x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"შექსპირი წაკითხული მაქვს,მაგრამ დამავიწყდა ვინაა ავტორი"-ფეხბურთელების ყველაზე სულელური გამონათქვამები
სპორტსმენები რომ მაღალი ინტელექტით ვერ გამოირჩევიან(იშვიათი გამონაკლისის გარდა) ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, პრინციპში ამას არც არავინ სთხოვს და ამის გამო არც არავინ გასჯის.პირველ რიგში მისი მოვალეობაა ფიზიკური ვარჯიში და კარგ ფორმაში ყოფნა, რომ მაღალ შედეგებს მიაღწიოს.თუმცა ყველაფერს თავის საზღვარი აქვს.ზოგიერთი გამონათქვამი იმდენად ბრიყვულია, რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.


ამჯერად ფეხბურთელების ყველაზე სულელურ გამონათქვამებს გავეცნობით.




ვლადიმერ ბისტროვი(რუსი ფეხბურთელი, რუსეთის ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი):"როგორ შეიძლება, რომ სკანდინავიელი მსაჯი დანიშნეს?რომელიც დანიიდან არის?(ლაპარაკი მსაჯზე ირლანდიიდან)


image





იან რაში-(უელსელი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბადირი):"იტალიაში თამაში არ მომეწონა, თითქოს სხვა ქვეყანაში ვთამაშობდი"(დიდი ბრიტანეთიდან იტალიაში გადასვლის შემდეგ)


image



კევინ კეილი(შოტლანდიელი ფეხბურთელი, ცენტრფორვარდი):"როცა ბავშვი ვიყავი მახსოვს, მამაჩემი მატჩის არბიტრი იყო, მან ყვითელი ბარათი მაჩვენა და მკითხა: რა გქვია?"


image



კევინ კიგანი(ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი. ორგზის "ოქროს ბურთის" მფლობელი):"ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მეტოქე პირველსავე ტაიმში ანგარიშით 0:0".


image



ბრაიან კლაფი(ბრიტანელი ფეხბურთელი, კარიერის მანძილზე 274 მატჩიდან გაიტანა 251 გოლი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი):"როცა რაიმე საკითხზე ვაკამათობთ, დავსხდებით, ვისაუბრებთ ასე 20 წუთი და გადავწყვიტავთ, რომ მე მართალი ვარ."


image



ალექსანადრე კოკორინი("ზენიტის" და რუსეთის ნაკრების ფორვარდი):"მუმუ ლერმონტოვმა დაწერა".

image



დევიდ ბეკჰემი(ინგლისელი ფეხბურთელი, ერთადერთი ინგლისელია, რომელსაც გოლი აქვს გატანილი სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე.):"მე აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ ბრუკლინი უნდა მოვნათლო, თუმცა ჯერ ვერ გავერკვიე რელიგიაში".


image





ფრანჩესკო ტოტი( იტალიელი ფეხბურთელი, „რომას“ კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონი):"შექსპირი წაკითხული მაქვს, მაგრამ დამავიწყდა ვინაა ავტორი".


image



რონალდო(ბრაზილიელი ფეხბურთელი, ორჯერ ოქროს ბურთის მფლობელი, ფიფამ სამჯერ დაასახელა წლის საუკეთესო ფეხბურთელად):"ჩვენ იმიტომ წავაგეთ, რომ ვერ მოვიგეთ".

image


ჰეკტორ პუებლა(ჩილელი ფეხბურთელი, ნაკრების წევრი და კოპა ამერიკას გამარჯვებული):"ერთი, როგორც ყველას, ასე არ არის?"(პასუხი კითხვაზე:თქვენ ასეთი დაუღალავი ხართ მინდორზე, რამდენი ფილტვი გაქვთ?)


image


2
1159
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1159
  
2016, 8 ნოემბერი, 10:44
ტოტიმ დააგვირგვინა :-))))))
2016, 8 ნოემბერი, 10:39
)))))
0 1 2