x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რა საიდუმლო იმალებოდა ბანქოს დასტაში, რომელსაც თითქმის ყველა საბჭოთა ადამიანის ოჯახში ნახავდით
ბანქოს ამ დასტას თამამად შეძლება კლასიკური ვუწოდოთ არამარტო იმიტომ, რომ ის უნახავს და ხელში სჭერია საბჭოთა კავშირში დაბადებულ თითქმის ყველა ადამიანს, არამედ სხვა რამის გამოც. სათამაშო ბანქო ინახავდა საიდუმლოს, რომელიც ბევრი თქვენგანისათვის არაა ცნობილი. შვეიცარიული, გერმანული თუ ფრანგული ბანქოს დასტა საგრძნობლად განსხვავდებოდა იმისაგან, რომელსაც საბჭოთა კავშირში ამზადებდნენ და რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებოდით.


image

საქმე იმაში, რომ ბანქოს ქაღალდებზე გამოსახული, თვალისათვის ჩვეული მეფეები, დამები და ვალეტები იყვენენ ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში არსებობდნენ.


image



უფრო მეტიც, ისინი რეალობაშიც მეფეები და არისტოკრატი ქალბატონები იყვნენ:

სინამდვილეში ბანქოზე აღბეჭდილია რუსეთის სამეფო ოჯახის წევრები, რომლებიც ოდესღაც ბალ-მასკარადზე შეიკრიბნენ. ეს იყოსამეფო კარზე გამართული ერთ-ერთი უკანასკნელი მეჯლისი, რადგან ამ ამბიდან სულ მალე რევოლუციის მარწუხების ქვეშ იმპერია დაეცა, თუმცა მოგონება ულამაზესი ბალ-მასკარადის შესახებ ასეთი უჩვეულო სახით შემოგვინახა.


image


საიმპერატორო მეჯლისი 1903 წლის ნოემბერში გაიმართა პეტერბურგში. მისი დრეს-კოდი XVII საუკუნის ეპოქა გახდა. სამეფო კარის წარმომადგენლები გამოწყობილი იყვნენ მდიდრულ სტილიზირებული კოსტიუმებში, ფოტოგრაფებმა კი ეს მოვლენა ფირებზე აღბეჭდეს. ბანქოზე არსებული გამოსახულებები ზუსტად იმეორებს მეჯლისის მონაწილეების სახეებს.


image


უნდა ავღნიშნოთ, რომ ბალ-მასკარადზე სულ 390 სტუმარი იყო მიწვეული, ყველა მათგანს ეცვა კარისკაცების, სეფე-ქალების, ბოიარების, ჰუსარების და მხედართმთავრების ტანსაცმელი, შეკერილი XVII საუკუნის სტილში. კოსტიუმების ესკიზები მხატვარმა სერგეი სოლომკომ შეიმუშავა, ხოლო თავად სამოსი რუსეთის იმპერიის საუკეთეს მხატვრებმა შეკერეს.


image


ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბანქოს ეს დასტა დაიბეჭდა რომანოვების სახლის დაარსების 300 წლისთავის აღსანიშნავად. ბეჭდვა წარმოებდა ალექსანდროვსკის მანუფაქტურაში. რევოლუციის შემდეგ ის დროებით დახურეს, ხოლო ცოტაოდენი ხნის შემდეგ ფაბრიკამ ისევ განაახლა მუშაობა და იქ დაიწყეს ბანქოს გამოშვება რევოლუციამდელი ესკიზების მიხედვით. მოგვიანებით ისევ ამ საწარმოში მოხდა ბანქოს დასტის ადაპტირება ოფსეტური ბეჭდვისათვის.


image

image


გასაოცარია, რომ ზუსტად ბანქოს ეს ტიპი გახდა ყველაზე პოპულარული სსრკ–ში. სხვა ვერცერთმა მას კონკურენცია ვერ გაუწია, თუმცა სწორედ იმ პერიოდში იბეჭდებოდა ბანქოს სხვადასხვა სახეობა-ანტირელიგიური, ანტიფაშისტური და მრავალი სხვა.


image

5
7071
25-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
7071
  
2016, 16 ნოემბერი, 16:25
მართლაც საინტერესო და ახალი ინფორმაცია იყო
2016, 9 ნოემბერი, 23:50
გამიგია, რომ ციხეებში ხატავდნენ პატიმრები ბანქოს ქაღალდებს და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდათ.
2016, 9 ნოემბერი, 23:49
მადლობა, ნათი :*
2016, 7 ნოემბერი, 15:26
მე ვიცნობ უკვე ღრმად მოხუცებულ ყოფილ ბანქოს მოთამაშეს, რომელიც თავად ხატავდა სრულფასოვნად ბანქოს ქაღალდს და პროფესიონალი მოთამაშეც გახლდათ.
2016, 7 ნოემბერი, 14:34
აუუ, რა საინტერესო ინფორმაციია, მანჩო, როგორც ყოველთვის, საოცარი სტატია გაქვს. ბრავო!
0 1 5