x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
დღეები შენი

image
ყოველთვის ღმერთს ბედნიერ დღეებს შეთხოვ და არ აქვს მნიშვნელობა რამდენს, თანახმა ხარ თუნდაც ორი დღე გქონდეს, მაგრამ გინდა ის ისეთი იყოს, თვალებს რომ ხუჭავ და მხოლოდ მაშინ რომ ხდება ასრულებადი.თხოვნიდან რამდნეიმე საათში გავიწყდება ეს ყველაფერი და ფიქრსა თ უ ოცნებაში იმდენ რამეს გეგმავ და ნატრობ შენი "ნათხოვი" ორი დღე რომ არ გეყოფა.ჩემი მთავარი პრობლემაც ესაა, ესაა მიზეზი ყველა იმ უიმედობის, სასოწარკვეთის და ერთფეროვნების რომელშიც საკუთარ თავს თვითონვე ვამყოფებ. მაშინ როცა მოდის შენთან რაღაც ახალი, ყოველთვის უნდა მიიღო, სიახლეს ყოველთვის აქვს აზრი. ის ყოველთვის ტოვებს კვალს, მნიშვნელოვანს და სამაგალითოს.
ყოველთვის უნდა ეცადო გაათბო ცივი ურთიერთობები, გააღიმო საკუთარი თავი, დაანახო ეს ღიმილი სხვას, გაათბო ხელის გული შენი -მისი. უნდა უყურო ფერებს და ყველა ფერში შენი ყოველი დღე დაინახო, ასე შეძლებ განასხვაო კარგი და ცუდი დღეები...ყოველთვის უნდა იცხოვრო მოულოდნელი სიხარულისთვის და იმაზე უკეთესი დღეებისთის ვიდრე აქამდე გათენებულა.

image

0
57
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0