x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
5 საკვები , რომელიც ქოლესტერინს ამცირებს!

ჭარბი ქოლესტერინი თანამედროვეობის ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც მრავალ დაავადებას იწვევს. ქოლესტერინი არის ორგანულ ნაერთი, ცხიმოვანი სპირტი, ორგანიზმში მიმდინარე ცხიმოვანი ცვლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ქოლესტერინის დაახლოებით 80% -ს ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს, დანარჩენ 20% -ს კი საკვებთან ერთად ღებულობს. ქოლესტერინისაგან წარმოიქმნება ნაღვლის მჟავები, რომლებიც შედიან ნაღვლის შემადგენლობაში და მათი მეშვეობით ხდება ნაწლავებიდან ცხიმების შეწოვა. ქოლესტერინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.


მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ქოლესტერინისსიჭარბე იწვევს ნაღვლის კენჭების წარმოქმნას, ვინაიდან ქოლესტერინი წყალში უხსნადი ნივთიერებაა, სუფთა სახით იგი ვერ აღწევს ქსოვილებამდე. ნორმაში ქოლესტერინის დონე სისხლში 3, 6 მმოლ/ლ -დან 7, 8 მმოლ/ლ -მდეა. წარმოგიდგენთ იმ 5 საკვებს, რომელიც ქოლესტერინის დამარცხებაში აუცილებლად დაგეხმარებათ!




ფორთოხალი

image


C- ვიტამინი, ფოლიუმის მჯავა და უამრავი ფლანოვოიდებით მდიდარი ფორთოხალი, სასარგებლო პროდუქტია თქვენი ჯანმრთელობისთვის. 2000 წელს ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს არეგულირებს და ტრიგლიცერიდების მომატებას იწვევს, რაც მავნე ქოლესტერინის შემცირებაში გვეხმარება. მიირთვით ფორთოხალი და ნაკლებად გექნებათ მაღალი ქოლესტერინის პრობლემა.





ჭარხალი

image


ჭარხალი შეიცავს უხვი რაოდენობით ხსნად ბოჭკოებს. ამასთან ერთად ბეტასია, რომელიც ჭარხლის შემადგენლობაშია, ხელს უშლის მავნე ქოლესტერინის დაჟანგვას და

სისხლძარღვთა კედლებზე დაგროვებას.





კოჭა(კურკუმა)

image

ყოვლისშემძლე კოჭა, როგორც ხედავთ ჭარბი ქოლესტერინის წინააღმდეგაც ეფექტურია. გარკვეული ნივთიერებები, რომლებსაც კოჭა შეიცავს, ზრდის სასარგებლო ქოლესტერინს სისხლში და წნევას ამცირებს!





ვაშლი

image


ვაშლი შეიცავს პექტინს, პოლიფენოლებს და ფიტოსტეროლებს, რაც დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინებს დაჟანგვისგან იცავს. აქედან გამომდინარე, ქოლესტერინის დონეც საკმაოდ ეცემა.





მწვანე ჩაი

image

2011 წელს ბრიტანელ და იაპონელ პროფესორებმა ჩაატარეს ერთობლივი ექსპერიმენტი, სადაც აღმოჩნდა, რომ მწვანე ჩაი საკმაოდ ეფექტურია ჭარბი, მავნე ქოლესტერინის წინააღმდეგ! კატეხინი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, ხელს უშლის ნაწლავების მიერ ქოლესტერინის შეწოვას. ამასთან ერთად ეხმარება მავნე ქოლესტერინის ორგანიზმიდან განდევნაში.





იხილეთ ასევე:


1- ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

2- 10 მცენარე, რომელიც თქვენს პოტენციას ზრდის და სექსუალურ ცხოვრებას აუმჯობესებს

3- 10 საინტერესო ფაქტი კარტოფილის შესახებ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

4- ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (XI ნაწილი)

5- როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი შოკოლადი უხარისხოსგან - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
1190
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0