x
image
Lerato
თითოეული თითი ჩვენი სხეულის ორ ორგანოსთანაა დაკავშირებული. მკურნალობის 5 წუთიანი იაპონური მეთოდი

imageროგორც იაპონელები ამტკიცებენ, ხელის თითები დაკავშირებულია შინაგან ორგანოებთან. ამ მეთოდის წყალობით უკვე 5 წუთის შემდეგ გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს. იგულისხმება რომ, თუ თითების მასაჟს 3-5 წუთის მანძილზე გაიკეთებთ, ამით პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენთ თქვენი ორგანიზმის გარკვეულ ორგანოებზე სურათზე მოცემული სქემის თანახმად. ამასთან, აღნიშნული პროცესის დროს მნიშვნელოვანია ღრმად ისუნთქოთ, მასაჟი ორივე ხელზე უნდა ჩაიტაროთ. მთელს ამ პროცედურაზე დაახლოებით 3 წუთი დაგეხარჯებათ.


კონკრეტულად რომელ ორგანოებზეა პასუხისმგებელი თითოეული თითი:

ცერა თითი

ორგანოები: ელენთა და კუჭი
ემოციები: დეპრესია და შფოთვა
სიმპტომები: თავის ტკივილები, კანთან დაკავშირებული პრობლემები, ნევროზი, ტკივილი მუცლის არეში

საჩვენებელი თითი

ორგანოები: თირკმელები და შარდის ბუშტი
ემოციები: არეული გონება, უკმაყოფილება, შიში
სიმპტომები: კბილის ტკივილი, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, კუნთებისა და ზურგის ტკივილი

შუა თითი

ორგანოები: ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი
ემოციები: გაღიზიანება, მრისხანება, გაურკვევლობა
სიმპტომები: სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, თავის ტკივილი (განსაკუთრებით შუბლის არეში), დაღლილობა, მენსტრუალური ტკივილები, შაკიკი

არათითი


ორგანოები: ფილტვები და სწორი ნაწლავი
ემოციები: შიში, პესიმიზმი, მოწყენილობა
სიმპტომები: კანისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები, ასთმა და სხვა რესპირატორული დაავადებები

ნეკა თითი

ორგანოები: გული და ნაწლავები
ემოციები: მღელვარება, ნევროზი, თავდაჯერებულობის ნაკლებობა
სიმპტომები: გულის დაავადებები, საყრდენ–მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ყელის ტკივილი

ასევე დაგაინტერესებთ:


რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ თითებს ასეთ მდგომარეობაში დაიკავებთ


როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგ – ექსპერტთა რჩევები



ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი ინსულტის დროს


თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა – 5 უნიკალური მეთოდი


ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავენ


მეექვსე გრძნობა – მეცნიერები მისი განვითარების 7 მეთოდს გვთავაზობენ


როგორ გავიუმჯობესოთ გენები

1
2683
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2683
  
2016, 15 ნოემბერი, 16:28
"კრუტო"
0 1 1