x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქართველი ქორეოგრაფი , რომელიც თბილისიდან ჩადის ჯავახეთში და ცეკვას ასწავლის...
დღესდღეობით ბევრი ისეთი გამორჩეული ადამიანი არსებობს,

რომელთა საქმიანობაც მისაბაძია და თან საკვირველი, თუმცა ამის

შესახებ საზოგადოების მცირე ნაწილისთვისაა ცნობილი.

მისაბაძი, რადგან მათგან ბევრის სწავლა შეიძლება.


საკვირველი კი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველას არ შეუძლია.


ასეთი გამორჩეული ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება გიორგი მეტრეველი. გიორგი ის ქორეოგრაფია, რომელიც ყოველ კვირა

თბილისიდან ჯავახეთში მიდის და ადგილობრივ ბავშვებს ცეკვას ასწავლის.


image

გიორგის საქმიანობა ერთი შეხედვით რთული და ძალიან საინტერესო საქმიანობაა. თუმცა არა მხოლოდ ეს ორი დეტალი...

ეს გულისხმობს ძალიან დიდი წვლილის შეტანას ჯავახეთის რეალობაში, კულტურის განვითარებაში...აქ ძირითადად ეთნიკური

უმცირესობები სახლობენ და შესაბამისად ნებისმიერი აქტივობა თუ

ჩვენი მხრიდან ჩატარებული ღონისძიება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მითუმეტეს ასეთი... რომ არ დაივიწყონ საქართველო,

რომ არ დაგვივიწყონ...რომ ყოველთვის ისმოდეს ჩვენს მიწაზე ქართული სიტყვა, ქართული მუსიკა.


image

გიორგი, როგორც ვიცი, კვირაში სამი დღე ჯავახეთის სტუმარია და დაუღალავად ემსახურება ამ დიდ საქმეს. გზის სირთულის, სიშორის და სხვა ბევრი წვრილმანი პრობლემის არსებობის მიუხედავად წლებია ამ საქმეს ემსახურება და ამას ჯავახეთის უსაზღვრო სიყვარულით აკეთებს.


უცნაურია ჯავახეთი... თუ ერთხელ იხილე ის თავს არასოდეს დაგავიწყებს. დაუვიწყარი და საოცარია.


image

P.S. გიორგი ახალქალაქის ტაძარში სტიქაროსანიცაა..იმ ტაძარში, რომლის შესახებაც მინდა ერთხელ აუცილებლად დავწერო, რომ ბევრმა შეიტყოს.

გიორგის ვუსურვებ წარმატებებს და ბევრ საინტერესო მომენტს ჯავახურ ცხოვრებაში.









0
374
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0