნიშნა, რომ ქალიშვილობას მარტო ის არ ყიდის, მასთან ერთად მისი მეგობარი გოგონა ლოლიტა ცდილობსს გაყიდოს საკუთარი უმანკოება, რომელმაც ანალოგიური ფასი დაადო საკუთარ ქალწულობას.
არიანას თქმით ის დამოუკიდებელი ქალია და დარწმუნებულია თავისი ქმედების სისწორეში, ხოლო ქალიშვილობის გაყიდვა მისი პირადი საქმეა და მისი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა.
image
1. როგორ ფიქრობთ აქ რასთან გვაქვს საქმე–დიდ სიყვარულთან თუ ფულის "სიყვარულთან"?

2. როგორ ყიდდა ბელორუსი გოგო ახალ ფეხსაცმელს სოციალური ქსელის დახმარებით.

0
335
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0