x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ბობ მარლი
ბობ მარლი(რობერტ ნესტა მარლი)დაიბადა 6 თებერვალს 1945 წელს იამაიკაში. იამაიკელი მუსიკოს_გიტარისტი და კომპოზიტორი.მუსიკალური მიმდინარეობის რეგის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

1970-იან წლებში ჯგუფ ვეილერსთან ერთად გაითქვა სახელი.მისი სიმღერები ხშირად ატარებდა სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს.

ბობ მარლი მარტინ ლუთერ კინგტან და ნელსონ მანდელასთან ერთად ითვლება, ცნობილ მებრძოლად შავკანიანების ჩაგვრის წინააღმდეგ.

ბობ მარლი დაიბადა სოფელ ნაინ-მაილსში, იამაიკა. მისი მამა ნორვალ მარლი წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან იყო და მსახურობდა ბრიტანეტის სამხედრო ძალებში.შემდეგ გადმოვიდა იამაიკაში პლანტაციის მეთვალყურედ, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე 18 წლის სედენა ბუკერი.ბობის დაბადების შემდეგ ნორვალს ძველმა ოჯახმა ცოლ-შვილი დაატოვებინა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა მათ დახმარებას.


50-იანი წლების მიწურულს მარლი, ისევე როგორც სხვა იამაიკელი ახალგაზრდები დედაქალაქში კინგსტონში ჩავიდა, სადაც დასახლდა ღარიბ რაიონ ტრენჩტაუნში.იქ მან გაიცნო ნევილ ლივენგსტონი და ბანი.მალე გადადგა პირველი ნაბიჯები მუსიკაში.სკოლის დამთავრების შემდეგ მარლიმ მუშაობა დაიწყო შემდუღებლად, თავისუფალ დროს კი მუსიკის შესწავლას ანდომებდა.ამაში მას დაეხმარა ცნობილი იამაიკელი მუსიკოსმა ჯო ჰიგსი, რომელიც ბობს და ბონის უფასო გაკვეთილებს უტარებდა. ცოტა ხანში შედგა ნაცნობობა პიტერ მაკინტოშთან, რომელიც მომავალში გახდა ცნობილი როგორც პიტერ ტოში.



1977 წლის ივლისში მარლის ფეხის დიდ თითზე აღმოუჩინეს სიმსივნე. მან უარი თქვა ამპუტაციაზე, იმ მიზნით რომ ვეღარ შეძლებდა ცეკვას.

1980 წელს მარლი გამოვიდა ზიმბამბვეში.ამას მოყვა გასტროლები გერმანიაში, მაგრამ ამერიკული ტურნე გადაიდო, როცა მარლის გული წაუვიდა ნიუ-იორკის პარკში სირბილის დროს.ბობმა გაიარა მკურნალობის კურსი მიუნხენში კიბოს საუკეთესო სპეციალისტ ჯოზეფ ისელსასთან, მაგრამ უშედეგოდ.

1980 წლის 4 მაისს ქრისტიანულმა ეკლესიამ მონათლა, როგორც ბერხანე სენაციე(სამების წმინდა სინათლე), შემდეგ დააჯილდოვეს იამაიკის ღირსების ორდენით.ბობ მარლის უნდოდა სიცოცხლის ბოლო დღეები იამაიკაში გაეტარებინა.იამაიკაში მიმავალი თვითმფრინავი იძულებული გახდა მაიამიში ჩაფრენილიყო მომღერალის ჯამრთელობის გაუარესების გამო.ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად 1981წლის 11 მაისს პალატაში გარდაიცვალა.


მან ბოლო სიტყვები შვილს უთხრა "ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი".ბობ მარლი დასაფლავებულია იამაიკაში.საფლავში თან წაიღო გიტარა, ფეხბურთის ბურთი, მარიხუანას ფუთა, ბიბლია და ბეჭედი, რომლებსაც ყოველთვის თან ატარებდა.

ბობ მარლის ყავს ცამეტი შვილი:სამი პირველი ცოლი რიტასაგან, ორი თვითონ რიტას წინა ქმრისაგან, დანარჩენი რვა სხვადასხვა ქალებისაგან.შვილები:იმანი კაროლე, შარონ მარლი, სედელა მარლი, დავიდ "ზიგი" მარლი, სტეფენ მარლი, რობი მარლი, როან მარლი, კარენ მარლი, სტეფანი მარლი, ჯულიან მარლი, კი-მანი მარლი, დემიან მარლი და მაკედა მარლი.

ჯილდოები:ორდენი "იამაიკის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის"

"მსოფლიო პრემია".

0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონაა
თეონაა
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0