x
მეტი
  • 19.01.2017
  • სტატია:62770
  • ვიდეო:313641
  • სურათი:413552
12 ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება მსოფლიოში!

დედამიწაზე შესაძლოა აღმოჩინოთ ან იპოვოთ ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ თქვენი გამდიდრება. წარმოგიდგენთ ამ ნივთიერებების ჩამონათვალს:



1. ოქრო


image


ოქრო, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეტალია, მისი საშუალო ფასი, 1გრამი - 56 დოლარია. ოქროს იყენებენ როგორც სხვადასხვა სამკაულის დამზადებისთვის, ასევე კოროზიის წინააღმდეგაც.



2. როდიუმი

image

რადიუმი არის ერთ-ერთი უძვირფასესი ნივთიერება, იშვიათი მაგარი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის გარდავალი ლითონი. რომლის საშუალო ფასი (1 გრამი) - 58 დოლარია. ძირითადად გამოიყენება კატალიზატორებში, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვი აირების კატალიტიკურ ფილტრ-ნეიტრალიზატორებში.



3. პლატინა

image

პლატინა არის ქიმიური ელემენტი, რომელიც იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში. მკვრივი, ძნელადდნობადი, ძვირფასიმონაცრისფრო-თეთრი გარდამავალი ლითონი შესანიშნავია კოროზიისადმი მდგრადობით, მაღალ ტემპერატურებზეც კი. პლატინის საშუალო ფასი (1 გრამი) 58 დოლარია. პლატინა ხშირად გვხვდება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე. ძირითადად მოიპოვება სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე.



4. მეტამფეტამინი

image

მეტამფეტამინის საშუალო ფასი (1 გრამი) 100 დოლარია. ძირითადად გამოიყენება წამლებში(განსაკუთრებით ნარკოტიკებში).



5. მარტორქის რქა

image

შოვნა რათქმაუნდა ძნელია, მითუმეტეს, რომ მარტორქები გადაშენების პირას დგანან. როგორც ცნობილია, მარტორქის კბილის საშუალებით, ვიეტნამში რამოდენიმე ადამიანი სიმსივნისგან განიკურნა, თუმცა მისი რქა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კბილი. მარტორქის რქის საშუალო ღირებულება (1 გრამი) 110 დოლარია.



6. პლუტონიუმი

image

პლუტონიუმი არის მძიმე, მყიფე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის რადიოაქტიური ლითონი. პერიოდულ სისტემაში მიეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. ძირითადად გამოიყენება ბირთვული იარაღის წარმოებაში, ბირთვულ საწვავად სამოქალაქო და კვლევითი დანიშნულების ატომურ რეაქტორებში და როგორც ენერგიის წყარო კოსმოსური აპარატებისათვის. პლუტონიუმი არის ასევე საკმაოდ მომწამლავი ნივთიერება, იწვევს კიბოს. მისი საშუალო ღირებულება (1 გრამი) 4000 დოლარია.



7. პაინიტი

image

ძალიან იშვიათი მინერალია. მრავალი წლის განმავლობაში დედამიწაზე ამ ნივთიერების მხოლოდ 3 კრისტალის არსებობის შესახებ იცოდნენ. 2005 წლისთვის კედევ 25 კრისტალი აღმოაჩინეს. ასევე აღმოჩენილ იქნა ამ მინერალის საბადო. საშუალო ფასი (1 გრამი) 9 000 დოლარია.



8. ტაფეიტი

image

მილიონჯერ უფრო იშვიათია ვიდრე ბრილიანტი. აღმოჩენილ იქნა 1945 წელს გრაფ ტაფეტის მიერ. პატარა საბადოები ნაპოვნია ცეილონზე და ჩინეთში. ღირებულება საშუალოდ (1 გრამი) 2 500 -12 500 დოლარამდე.



9. ტრიტიუმი

image

წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი. ტრეტიუმის ბირთვი შედგება პროტონისა და ორი ნეიტრონისაგან, მას უწოდებენ ტრიტონს. ძირითადად გამოიყენება exit ნიშნებზე. საშუალო ღირებულება (1 გრამი) 30 000 დოლარია.



10. ბრილიანტი

image

ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. ბრილიანტის მასას ზომავენ კარატებით. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულად. უძვირფასესი ნივთიერების საშუალო ღირებულება (1 გრამი) 55 000 დოლარია.



11. კალიფორნიუმი

imageკალიფორნიუმი არის ნივთიერება რომელიც ძალიან ეხმარება ქიმიკოსებს სხვადასხვა გამოკვლევებში. ამ მეტალის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ქიმიური ცდებისა და გამოკვლევების ჩატარება. ნივთიერება ჰაერში ძალიან ცოტა რაოდენობითაა, მისი მოპოვება დიდ ხაარჯებთან არის დაკავშირებული და ფასიც შესაბამისი აქვს. საშუალო ფასი (1 გრამი) 27 მილიონი დოლარია.



12. ანტიმატერია

image

ანტიმატერიის არსებობა არამარტო ფილოსოფიურად და თეორიულადაა დამტკიცებული, არამედ ქსპერიმენტულადაცაა დადასტურებული. იგი ატომის ყველაზე მარტივი ფორმაა, რაც ერთი პროტონისა და ერთი ელექტრონისგან შედგება. დღესდღეობით, ვარაუდობენ, რომ დიდ აფეთქებამდე ანტიმატერიისა და მატერიის თანაბარი რაოდენობა არსებობდა. მოხდა დიდი აფეთქება, რადგან თანაფარდობა დაირღვა და მატერია უფრო მეტი აღმოჩნდა ვიდრე ანტიმატერია. სწორედ ამის გამო წარმოიქმნა კოსმოსი და ჩვენც. დღესდღეობით ბინებაში ისევ არსებობს ანტიმატერია და ალბათ ბევრი ახსნა არც ჭირდება იმას თუ რატომ არის იგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება.



იხილეთ ასევე:

1-სახლები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას ახანგრძლივებენ!

2-მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 7 ცხოველი!

3-10 ყველაზე სულელი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგო და გაანიავა

4-რა არის ყველაზე ძვირადღირებული დედამიწაზე? ერთი გრამი ტრილიონობით დოლარი??!!

5- ოჯახის ერთი კვირის რაციონი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

3
702
13-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
2016, 9 ნოემბერი, 11:10
ეხიტ ნიშანი სამუდამოა და არასოდეს გრება მაგ ნივთიერებით
2016, 9 ნოემბერი, 11:04
საინტრესოა ნამდვილად.
" წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი. ტრეტიუმის ბირთვი შედგება პროტონისა და ორი ნეიტრონისაგან, მას უწოდებენ ტრიტონს. ძირითადად გამოიყენება exit ნიშნებზე. საშუალო ღირებულება (1 გრამი) 30 000 დოლარია."
ცჰვეულებრივი ნათურით რო გაანათონ არა?? :-))
2016, 8 ნოემბერი, 12:23
მაგარია!!!!!!!
0 1 3