x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ფოტო, რომელმაც ავტორს პოპულარობა და სიკვდილი ერთდროულად მოუტანა
ისევ ფოტოგრაფიაზე და ფოტოგრაფებზე ვწერ... ამჯერად სტატიას ვუძღვნი ფოტოს, რომელმაც სამყარო შეძრა (ყველა ასე ახსენებს ამ ფოტოს).. უფრო სწორად ამ ფოტოს ავტორს, ადამიანს, რომელიც პროფესიას შეეწირა.. ესაა კევინ კარტერი, რომელიც 1994 წლის ზაფხულში ფოტოგრაფი დიდების მწვერვალზე იყო – პულიცერის პრემია (პულიცერის პრემია (Pulitzer Prize) ამერიკული ჯილდოა და ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზოციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს__ ვიკიპედია) მიენიჭა. არაერთმა ცნობილმა ჟურნალმა შესთავაზა თანამშრომლობა. “ყველა მილოცავს, ერთი სული მაქვს, როდის გნახავთ და ჩემს ჯილდოებს გაჩვენებთ. ეს ყველაზე დიდი აღიარებაა, რაზეც ოცნებასაც ვერ ვბედავდი”, – წერდა კარტერი მშობლებს.

image

კევინ კარტერმა პულიცერის პრემია მიიღო ფოტოსთვის “შიმშილობა სუდანში”. 1993 წლის გაზაფხულზე ფოტოგრაფი სუდანის ერთ-ერთ პატარა სოფელში ჩავიდა იქაურთა უმძიმესი ყოფის აღსაბეჭდავად. შიმშილით დახოცილი ხალხის გადაღებით დაქანცულმა სოფლის დატოვება გადაწყვიტა.
უცებ მინდორში მოკუნტული პატარა გოგონა შენიშნა, რომელიც ჩუმად ტიროდა. ანაზდად ბავშვის ახლოს მტაცებელი ფრინველი დაეშვა. ფრთხილად, რომ ფრინველიარ დაეფრთხო, კარტერმა მარჯვე პოზიცია შეარჩია და ფოტო გადაიღო. ამის შემდეგ კიდევ 20 წუთი ელოდა, რომ ფრინველი ფრთებს გაშლიდა – ეს უფრო შთამბეჭდავი კადრი იქნებოდა! მაგრამ წყეული ფრინველი გაუნძრევლად იჯდა.
ფოტოგრაფმა ხელი გაიქნია და ფრინველი იქაურობას მოაშორა. ამასობაში გოგონამ ძალა მოიკრიბა და გზა გააგრძელა. კარტერი სოფლის პირას ჩამოჯდა დატირილი წასკდა – ძალიან მოუნდა, თავის შვილს ჩახუტებოდა…

image


მეორე დღეს იოჰანესბურგში დაბრუნდა. იმ დროს შიმშილობა სუდანში “მოდური” თემა იყო. “ნიუ-იორკ თაიმსმა” სიხარულით შეიძინა ფოტო და 1993 წლის 23 მაისს გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში რედაქცია გაივსო მკითხველთა წერილებით.ერთადერთი კითხვა აწუხებდათ – რა ბედი ეწია გოგონასო. კარტერმა პასუხი ვერ გასცა…

სწორედ ეს შეკითხვა არ ასვენებდა ფოტოგრაფს..

“ადამიანი, რომელიც აუღელვებლად მოიმარჯვებს ობიექტივს პატარა გოგონას ტანჯვის გადასაღებად, იგივე მტაცებელი ფრინველია, რომელიც ფოტოზეა გამოსახული”, – წერდა ჟურნალი “თაიმი” (ფლორიდა).

27 ივლისის დილას კევინი მშვენიერ გუნებაზე იყო. ნასადილევს ადგილობრივი გაზეთის რედაქციაში წავიდა, კოლეგებს შეხვდა. საღამოს 9 საათისთვის პატარა მდინარესთან მიაყენა მანქანა. ნამწვის გამოსაბოლქვი მილი შლანგით სალონს შეუერთა, ჩართო მუსიკა, მანქანა დაქოქა და… დაიძინა.

imageსიკვდილის წინ კარტერმა წერილი დატოვა: “დავიღალე…უტელეფონოდ… უფულოდ კომუნალური გადასახადებისთვის, ბავშვებისთვის… ვალებით… ყველგან ფულია საჭირო!!! მკვლელობებზე, ტკივილზე, ბოროტებაზე მოგონებები არ მასვენებს… ვდარდობ მშიერ და დაჭრილ ბავშვებზე”…

ასე დაასრულა უძლიერესმა ფოტოგრაფმა ცხოვრება... თვითონ განსაჯეთ მისი საქციელი...

13
1212
18-ს მოსწონს
ავტორი:maikuwkuwkunebiii
maikuwkuwkunebiii
1212
  
2012, 10 აგვისტო, 18:28
მადლობა :)
2012, 10 აგვისტო, 15:55
++++
2012, 29 ივნისი, 18:33
+1
2012, 18 ივნისი, 11:07
საბრალო,მოგონებები ტანჯავდა.ძნელია ეს ყველაერი ნახო საკუთარი თვალით და მერე მშვიდად გააგრძელო ცხოვრება და ხორცი და ტკბილეულობა ჭამო
2012, 18 ივნისი, 1:50
ძალიან მაგარია...
2012, 9 ივნისი, 0:11
+1 არვიცი რა დავწერო, ზ.ნ მ უკვე ყველაფერი თქვა.
2012, 8 ივნისი, 11:07
ხო ეს ფოტო ატვირთული ვნახე და გადავწყვიტე ცოტა ინფორმაცია მომეძიებინა..
2012, 8 ივნისი, 11:05
დიდი მადლობაა... ფოტოგრაფია და ფოტოგრაფები ჩემი გატაცებაა.. მე კიდე ცუდი ფოტოგრაფი ვარ :(
2012, 8 ივნისი, 4:14
ჟრუანტელმა დამიარააა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10