x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
არგენტინის ჰიმნი
image


არგენტინის ეროვნული ჰიმნის ტექსტი ვინსენტე ლოპეს ი პლანესს ეკუთვნის, ხოლო მუსიკის ავტორი ბლას პარერა გახლავთ. სიმღერამ ოფიციალური სახე 1813 წლის 11 მაისს მიიღო. ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 3 წლის შემდეგ. 11 მაისი კი დღემდე აღინიშნება არგენტინაში, როგორც ჰიმნის დღე.


1812 წელს ვინსენტე ლოპესი დაესწრო წარმოდგენას "El 25 de Mayo", რომელიც 1810 წლის, 25 მაისის რევოლუციას ეძღვნებოდმა. ლუის ანტონიო მორანტეს პიესა, მსახიობების მიერ შესრულებული ჰიმნით დასრულდა და შთაგონებულმა პლანესმაც იმავე ღამეს დაწერა ლექსის პირველი სტროფები. 1813 წელს, წარმოშობით ესპანელ კომპოზიტორს, ბლას პერერას დაევალა მუსიკის დაწერა. პარერამ უარი განაცხადა შემოთავაზებაზე, რადგან ტექსტში ესპანელები აუგად იყვნენ მოხსენიებულები, ხოლო თავად კი მეფის რეაქციის შეეშინდა. ურის თქმის შემდეგ იგი ციხეში ჩასვეს და სიკვდილით დასჯით დაემუქრნენ შეშინებულ პარერას მაინც მოუწია მუსიკის დაწერა, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს. პარერა რიო–დე–ჟანეიროში გადასახლდა, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელი წლები კი ესპანეთში გაატარა.


image



პუბლიკამ ჰიმნი, პირველად, ბუენოს–აირესის თეატრში გამართულ პატრიოტულ ყრილობაზე, 1813 წლის 25 მაისს მოისმინა. ჰიმნი დაიწერა პერიოდში, როდესაც არგენტინა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდა და შესაბამისად ტექსტში ხშირად ისმოდა ანტიესპანური რიტორიკა. XIX საუკუნის ბოლოს არგენტინასა და ესპანეთს შორის დაძაბულობამ იკლო და შედეგად 1900 წლის 30 მაისის დეკრეტით, ჰიმნის სახალხოდ შესრულების დროს ნებადართულია მხოლოდ პირველი და უკანასკნელი სტროფების სიმღერა.

0
87
4-ს მოსწონს
ავტორი:მიხეილ კვაშალი
მიხეილ კვაშალი
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0