x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მარკეტინგის როლი ბიზნესში

რა ხდის ბიზნესს პოპულარულსა და ნაყოფიერს? დიდწილად ეს მომხამრებელზეა დამოკიდებული. დღესდღეობით ბიზნესთა უმრავლესობა უშუალოდ მარკეტინგის კონცეფციით ხელმძღვანელობს, რაც გულისხმობს მიზნობრივი ბაზრების მოთხოვნილებების განსაზღვრასა და დაკმაყოფილებას კონკურენტებთან შედარებით. უშეუალოდ მარკეტინგის კონცეფციის არსს ამერიკელები ხშირად ხატოვნადაც განმარტავენ - "აწარმოე ის რაც შეგიძლია გაყიდო, იმის ნაცვლად, რომ ეცადო გაყიდო ის რაც შეგიძლია აწარმოო", "გიყვარდეთ კლიენტი და არა საქონელი", კლიენტი ყოველთვის მართალია", "გამოძებნე მომხმარებელი და დააკმაყოფილე იგი".
მარკეტოლოგებმა მრავალი დაკვირვების შედეგად შეიმუშავეს ბიზნესის ეფექტურობის ასამაღლებელი მეთოდები მომხმარებლის ინტერესის გაძლიერების ხარჯზე. მათგან ყველაზე გამორჩეულია ბაზრის სეგმენტაცია-პოზიციონირების სქემა . მოგეხსენებათ ბიზნსის სფერო მრავალფეროვანია და შეუძლებელია ყველას ერთი მოდელი მივუსადაგოთ. ეს სქემა ეხება უფრო მეტად დაყოფად ბიზნესებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს არადიფერენცირებად ბიზნესებში მის გამოყენებას.
სეგმენტაცია-პოზიციონირების სქემის პირველი ნაბიჯია - ბაზრის სეგმენტაცია, რაც გულისხმობს მომხმარებლის დიფერენციერბას საერთო მოთხოვნების მიხედვით, მაგალითად დიაბეტური პორდუქციის მომხმარებლები, სამარხვო პორდუქტის მომხარებლები და სხვა. მეორე საფეხურზე ხდება - მიზნობრივი ბაზრის შერჩევა- მისი პროდუქტულობის შეფასება და ბოლოს - ბაზარზე პოზიციონირება, რაც გულისხმობს მომხმარებლის გონებაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას.
ბაზრის სეგმენტაცია ხდება ხუთი ძირითადი კრიტერიუმით, ესენია: გეოგრაფიული - საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი, ქვეყანა და ა.შ, დემოგრაფიული - ასაკი სქესი, ეროვნება, რელიგია და ა.შ. ფსიქოგრაფიული- პიროვნული მახასიათებლები, ცხოვრების სტილი, სოციალური კლასი. ქცევის მიხედვით- მოხმარების სიხშირე, ერთგულება ქცევისადმი. მაგალითად მოწევა. და ბოლო - სიტუაციური - შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით.
შერჩეული სეგმენტები მით უფრო ეფექტურია რაც უფრო: ადვილად გაზმოვადი, ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი, დიფერენცირებადი და განხორციელებადია იგი.
პოზიციონირება ბოლო და ყველაზე მნიშვნელლოვანი საფეხურია მარკეტინგში, რაც გულისხმობს სარეკლამო კამპანიის წარმართვას მომხმარებლის თავისა და გულისკენ. პოზიციონირების საუკეთესო გზაა რეკლამა თავისი ორიგინალურობით, დახვეწლობითა და გამოკვეთილი სლოგანით. როგორც ვენს პაკარდი იტყოდა რეკლამა არის " ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში".სურათი

0
289
შეფასება არ არის
ავტორი:გვანცა ვარდიშვილი
გვანცა ვარდიშვილი
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0