x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაკარგული ბიზნესი, დაკარგული ურთიერთობები...
თაღლითური ფინანსური კომპანიები დღეს საქართველოში მრავლადაა. მათ შორის ყველაზე ცნობილია QNET.image


მასში ჩართულთა რაოდენობა უკვე 30 000 - ზე მეტია, რომლებსაც

სხვადასხვა ნივთების გაყიდვა ევალებათ. როგორიცაა მაგალითად საგზური ან სამკაული...

დღესდღეობით უამრავი დაზარალებულია, რომლებთაც ამაზე ხმამაღალი საუბარი არ სურთ.





სოციალურ ქსელში პერიოდულად ჩნდება ასეთი გაფრთხილება-

განცხადებები: ეს კომპანია არის კლასიკური "პირამიდა", მსგავსმა

პირამიდებმა სხვადასხვა დროს უამრავი ხალხი გააუბედურა.

მოგებაში არიან მხოლოდ ისინი, ვინც ადრეულ ეტაპზე ჩაერთო და

შეძლო სხვების ჩართვა.image

კომპანიაში ახალ ჩართულებს ურჩევენ რომ "შემდეგი" მათი

მეგობრების წრეში ეძებონ რადგან უცხოს დათანხმება უფრო რთულია.

სწორედ ამიტომაა, რომ შემდგომ პერიოდში ეს არის არამარტო

დაკარგული ბიზნესი არამედ დაკარგული ურთიერთობებიც.image

ამ საქმეში ჩასადები ფულის საშოვნელად ადამიანები ყიდიან მანქანებს, ალომბარდებენ ნივთებს... ისინი ცდილობენ უფრო და უფრო

მეტი ადამიანის გადაბირებას...

უამრავი დაზარალებულის არსებობის მიუხედავად ადამიანები

სიფრთხილეს არ იჩენენ და ერთვებიან ამ პროცესში.

თაღლითების გარკვეული ნაწილი უკვე დაიჭირეს, მაგრამ რიგითი

მონაწილეები მაინც დაზარალებულები რჩებიან, რადგან ჩადებულ

თანხას მათ უკან ვერავინ დაუბრუნებს...


P.S. შრომა უფრო დასაფასებელია და შენით მოპოვებული უფრო ძვირფასი... ამიტომ დაუფიქრდი ერო !!!


ისე ასეთი " უცნაური" ორგანიზაციები საქართველოში იმიტომ ამართლებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბევრი გაჭირვებული და ადვილად გამდიდრების იდეით შეპყრობილი კიდევ უფრო მეტი..




0
168
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0