x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სახსრების ტკივილი ყოველთვის ართრიტს ან მიღებულ ტრამვას არ უკავშირდება

image


იცით, თუ არა, რომ დეპრესიულმა მდგომარეობა, მხოლოდ ფსიქიკურ მდგომარეობაზე კი არა, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზეც შეიძლება იმოქმედოს. კერძოდ კი, შეუძლია სახსრების და კუნთების ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.
ჩვენ ხშირად, სახსრების ტკივილს მიღებულ ტრამვას ან ქრონიკულ დაავადებებს, მაგ., ართრიტს ვუკავშირებთ. დიახ, ეს მართალია, უმეტეს შემთხვევაში, სახსრების ტკივილის მიზეზი სწორედ ტრამვა არის, რომელმაც შეიძლება პოდაგრა, ოსტეოართროზი და წითელი მჭამელი (ავტო იმუნური დაავადება) გამოიწვიოს. თუმცა, სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური ტრამვების გარდა, სახსრების ტკივილს ემოციური დარღვევებიც იწვევს. გარდა ამისა, დეპრესიას, შფოთს და სტრესს შეუძლია კიდევ უფრო გააღრმავოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადება და ტკივილით გამოწვეული დისკომფორტი.

სხვადასხვა კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ფსიქიკური დაავადებები — დეპრესია და სხვადასხვა სახის ფობიები, მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის ფისიკურ მდგომარეობაზე. სხეული და გონება ურთიერთკავშირშია — ეს უდავო ფაქტი არის. ამიტომ ნებისმიერი ფსიქიკური დაავადება, შეიძლება ფიზიკურ დაავადებაში გადაიზარდოს. სამწუხაროდ, დეპრესიით გამოწვეული სახსრების ტკივილი მხოლოდ ერთი-ორი დღე კი არა, ხანგრძლივი დროის მანძილზე გრძელდება. დათრგუნული ემოციური მდგომარეობა, ჩვეულებრივ, სახსრების ქრონიკულ ტკივილებს იწვევს, რომელსაც შეიძლება, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც (ყაბზობა და წყლული) ახლდეს.

დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ სტრესმა და დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ქიმიური ბალანსის დარღვევა. თავის ტვინში არის გარკვეული ქიმიური ნივთიერებები, ისეთი, როგორიც «ენდორფინებია»*, რომლებიც ორგანიზმში ტკივილის შეგრძნებას არეგულირებენ. როდესაც ამ ჰორმონების გამომუშავების ზრდა ხდება, ადამიანი ტკივილს ვეღარ გრძნობს, ხოლო კონცენტრაციის შემცირების შემთხვევაში – უფრო მგრძნობიარე ხდება ტკივილისადმი. ამდენად, მოვლენებმა, რომლებიც დეპრესიას და სტრესს იწვევს, შეიძლება ენდორფინების გამომუშავების შემცირება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, ორგანიზში ტკივილის დარეგულირების შესაძლებლობას ამცირებს.

ექსპერტები ადასტურებენ, რომ სტრესის, შფოთის და ფობიების დროს, ორგანიზმში მცირდება სერატონინის ე. წ. «ბედნიერების ჰორმონის» დონე, რომელიც არეგულირებს განწყობას და უზრუნველყობს კეთილდღეობის შეგრძნებას. გარდა ამისა, სერატონინი არის ნეირომედიატორი, რომელიც ზეგავლენას ახდეს ადამიანის მიერ ტკივილის აღქმაზე. ის ტკივილის სიგნალების ბლოკირებასაც ახდენს და ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სერატონინის დეფიციტი, კუნთების და სახსრების ძლიერი ტკივილის შეგრძნებას იწვევს.
დეპრესიით გამოწვეული კუნთების და სახსრების ტკივილის მკურნალობა, შეუძლებელია ისეთი ანტიდეპრესანტის გარეშე, რომელიც ორგანიზმში სერატონინის და სხვა ჰორმონების დონეს არეგულირებს. მაგრამ, მათი გამოყენების წინ, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ტკივილის მიზეზი მართლაც დეპრესია არის.

image

«ენდორფინები»* (ბერძ. ενδογένη) — პოლიპეპტიდური ქიმიური შენაერთების ჯგუფი, რომელიც მოქმედების მიხედვით, ისეთ ქიმიურ შენაერთს ჰგავს, როგორიც მორფინია და ეს ნივთიერება ბუნებრივი გზით გამომუშავდება ჩვენი ტვინის მიერ. აქვს ტკივილის შემცირების ისეთივე ფუნქცია, როგორიც ოპიატებს (ნარკოტიკული ალკალოიდის ოპიუმი. არსებობს ასევე ოპიოიდები — პრეპარატების ჯგუფი, რომელსაც ოპიის მსგავსი ეფექტი აქვს ადამიანის ორგანიზმზე. ოპიოიდებიც ოპიატური რეცეპტორების აგონისტები არიან. როგორც წესი, ხშირად ოპიატებს უწოდებენ ყაყაჩოს ალკალოიდებს, ხოლო ოპიოიდებს — მათ სინთეტიკურ ან ნახევრადსინთეტიკურ ანალოგებს. ოპიადებს მიეკუთვნება როგორც ოპიუმის ბუნებრივი ალკალოიდები, მაგ. მორფინი, კოდეინი, ტებაინი, ნარკოტინი, ასევე მათ ნახევრადსინთეთიკურ ანალოგებს, როგორიცაა ჰეროინი, დეზომორფინი და სხვა) და მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე.
ენდორფინების დიდმა რაოდენობა შეილება ადამიანის ეიფორიული მდგომარეობა გამოიწვიოს. ამის გამო, ამ ჰორმონებს, შეცდომით «ბედნიერების ჰორმონებს» ან «სიხარულის ჰორმონებსაც» ეძახიან. თუმცა, რეალურად, ეიფორია უფრო რთული პროცესია და ამ ჰორმონების ნეირომედიატორებთან ურთიერთქმედების შედეგად ვითარდება, რომლის დროსაც, ენდორფინი ყველაზე მთავარი არ არის. (ვიკიპედია)


მსგავსი თემები:

image

სუიციდი ორგანული დაავადების შედეგი არის, რომლის პროგნოზირებაც შეიძლება

თუ ვერ იძინებთ და ცხვრების თვლაც მოგწყინდათ...

ეს საშინელებაა!!! აი რა მოსდის ტვინს, ძილის წინ, სმარტფონის მოხმარების შემთხვევაში

ვამსხვრევთ მითებს დეპრესიის შესახებ

ფოტოთერაპია (მკურნალობა ფოტოსურათებით) (+ ულამაზესი ფოტოები)

ნევროზით შენიღბული – დაავადება რომლის დიაგნოსტირება რთულია

მრისხანება, შიში, მწუხარება, ეჭვიანობა... რა გავლენას ახდენს უარყოფითი ემოციები ორგანიზმზე

12 დაავადება, რომელთანაც ბრძოლის დროს, კატის ფაქტორი მნიშვნელოვანია

0
2320
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0