x
image
natia.a
როგორ ვუმკურნალოთ ჩაზრდილ ფრჩხილს სახლის პირობებში - ეს მარტივია!
image

ფეხზე ფრჩხილის ჩაზრდა ერთდროულად მტკივნეული, უსიამოვნო და ულამაზოა. სიარულისას გამუდმებული ტკივილი ერთი მხრივ დამთრგუნველია, მეორე მხრივ კი სერიოზულ უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მივიდეს. ამიტომ ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.

ფრჩხილის ჩაზრდა შეიძლება ნებისმიერ თითზე მოხდეს, თუმცა განსაკუთრებით ხშირად აღნიშნული პრობლემა ცერა თითზე ფიქსირდება.
image

ფეხზე ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს:


მოუხერხებელი ფეხსაცმელი


image

ზედმეტად მოჭერილი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეიძლება ფრჩხლის ჩაზრდის მიზეზი გახდეს: ზეწოლის შედეგად ფრჩხილი იწყებს კანში შესვლას და არასწორი მიმართულებით ზრდას.

ფრჩხილების არასწორი დაჭრა

ხელის ფრჩხილებისგან განსხვავებით, რომლებსაც ოვალური ფორმით ჭრიან, ფეხზე ფრჩხილის მოჭრა უმჯობესია ჰორიზონტალურად, გამოკვეთილი ნაწილის დატოვების გარეშე. განსაკუთრებით ზამთარში, როცა დახურული, მომდგარი ფეხსაცმელი გვაცვია, რომელმაც შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ფრჩხილზე და მისი არასწორი ჩაზრდა გამოიწვიოს.

ჭრილობა

თუ ფეხი რაიმეს დაარტყით და ფრჩხილის ნაწილი კანში შეგერჭოთ, ამ შემთხვევაშიც არ სებობს ფრჩხილის ჩაზრდის საფრთხე.

დიაბეტი, ბრტყელტერფიანობა, სოკო

ფრჩხილის ჩაზრდის პრობლემა ხშირია დიაბეტის მქონე ადამიანებთან. ისინი შედარებით ნაკლებ მგრძნობიარენი არიან ფეხის არეში ტკივილის მიმართ, ამიტომ აღნიშნული საკითხის მიმართ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყონ. უმცირესმა ჭრილობამაც კი შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას.

ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზი შეიძლება ასევე იყოს ბრტყელტერფიანობა და ფრჩხილის სოკოვანი დაავადება, რომლის მკურნალობა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

როგორ მივხვდეთ, რომ ფრჩხილი გვაქვს ჩაზრდილი?

"საბედნიეროდ" ჩაზრდილი ფრჩხილის იგნორირება არ გამოგივათ. მისი სიმპტომების ვერ შემჩნევა შეუძლებელია:


- ფრჩხილის ქვეშ ტკივილი
- გაწითლებული და შეშუპებული თითი
- ზოგჯერ ჭრილობიდან გამოსული ჩირქი და სისხლი.

image

არსებობს რამდენიმე ხერხი იმისა, რომ ფრჩხილის ჩაზრდა შევაჩეროთ მანამ, სანამ სიტუაცია კრიტიკული გახდება. სახლის პირობებში ამგვარი მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ პრობლემის საწყის ეტაპზე, ანუ უსიამოვნო შეგრძნების გაჩენისთანავე, სანამ ტკივილი და, განსაკუთრებით ჩირქდენა დაიწყება ანუ მანამ, სანამ გაჩნდება ინფექციის განვითარების საფრთხე. ხოლო თუ ჩაზრდა საკმაოდ შორს არის წასული, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

მაშ, რა ხერხებით შეგვიძლია ვუმკურნალოთ ფრჩხილის ჩაზრდას სახლის პირობებში?


აბაზანები



image

ცხელი აბაზანები სუფრის მარილით. მარილი წარმოადგენს ჰიპერტონიული ნარევის საფუძველს და კარგად გამოაქვს ჩირქი რბილი ქსოვილებიდან. ცხელი წყალი (45-50 გრადუსი) ხელს უწყობს ანთებით ადგილზე სისხლის მიწოდებას და იმუნური უჯრედების გაძლიერებულ მუშაობას.

აბაზანები ბალახეული ნაყენით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ამისათვის ცხელ წყალში შესაძლებელია დავამატოთ წინასწარ კონცენტრირებული სახით მომზადებული ბალახების ნაყენი. ამგვარ ბალახებს მიეკუთვნება სალბი, გვირილა, კრაზანა, ათასფურცელა და სხვა ცნნობილი ბალახები. 6-7 ს.კ. გამხმარ ფოთლებს ასხამენ 1 ლ. მდუღარე წყალს და აყენებენ 30 წთ-ით. მიღებულ ნაყენს ასხამენ ცხელი წყლით სავსე ტაშტში.

ჩაზრდილი ფრჩხილის ხალხური მეთოდებთ მკურნალობის პარალელურად რეკომენდებულია კომპრესების გამოყენებაც.


კომპრესები

ცხელი აბაზანის მიღების შემდეგ, ჩაზრდის ადგილზე, მთელი დღის მანძილზე შეიძლება დაიდოთ ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი საშუალებები.

ალოეს ფოთლების ფაფა. ამისათვის, საჭიროა ალოეს ფოთოლს მოვაჭრათ ეკლიანი კიდეები, მოვაცალოთ კანი და ფოთოლი ჩანგლით დავსრისოთ ფაფისებური მასის მიღებამდე. მცირე რაოდენობით მიღებული მასა გადავიტანოთ მარლის ტამპონზე და პოლიეთილენის პარკთან ერთად დავიდოთ დაზიანებულ ადგილზე. უმჯობესია, თუ ამგვარ ტამპონებს დღეში 2-3-ჯერ გავიკეთებთ.

მოვხარშოთ ნაზავი, რომელიც შედგება 1 თავი ხახვის, 2-3 კბილი ნივრის, 2-3 ალოეს ფოთლის, 1 ს.კ. გადამდნარი კარაქისა ანუ ღორის ქონის, და 1. ჩ.კ. ცვილისგან. ყველა პროდუქტი წინასწარ გავხეხოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მალამო უნდა დავიდოთ ჩაზრდილ ფრჩხილზე თბილი სახით, დღე-ღამეში ერთხელ. ზემოდან შემოვიხვიოთ პოლიეთილენის პარკი და ჩავიცვათ თბილი წინდები.

დავნაყოთ მრავალძარღვა, შევურიოთ გადამდნარ ღორის ან ცხვრის სალას. მიღებული მალამო დავიდოთ თითზე, ზემოდან შემოვიხვიოთ პარკი და ამოვიცვათ თბილი წინდები. მრავალძარღვას საფენი გამოვცვალოთ დღეში რამდენჯერმე.

გლიცერინი და ძმრის ესენცია ერთმანეთს შევურიოთ პროპორციით 1:1 და ჩავიდოთ ფრჩხილის ჩაზრდის ადგილზე. ზემოდან დავიდოთ მარლის ტამპონი და ამოვიცვათ თბილი წინდა.
image



აღნიშნული პროცედურების შემდეგ, როგორც კი ტკივილი ჩაცხრება, აუცილებელია ფრჩხილის მოჭრა. ხოლო იმისათვის, რომ ფრჩხილი გაიზარდოს სწორი მიმართულებით და აღარ ჩაიზარდოს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა პროცედურის შემდეგ, ფრჩხილის კიდის ქვეშ უნდა ჩავიდოთ ძალიან პატარა, ნებისმიერი სახის ცხიმში (შეიძლება უბრალოდ ზეთში) დასველებული ბამბის ტამპონი. ტამპონი უნდა დაიდოს ისე, რომ ფრჩხილსა და რბილ ქსოვილს შორის დარჩეს გარკვეული სივრცე. ეს საშუალებას მისცემს ფრჩხილს სწრი მიმართულებით გაიზარდოს.


image


2
5690
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5690
  
2016, 15 ნოემბერი, 19:56
პრობლემა, რომელიც ხშირად მაწუხებს, ოპერაციაც კი მაქვს გაკეთებული, გენეტიკური ფაქტორიცაა დედას ბებიისგან ჰქონდა, მე ალბათ დედისგან, დავიტანჯე, :(( კომფორტულ ფეხსაცმელსაც მოვიხმარ, პედიკურსაც მიკეთებს სპეციალისტი, მაგრამ მაინც სულ მაქვს ეს პრობლემა :((
2016, 15 ნოემბერი, 12:12
ძალიან საინტერესოა!!!!
0 1 2