x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
მსოფლიო ისტორიის ყველაზე ცნობილი 10 მოღალატე! (ნაწილი II)

მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ ძალიან ბევრ მოღალატეს აღმოვაჩენთ. როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მოღალატეების რაოდენობა არანაკლებია. ღალატის
გამო ჩვენი სამშობლო გააპარტახეს და დღესაც რთულ ვითარებაშია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო ისტორიის ყველაზე ცნობილ 10 მოღალატეს!

პირველ ნაწილში გაიცანით მორდექაი ვანუნუ, რომელიც ისრაელის ყველაზე აღიარებულ მოღალატედ დასახელდა, თუმცა ნობელის პრემიით იქნა დაჯილდოვებული.კიდევ გაიუს კასიუს ლონგინუსი - ანტიკური რომის იმპერიიდან, მალისლი ეფიალტესი - ძველი საბერძნეთიდან, გაი ფოუკისი - ინგლისიდან და ბენედიქტ არნოლდი -აშშ-დან!


image




1. მარკუს ჯუნიუს ბრუტუსი

image

რომაელი სენატორი და იულიუს კეისრის ერთ-ერთი მკვლელი. რესპუბლიკური ტრადიციების დამცველი, ღრმად განსწავლული ფილოსოფიასა და ისტორიაში. ის ბრძოლობდა ოპტიმეტისთან ერთად ცეზარის წინააღმდეგ, ამ ბრძოლაში, ცეზარმა ბრძანა იმის შესახებ, რომ ბრუტუსისთვის ზარალი არ მიეყენებინათ. 44 წელს კეისარი მოკლეს ამის შემდეგ ბრუტუსმა რომი დატოვა და კასიუსთან ერთად სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკელების ბრძოლას მეორე ტრიუმვირატის (ანტონიუსი, ოქტავიანე, ლეპიდუსი) წინააღმდეგ, დაეუფლა საბერძნეთს, მაკედონიას, მცირე აზიასა და სირიას. ფილიპის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ მარკუს ბრუტუსმა თავი მოიკლა.





2. ვანგ ჯინგვეი

image

ჩინეთის ნაციონალისტური პარტიის წევრი-ვანგ ჯინგვეი, რომელიც რესპუბლიკური მმართველობის პერიოდში ქვეყნის ერთგული მსახური იყო. ის იყო სუნ იატ სენის საუკეთესო მეგობარი, თუმცა სუნის გარდაცვალების შემდეგ ის არამხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკური განხრითაც შეიცვალა. 1937 წელს უღალატა სამშობლოს და იაპონელთა ოკუპაციის ერთ-ერთი მონაწილე გახდა. ის ეხმარებოდა იაპონელებს თითქმის ყველაფერში, რაც ჩინელებს მიწასთან გაასწორებდა. 1944 წელს, იაპონიის უკან დახევასთან ერთად გარდაიცვალა ვანგ ჯინგვეი. ის ჩინეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოღალატეა!




3. ვიდკუნ ქვისლინგი

image

ნორვეგიელი ბიოროკრატი ვიდკუნ ქუისლინგი, ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი იყო. 1993 წელს ეროვნული გაერთიანების სახით ფაშისტური ორგანიზაცია შეკრა, 1940 წელს, როდესაც ფაშიატებმა დაიწყეს ნორვეგიის ოკუპაცია, ვიდკუნ ქვისლინგის თაოსნობით, ეროვნულ გაერთიანების საბჭომ სამშობლოს ოფიციალურად უღალატა. 1945 წლის 8 მაისს, როდესაც გერმანია დამარცხდა ომში, დაკავებულ იქნა ყველა მოღალატე. 1945 წლის 9 მაისს ვიდკუნ ქვისლინგი დასაჯეს სიკვდილით.




4. მირ ჯაფარი

image

ბენგალელმა მირ ჯაფარმა, 1757 წელს ინგლისის მმართველობაში მყოფ ინდოეთის ერთ-ერთი ძლიერი კომპანიის თანამშრომელთან შეთანხმდა. ეს იყო რობერტ კლაივი. შეთანხმების თანახმად, პერიოდის ლიდერი უნდა ჩამოეგდოთ და მის სანაცვლოდ ბენგალის ახალი მმართველი მირ ჯაფარი უნდა ყოფილიყო, ამასთან ერთად ინგლისი, ბენგალს მაქსიმალურ დაცვას პირდებოდა. ასეც მოხდა, მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ხელშეკრულებაში იყო დაგეგმილი. მოგვიანებით მირ ჯაფარი მიხვდა, რომ ინგლისელბს მთლიანად ინდოეთის დაპყრობა უნდოდა, ამიტომ დანიის სამეფოსთან დაიწყო ურთიერთობა, თუმცა ინგლისელებმა შეიტყვეს რა, ეს ამბავი და მირ ჯაფარი ტახტიდან ჩამოაგდეს. 1765 წელს მირ ჯაფარი გარდაიცვალა. ინგლისმა დაიპყრო მთელი ინდოეთი, მას შემდეგ ინდოელთა თვალსაზრისით, მირ ჯაფარის დამსახურებით მოხდა ინდოეთის დაპყრობა, მას ინდოეთის ყველაზე წარჩინებულ გამყიდველსაც ეძახიან!





5. რობერტ ჰანსენი

imageაშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ აგენტს, რობერტ ჰანსენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო 22 წლის მანძილზე მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. რუსეთმა ჰანსენს საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ 1, 4 დოლარი გადაუხადა ნაღდი ფული და ბრილიანტებიც თან აჩუქა. რობერტ ჰანსენი 2001 წლის თებერვალში დააპატიმრეს, როცა მან საიდუმლო ინფორმაციის შემცველი და დამკვეთისთვის გამიზნული პაკეტი დატოვა ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პარკში.



იხილეთ ასევე:


მსოფლიო ისტორიის ყველაზე ცნობილი 10 მოღალატე! (ნაწილი I)






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
741
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0