x
მეტი
  • 18.02.2018
  • სტატია:74247
  • ვიდეო:327102
  • სურათი:430482
როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ლიფტი ჩაწყდა

სამწუხაროდ არავინ არ ვართ დაზღვეული მოულოდნელი ექსტრემალური სიტუაციისგან, თუმცა თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ, ნამდვილად შეძლებთ დროული და სწორი ქმედების შედეგად მოულოდნელად ჩამწყდარ ლიფტში გადარჩეთ ცოცხალი და მიიღოთ მინიმალური ტრავმები.


image


როგორ მოვიქცეთ და რა არ მოვიმოქმედოთ ლიფტის უცაბედი ჩაწყვეტისას ლიფტში ყოფნის მომენტში?


ბევრისგან გსმენიად ალბათ, რომ ლიფტის მიწაზე დაცემის მომენტში უნდა ახტეთ. არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ასე, რადგან თქვენ არც გამოცდილი კალათბურთელი ხართ და არც იმის პროგნოზირება შეგიძლიათ, როდის უნდა მოხდეს ლიფტის მიწაზე დაცემა, თქვენი ახტომა თქვენივე უამრავი ტრავმით დასრულდება. Discovery-ზე მრავალჯერ დაამტკიცეს ეს ფაქტი, რომ ახტომა უარესია...



ასევე ფეხზე დგომაც არ არის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ამ დროს თქვენს ფეხებს თქვენს სხეულზე 10-ჯერ მეტი წონის ზეწოლა მოუწევს, რაც სერიოზული ტრავმებით დასრულდება.



როგორც კი იგრძნობთ ლიფტის ვარდნას, ყველაზე ხელსაყრელია ზურგზე დაწვეთ ძირს მთელი ლიფტის სიგრძეზე (სიგანეზე). ამ დროს დარტყმა თანაბრად ნაწილდება მთელს სხეულზე და ტრავმაც მინიმალურია. თუ კი ლიფტში მარტო არ ხართ და დაწოლა ვერ ხერხდება, დაჯექით ან ჩაიკუზეთ მუხლებმოხრილ პოზიციაში, რადგან ამ დროს თქვენს ჩონჩხზე (ძვლებზე) ნაკლები ზეწოლა იქნება დარტყმისგან, ვიდრე ფეხზე დგომის შემთხვევაში და ასევე ნაკლები ტრავმებით დასრულდება ვარდნა.




10
7261
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
7261
  
8 იანვარი, 12:51
აბა ჭკვიანებო ახსენით როცა ლიფტიც და ადამიანიც თავისუფალ ვარდნაშია როგორ მოახერხებს დაწოლას.
2016, 18 ნოემბერი, 15:14
ვინც სხარტად და დაბნევის გარეშე აზროვნებს, კი ეცოდინება რა უნდა ქნას და ვინც არა და გეთანხმებით, გაფიქრებას ვერ მოასწრებს. ყოველი შემთხვევისთვის- დატესტილი რჩევებია და მოგვიწოდებენ ვიცოდეთ.
2016, 18 ნოემბერი, 13:25
მაგარი რჩევაა ლიფტი მოწყდეს და ვის გაახსენდება დაწოლა და ჩაკუზვა ამის გაფიქრებასაც ვერ მოასწრებს ადამიანი !!!
2016, 17 ნოემბერი, 0:12
:))))) წარმოვიდგინე :))) წლების წინ 25 აპრილს ძლიერი მიძისძვრა რომ იყო საქართველოში კი გემახსოვრება, ხოდა მე-9 სართულზე ვცხოვრობდი (მშობლების ოჯახში გათხოვებამდე), ძლიერი ბიძგების დროს ჩემი რძალი საპირფარეშოში იყო და ჩახდილი გამოვარდა :)))
2016, 17 ნოემბერი, 0:05
ამიტომაც ვამბობ, მეზობლის სახლს ხანძარი გაუჩნდა და მისი ბელორუსი რძალი ტრუსისამარა გადმოხტა ფანჯრიდან, ნინიმ "შეფუთა" ხალათით დროზე.
:))))))))
2016, 16 ნოემბერი, 23:57
:))))) ლოგიკურია :) თავის გადარჩენის დროს ვიღა ფიქრობს სირცხვილზე :))
2016, 16 ნოემბერი, 23:54
დაწექით ზურგზე და ფეხები აიშვირეთ მაღლა–თუ მარტო ხართ ან შარვალი თუ გაცვიათ. :))))
2016, 16 ნოემბერი, 23:23
არის ლიფტები, რომელთა ფართობი ძალიან ნორმალურია, მე თვითონ სადაც გავიზარდე იმ კორპუსში დიდი ზომის ლიფტია- სამგზავრო, სადაც წამოწოლაც კი შეიძლება, თუმცა გეთანხმები, დღევანდელი თანამედროვე ლიფტები ყველა მომცროა და იქ ვერ დაწვები, სწორედ ამიტომ წერია, რომ ფართობის არ ქონის შემთხვევაში მუხლებმოხრილ პოზიციაში უნდა ჩაიკუზოთ, რაც დარტყმის სიმძლავრეს ვარდნის დროს ანელებს.
2016, 16 ნოემბერი, 22:25
სატვირთო ლიფტი არ არის კორპუსებში , შესანამისად სიგრძეზე ვერ დაწვები
2016, 16 ნოემბერი, 12:40
მართალია და მთლიანად ვეთანხმები.
მსხვილი კალიბრის სნაიპერული შაშხანიდან სროლაც ამიტომაა მიზანშეწონილი დაწოლილი მდგომარეობიდან მოხდეს, იარაღის უკუცემის ძალა მარტო მხარზე არ წამოვა, არამედ მთელ სხეულზე გადანაწილდება.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10