x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჯეკი ჩანმა ,,ოსკარი" მიიღო

ჯილდოს მიღების შემდეგ, თავის გამოსვლაში, მთელს მსოფლიოში პოპულარულმა აღმოსავლეთის ბრძოლების დიდოსტატმა აღნიშნა, რომ ხანგრძლივი კინოკარიერის მიუხედავად, ნამდვილად არ ელოდა, ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მიღებას.

image


13 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, Hollywood and Highland Center-ში გამართულ ცერემონიაზე, ჯეკი ჩანს გადაეცა “ოსკარის" საპატიო ჯილდო, კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
62 წლის მასხიობის ანგარიშზე, 100–ზე მეტი კინოროლი, 16 გადღებული ფილმი (რეჟისორის რანგში), და ასევე უამრავი სცენარი და საპროდიუსერო ნამუშევარია. Forbes-ის მონაცემებით, მსახიობი II ადგილზეა, ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის – მისი ჰონორარი, ფილმში მონაწილეობისთვის, 61 მლნ. დოლარს შეადგენს.

ამერიკის კინოაკადემიამ ლაურიატების ვინაობა სექტემბერში დაასახელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი "ლეგენდები და თავიაანთი საქმის ჭეშმარიტი პიონერები არიან". "აკადემიის მმართველი საბჭო სიამაყით აღნიშნავს მათ უჩვეულო მიღწევებს", - ხაზგასმული იყო დოკუმენტში.
აკადემიის სხვა ჯილდოებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, საპატიო ჯილდოზე წარსადგენი, ლაურიატების არჩევა, აკადემიის ყველა წევრის მონაწილეობით არ ხდება – მათ უფრო ვიწრო წრეში, მმართველთა საბჭო ირჩევს. პირველად ამ ჯილდოს გადაცემა, “ოსკარის" ძირითადი ცერემონიის დროს ხდებოდა. თუმცა, შემდეგ ამ ჯილდოს გასაცემად, სპეციალური საღამო დაარსდა.

სხვადასხვა წლებში, საპატიო “ოსკარის" ლაურიატები იყვნენ: ფრედ ასტერი, ლოურენს ოლივიე, სოფი ლორენი, რობერტ რედფორდი, კირკ დუგლასი, პიტერ ო'ტული და ბევრი სხვა სახელოვანი მსახიობი.


image

1
148
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
148
  
2016, 15 ნოემბერი, 0:37
ძალიან ნიჭიერი მსახიობია. დიდხანს სიოცხლეს ვუსურვებ
0 1 1