x
image
natia.a
5 "აკრძალვა" 40-ს გადაცილებული ქალბატონების გარდერობში - გაითვალისწინეთ და იყავით მომხიბვლელნი!
image
40 წელი ის ასაკი არ არის, როცა ქალმა გაახალგაზრდავება უნდა დაიწყოს. ამის გაკეთება არც ერთ ასაკში არ არის რეკომენდებული, რადგან ყველა ასაკი თავისებურად მშვენიერია! ამიტომ საჭიროა უბრალოდ იპოვოთ თქვენი სტილი და მიჰყვეთ მას. ცხადია, ყველა ასაკის ქალისთვის სასურველია მოდურად გამოიყურებოდეს. მაგრამ თუ თქვენ 40-მა მოგიკაკუნათ და გსურთ ისევ მშვენივრად, თან სტილურად გამოიყურებოდეთ, გაეცანით ქვემოთ მოცემულ რჩევებს - 5 აკრძალვას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს გარდერობში ჰარმონია შეიტანოთ.


მინი სიგრძე


image
ხშირად 40-ს გადაცილებული ქალბატონები იცმევენ მინი ქვედაბოლოებსა და კაბებს მ მიზნით, რომ მამაკაცთა ყურადღება მიიპყრონ და ფეხების სილამაზის დემონსტრირება მოახდინონ. თუმცა ჯერ კიდევ კოკო შანელი - სილამაზისა და სტილის უკვდავი ექსპერტი - ამტკიცებდა, რომ მუხლი ქალის სხეულის ყველაზე ულამაზო ნაწილია, რომელიც უმჯობესია დაფარული იყოს. წამყვანი სტილისტები მას ეთანხმებიან: მაშინაც კი, თუ თქვენი ფეხები იდეალური ფორმისაა და ცელულიტის არანაირი კვალი არ ატყვია, უმჯობესია უარი თქვათ მაცდუნებელ მინი სიგრძეზე და აირჩიოთ დახვეწილი სიგრძე - მუხლის ოდნავ დაბლა.

მოტკეცილი სამოსი
image

მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ შესანიშნავად გამოიყურებით მოტკეცილ სამოსში, გარდერობის ეს დეტალი თქვენი ასაკის ქალბატონისთვის აკრძალულთა რიცხვში იმყოფება - იგი ძალიან ვულგარულად გამოიყურება ელეგანტური ასაკის ქალბატონებზე. არის ერთადერთი გამონაკლისი: დასაშვებია ამ სტილის საღამოს ან კოქტეილის კაბის ჩაცმა. ყველა სხვა შემთხვევაში უნდა დაემშვიდობოთ ლეგინსებს, მოტკეცილ ბლუზებს, მოტკეცილ ჯინსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი გამოკვეთილობა გააფუჭებს თქვენი მშვენიერი ბუნების მიერ დატოვებულ შთაბეჭდილებას. თუ მაინცდამაინც ძალიან გსურთ მოხდენილი სილუეტის ხაზგასმა, აირჩიეთ კლასიკური მომდგარი ჯინსები და ტოპები, რომლებზეც ჟაკეტს ან კარდიგანს მოიცმევთ და წელზე დახვეწილი ქამრით გამოკვეთთ.

მკვეთრი ფერები და მულტფილმების პრინტები

image


იმისათვის, რომ გარშემომყოფებმა არ მიგიღონ ისეთ ქალბატონად, რომელიც ყველანაირად ცდილობს გაახალგაზრდავებას, უმჯობესია უარი თქვათ მყვირალა ფერებზე: ლიმონისფერ-ყვითელზე, სალათისფერზე, მკვეთრ ვარდიფერზე და ა.შ. უპირატესობა მიანიჭეთ ჩალიფერ-კრემისფერ გამას მარგალიტის ელფერით, პასტელის ტონებს. თუ მაინც არ შეგიძლიათ მკვეთრ ფერებზე უარის თქმა, ეცადეთ იპოვოთ კომპრომისული გადაწყვეტილება. მაგალითად, შეუხამეთ მკვეთრი ფერის ტოპი მშვიდი ფერის ჟაკეტსა და ქვედაბოლოს.

აბსოლუტურ ტაბუს წარმოადგენს მულტფილმების პრინტები და აპლიკაციები მაისურებზე, რაც უკიდურესაც ალოგიკურად, უცნაურად და შეუსაბამოდ გამოიყურება.

დიდი რაოდენობით სამკაული


image


ხშირად 40 წელს გადაბიჯებულ ქალბატონებზე შეიმჩნევა მკვეთრი, მბრწყინავი ან სულაც რეზნისა თუ პლასტიკური მასალისგან დამზადებული იაფი სამკაულები. მართალია, ისინი ყურადღებას იქცევს, მაგრამ უკიდურესაც უადგილოდ და ვულგარულად გამოიყურება. უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ ამგვარ სამკაულებზე, ვიდრე საახალწლო ნაძვის ხეს დაემგვანოთ. თუ მაინცდამაინც ბიჟუტერიას ირჩევთ, იგი ძვირფასად მაინც უნდა გამოიყურებოდეს და საიუველირო ნაკეთობას ჰგავდეს. მთავარი პრონციპი კი მაინც არის "რაც ნაკლები, მით უკეთესი".

ღრმა დეკოლტე

image

ზედმეტად მოღებული მკერდი, 40 წელს გადაბიჯებული ქალბატონებისთვის არც თუ ისე კარგი არჩევანია. თუ ახალგაზრდა გოგონებზე მოშოშვლებული დეკოლტე ნორმალურად გამოიყურება, ელეგანტური ასაკის ქალბატონებისთვის ეს ზედმეტად გამომწვევი და ვულგარულია. თუ მაინცდამაინც გსურთ მკერდის ჩახსნა, უმჯობესია აირჩიოთ დამდგარი საყელოს მქონე ტანსაცმელი და ქვეშ ელეგანტური დეკორით.

არ არსებობს ერთი სტილი, რომელიც ორმოც წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის ერთმნიშვნელოვნად გამოსადეგია. თუმცა ზემომოცემული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რას უნდა მოერიდოთ, ყველასათვის გასათვალისწინებელია.
ელეგანტურობა, ლაკონურობა, უბრალოება - ეს არის ის ძირითადი ცნებები, რომლებსაც უნდა დაეყრდნოთ ახალი, იდეალური გარდერობის შექმნისას.

იხილეთ ასევე:


1. 6 მარტივი ხერხი იმისათვის, რომ უფრო მაღალი და გამხდარი გამოჩნდეთ


2. რატომ აქვს ქალის და მამაკაცის პერანგებს ღილები სხვადასხვა მხარეს

3. 8 რამ, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ ქალის მაკიაჟში

4. 5 რამ, რაც ფეხსაცმლის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ

5. ქალის 9 ვარცხნილობა, რომელიც მამაკაცებს ყველაზე მეტად მოსწონთ

6. 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ჩაცმულობა პროვინციულია

7. როგორ "მოვარჯულოთ" ფეხსაცმელი, რომელიც გვიჭერს - 5 გამოცდილი მეთოდი

8. ქალის 10 უხერხული სამოსი, რომელიც მამაკაცებს სექსუალურად მიაჩნიათ

9. რომელ თითზე და როგორ ვატაროთ სწორად ბეჭედი

10. ქალის 10 მოდური ტანსაცმელი, რომელსაც მამაკაცები ვერ იტანენ

11. ვარცხნილობები, რომლებიც აახალგაზრდავებს





0
8052
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8052
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0