x
image
აჩიკუნა
ქალთა წინადაცვეთა
image



წინადაცვეთა გოგონებში გულისხმობს გენიტალიებზე წარმოებულ ოპერაციას -

კლიტორექტომიასა და მთელ რიგ შემთხვევებში, მცირე ბაგეების ამოკვეთასაც.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით არსებობს გოგონების


წინადაცვეთის ოთხი ტიპი:




I
- კლიტორიდექტომია: იყოფა ორ ქვეტიპად IA ; IB


II - ექსტირპაცია: იყოფა სამ ქვეტიპად IIA; IIB; IIC


III - ინფიბულაცია (ფარაონული წინდაცვეთა)


IV - აერთიანებს სხვა შემთხვევებს.



image

განვიხილოთ თითოეული მათგანი:





I - კლიტორიდექტომია: კლიტორის და/ან კლიტორის კაპიუშონის ამოკვეთა:

image

IA - წინადაცვეთის იშვიათი ტიპია, რომლის დროსაც მხოლოდ კლიტორის კაპიუშონის ამოკვეთა ხდება.


IB - სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა კლიტორის და კლიტორის კაპიუშონის.






image



II
- ექსტირპაცია: კლიტორისა და სასქესო ბაგეების ამოკვეთა


image

IIA - მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა.


IIB - მცირე სასქესო ბაგეებისა და კლიტორის ამოკვეთა.


IIC - მცირე, დიდი სასქესო ბაგეებისა და კლიტორის ამოკვეთა.







image



III - ინფიბულაცია (ფარაონული წინდაცვეთა)


image


ხორციელდება მხოლოდამხოლოდ ან დიდი ან მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა. შემდეგ ხდება ჭრილობების მიჯრა (გაკერვის ან ფეხების შეკვრით), იკეტება კლიტორი, ურეტრის ხვრელი და საშოში შესასვლელი. რჩება პატარა ასანთის ღერის ოდენა ხვრელი.






image




IV
- სხვადასხვა მავნე პროცედურები, რომლის დროსაც ხდება გენიტალიების

დასახიჩრება და ამოკვეთა არასამედიცინო გზით. ხორციელდება ანტისანიტარულ

პირობებში, ჩხვლეტით, პირსინგით, ამოკვეთით, ამოფხეკით, ამოშანთვით...

image

image




image



2003
წელს კაიროში ჩატარდა კონფერენცია ქალთა წინადაცვეთის თემაზე. აფრიკის ქვეყნებისა და არაბული სამყაროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს ამ ბარბაროსული პრაქტიკის დაგმობის დეკლარაცია.


მიუხედავად ამისა, 2008 წლის მონაცემებით, 140 მილიონამდე ქალს ჰქონდა წინადაცვეთა გაკეთებული.


ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო აზიაში და აფრიკის ჩრდილოეთში (ფილიპინები, მალაიზია, პაკისტანი, ინდონეზია, ეგვიპტე, ეთიოპია, მალი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ომანი, ბაჰრეინი),


ასევე დასავლეთ ნახევარსფეროშიბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკაში და პერუში.


შემაშფოთებელი სტატისტიკა იყო სუდანში და სომალიში – წინადაცვეთილ გოგონათა რიცხვი აღწევდა 98%–ს! ამ ქვეყნეებში მიაჩნიათ, რომ კლიტორის მოკვეთის გარეშე გოგონა ჩამოყალიბდება მსუბუქი ყოფაქცევის ქალად.


ისტორიულად ქალთა წინადაცვეთას რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა.

დღესდღეობით კი უფრო ყოფით მორალური მნიშვნელობა აქვს და თვლიან, რომ ამ გზით გოგონა შეინარჩუნებს თავის ზნეობრიობას და ჩანასახშივე აღკვეთს იმგვარ სექსუალურ აქტივობას, რომელმაც მასში შეიძლება მასტურბირების მოთხოვნა გამოიწვიოს. ასევე, მათი აზრით, წინადაცვეთის შემდეგ ქალი გახდება თვინიერი და მორჩილი და არ უღალატებს ქმარს.


წინადაცვეთას კოლოსალური ზიანი მოაქვს ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის.


ფიზიკური პათოლოგიები: ანთებითი პროცესები, სისხლის მოწამვლა, უშვილობა, მშობიარობის გართულებები, მშობიარის სიკვდილი და საშინელი ტკივილები მთელი

სიცოცხლის მანძილზე...


UNICEF - ის მონაცემებით 2016 წელს 200 მილიონი ქალი და ბავშვი იტანჯება

მსოფლიოს 30 ქვეყანაში, აქედან 27 ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე მდებარეოს.

დანარჩენი სამი ქვეყანაა: ინდონეზია, ერაყი (ქურთისტანი) და იემენი.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



6
856
10-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
856
  
2016, 14 ნოემბერი, 17:30
HVWXC227WALGG5TYSIVD
2016, 11 ნოემბერი, 14:45
ბარბაროსები...
2016, 10 ნოემბერი, 0:29
ცხოველები...
2016, 10 ნოემბერი, 0:17
გეთანხმებით...
2016, 10 ნოემბერი, 0:16
კოშმარია :(
0 1 6