x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508435
ბალეტი კუბის ქუჩებში (21 ფოტო)

ფოტოგრაფმა, ომარ რობლსმა, ინსტაგრამზე უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა თავისი ბოლო ნამუშევრით, რომელიც კუბის ქუჩებში წარმოდგენილ ბალეტს ასახავს. ომარი აღფრთოვანებულია კუბელებით და მათ მსოფლიოში საუკეთესო მოცეკვავეებად მიიჩნევს.

ფოტოგრაფს დიდიხნის მანძილზე სურდა კუბას წვეოდა, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ, მან ოცნება სპონსორის მეშვეობით განახორციელა და შედეგად, პროექტიც შედგა.
ფოტოგრაფმა გადაღება შუა ქუჩაში გამართა და ამით ფოტოსესიას განსაკუთრებული ხიბლი და არაორდინალურობა შესძინა. იგი აღაფრთოვანა კუბელებთან მუშაობამ, რომლებიც საოცარ დამოკიდებულებას გამოხატავენ ცეკვისადმი, მათ თითოეულ მოძრაობაში განუსაზღვრელი ემოცია, ვნება და სიყვარული იგრძნობა. ისინი ბოლომდე თავისუფლები არიან ცეკვაში, რაც კიდევ უფრო მიმზიდველთ ხდის მათ. ფოტოგრაფი მონუსხული დარჩა კუბელი ბალეტის მოცეკვავეებით და ამბობს, რომ მანამდე არასდროს უნახავს მსგავსი ელასტიურობა და მოხდენილობა. კუბელებს სისხლში აქვთ ცეკვისადმი თავდადება და ხასიათის სიმტკიცე, რაც მათ შეუდარებლობას განაპირობებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოცეკვავეებმა საშუალება მისცეს ომარ რობლსს საკუთარი იდეა იმაზე ბევრად უკეთესად განეხორციელებინა, ვიდრე წარმოდგენილი ჰქონდა. საბოლოოდ, შედეგმაც არ დააყოვნა და ფოტოებმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რაშიც თავადაც დარწმუნდებით.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

























0
174
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0