x
image
natia.a
თუ თქვენ სააბაზანოს ღრუბელს ხმარობთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!
image
რას შეუძლია ერთდროულად სტრესის მოხსნა და ორგანიზმის ტონიზირება იმაზე უკეთ, ვიდრე შხაპს ან აბაზანას, ეს კი ბევრისთვის წარმოუდგენელია ღრუბლის გამოყენების გარეშე.


მაგრამ ექიმი დერმატოლოგები ამას არ ეთანხმებიან, რადგან, მათი მტკიცებით, ღრუბელს ადამიანისთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

image

"Journal of Clinical Microbiology"-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ შხაპის ჩვეულებრივი ბადე-ღრუბელი იდეალური ადგილია ბაქტერიების გამრავლებისთვის. ბევრი ჩვენგანი ხომ აბაზანის პროცედურების შემდეგ აღნიშულ აქსესუარს გასაშრობად ტოვებს პირდაპირ სააბაზანოში, სადაც ნესტი და სითბოა, ანუ მიკროორგანიზმებისთვი პირდაპირ სამოთხეა.


image

ყოველ ჯერზე, როცა შხაპის მიღებისას ტანს გულმოდგინედ ვიხეხავთ ღრუბლით, ბაქტერიები კანის ფორებში აღწევს და უამრავი სახის გამონაყარისა თუ ანთების მიზეზი ხდება.


ბაქტერიების გარდა, მნიშვნელოვანი საფრთხეა ასევე ობისა და სოკოს მხრივაც. ცნობილი დერმატოლოგი, მეთიუ ნაიტი და მისი კოლეგების დიდი უმრავლესობა მოგვიწოდებს ერთი და იგივე სააბაზანო ღრუბელი არ გამოვიყენოთ ერთ თვეზე მეტ ხანს.

image

იმისათვის, რომ საყვარელი აქსესუარი დაავადების წყაროდ არ ვაქციოთ, სააბაზანო პროცედურების შემდეგ ღრუბელი გასაშრობად დადეთ აბაზანის გარეთ და პერიოდულად "დაორთქლეთ" მიკროტალღურ ღუმელში.


ასევე იხილეთ:


1. 5 შეცდომა, რომელსაც თავის დაბანის დროს ვუშვებთ

2. რატომ გვინაოჭდება კანი წყალში დიდხანს ყოფნის დროს და რაში გვეხმარება ეს?

3. 7 შეცდომა, რომელსაც კბილების წმენდისას ვუშვებთ

4. 5 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღებისას ვუშვებთ

5. მყარი თუ თხევადი საპონი - რომელი ავირჩიოთ?







0
1168
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0