x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე უცნაური ადამიანები მსოფლიოში
ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს სიცივეს-
ჰოლანდიელი ვიმ ჰოფი საერთოდ ვერ გრძნობს სიცივეს, მას შეუძლია საათობით იჯდეს ყინულში, მარტო ტრუსებით ირბინოს სიცივეში, მედიკოსებმა მის ორგანიზმში
ვერავითარი გადახრა ვერ აღმოაჩინეს, უცნაურია, მაგრამ ვონ ჰოფი
ჩვეულებრივად გრძნობს ყინვაში თავს იმ დროს, როცა ეს სხვისთვის სასიკვდილოა.

image




ბიჭუნა, რომელსაც საერთოდ არ დაუძინია.-5 წლის პეტ ლამბი თითქმის არაფრით განსხვავდება სხვა თანატოლი ბავშვებისაგან, რომ არა ერთი გარემოება.მას საერთოდ არ დაუძინია. მრავალმხრივი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ბიჭუნას ორგანიზმში
ვერავითარ გადახრას ვერ მიაგნეს.თუმცა შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყვეს,
რომ ბიჭუნას ნერვიული სისტემა და ტვინი არ რეაგირებს ძილის რეფლექსზე,
მედიკოსებს ისიც აკვირვებს, რომ ეს ყველაფერი არ მოქმედებს ბიჭის
ჯანმრთელობაზე.

image



გოგონა, რომელსაც ალერგია აქვს წყალზე.-ავსტრალიელი
გოგონა ეშლი მორისი იტანჯება იმით, რომ მას ალერგია აქვს წყალზე, იგი
მაშინაც კი დისკომფორტს გრძნობს, როცა ოფლიანდება.არ ვიცით რა ხერხებს
მიმართავს ეშლი, რომ ჰიგიენა დაიცვას, ფაქტი ისაა, რომ ძლიერ უძნელებს
ცხოვრებას ეს იშვიათი ავადმყოფობა, რომლის სახელიცაა Aquagenic Urticaria.


image

გოგონა, რომელიც მარტო ტიკ-ტაკს ჭამს-არ გეგონოთ, რომ 19 წლის ნატალი კუპერს თავში ყველაფერი რიგზე ვერ აქვს,
გაურკვეველი და მედიკოსებისთვის ამოუცნობი მიზეზით ყველა სხვა საკვებს მისი
კუჭი არ იღებს, ამიტომ მხოლოდ ტიკ-ტაკის დრაჟეთი იკვებება.ექიმებმა
გოგონას კვებისთვის სხვა ხერხს მიმართეს, მას კალორიებით და კონცეტრატებით
გაჯერებული მილის საშუალებით აწვდიან საკვებს.

image



მუსიკოსი, რომელის სულ ასლოკინებს-26 წლის კრის სანდსი მთელი ცხოვრება ასლოკინებს, იგი ძილშიდაც კი არ წყვიტავს სლოკინს.მან უამრავი გამოკვლევა ჩაიტარა, გაიარა იოგას და ჰიპნოზის კურსები, მაგრამ არაფერმა არ უშველა.მედიკოსები დაბნეულები არიან, მათ ვერ მიაკვლიეს ამისთანა უცნაური გადახრის მიზეზს. ამჟამად კრისის ორგანიზმის ძირფესვიანი კვლევა გრძელდება.

image

გოგონა, რომელიც როცა იცინის, გული მისდის.-იგი ცნობიერებას კარგავს არა მარტო სიცილის დროს, არამედ როცა რაიმეზე ბრაზდება, ან შეშინდება.



კეი ანდერვუდს კიდევ ერთი უცნაური ავადმყოფობა სჭირს-"ნარკოლეფსია".ანუ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ დროს და ადგილზე მას შეიძლება ჩაეძინოს.ნარკოლეფსიით მრავალი ადამიანია დაავადებული, მარტო დიდი ბრიტანეთში ამ დაავადებით 30 000 ადამიანი იტანჯება.

image

ქალი, რომელსაც ყველაფერი ახსოვს.-50 წლის ჯილ პრაისის მახსოვრობა მართლაც რომ ფენომენალურია.მას თუ ჰკითხავთ მაგალითად თუ რა მოხდა 1978 წლის აპრილის თვეში, იგი ისე დაწვრილებით მოგიყვებათ, თითქოს 5 წუთის წინ მომხდარ ამბავს გიყვებოდეთ.მას ახსოვს რა წაიკითხა, ახსოვს ყველა საუბრები, ყველა მოვლენა, მოკლედ ახსოვს ყველაფერი.


image



კაცი, რომელიც არასოდეს სუქდება-62 წლის მისტერ პერმა, რაც არ უნდა ჭამოს და რამდენიც არ უნდა ჭამოს არ სუქდება.ეს გახლავთ უიშვიათესი სამედიცინო ფენომენი, რომელსაც ლიპოდისტორფია ეწოდება, ბავშვობაში პერი საკმოდ პუტკუნა იყო, თუმცა სადღაც 12 წლის ასაკში უცებ გახდა, შემდეგ აღმოაჩინა, რომ საერთოდ ვერ სუქდება.ექიმების განცხადებით პერის ორგანიზმი საჭირო ნორმაზე 6-ჯერ მეტ ინუსლინს გამოიმუშავებს.


image

0
371
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0