x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ყველაზე გახმაურებული რიტუალური მკვლელობები
თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე მომხდარმა რიტუალურმა მკვლელობამ მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო. შეგახსენებთ 19 ოქტომბერს 76 წლის ლუბა ყ., მისმა ნაშვილებმა, 19 წლის ირმა ყ.-მ მეგობრებთან ერთად მოკლა, მათ შორის მისი შეყვარებულიცაა.

მთლიანად საქმეზე აყვანილია 5 ბრალდებული, აქედან ერთ-ერთი კანიბალიზმშია ეჭვმიტანილი.ბრალდებულები სექტანტური დაჯგუფების წევრები იყვნენ.


მოდით გავიხსენოთ მსოფლიოში ბოლო 100 წელიწადში მომხდარი სექტანტების მიერ განხორციელებული ყველაზე შემზარავი დანაშაულები.



1) 1931-35 წლებში 6 მიმდევარი ჩაახრჩვეს წყალში, ჭაობში, ნაწილი კი კოცონზე დაწვეს ხრისტოფორ ზორიანოვის სექტამ კიროვის ოლქში(რუსეთი)


image


2)1966 წელს შვიცარიაში მხეცურად მოკლეს ახალგაზრდა გოგონა რელიგიურმა ფანატებმა, რომლებსაც სურდათ "მისგან ეშმაკი განედევნათ".



3)1972 წელს ინდოეთში სექსტა "ანანდა მარგამ" დახოცა მისი ყოფილი მიმდევრები და რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი.სხვათა შორის ინდურმა სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ სექტა "ანანდა მარგა"-ს ხელმძღვანელობა აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან იყო შეკრული და ფინანსურ დახმარებასაც იქიდან იღებდა.

image


4)ჩარლზ მენსონის სექტა "ოჯახი".1969 წლის 9 აგვისტოს კალიფორნიაში მან და მისმა მოწაფეებმა განახორციელეს რიტუალური მკვლელობა .მათ მოკლეს რეჟისორ რომან პოლანსკის ფეხმძიმე მეუღლე შერონ ტეიტი და მისი მეგობრები.



5)ეშმაკისთაყვანისმცემლებმა 1973 წლის აპრილში ფლორიდაში(აშშ)მხეცურად მოკლეს 17 წლის როზა კოჩრენა, მისი საშინლად დასახიჩრებული გვამი პოლიციამ ქალაქ დაიტონ-ბიჩის მახლობლად იპოვა.სამართალდამცავების დასკვნით როზა კოჩრენა სატანისტების მსხვერპლი შეიქმნა.



6)ინტერპოლის მონაცემებით მარტო 1989-90 წლებში აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და კანადაში სატანიტებმა 100 რიტუალური მკვლელობა განახორციელეს.



7)70-იანი წლების შუახანებში სექტანტური გაერთიანება მუნის ეკლესიის მიმდევრებმა საფრანგეთში რამდენიმე თვითმკვლელობა განახორციელეს, მათ შორის საკუთარ სხეულზე ცეცხლის წაკიდების გზით.



8)მასობრივი თვითმკვლელობა 1978 წლის 18 ნოემბერს სექტა "სახალხო ტაძრის"(ლიდერი-ჯიმ ჯონსი) მიმდევრების მიერ აშშ-ში .911-მა ადამიანმა დალია "გამაგრილებელი" სასმელი "კუნ ეიდი", რომელიც ციანიდს შეიცავდა.

image


9)სექტა "სერვაივალისტებმა"(ანუ "ისინი ვინც გადარჩებიან") ლეონარდ ლეიკმა და ჩარლზ ინგმა მოკლა 25 ადამიანი 1985 წელს, მათ შორის ბავშვებიც.

სექტა შეიქმნა 70-იან წლებში აშშ-ში, მასში გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებსაც ბირთვული ომის პანიკური შიში ჰქონდათ.



10)1993 წლის აპრილში გფბ შტურმით ცდილობდა აეღო კომუნა"მაუნტ კარმელი", რომელსაც წლების განამავლობაში აკვირდებოდა, და იქ "ღმერთის" სახელით უამრავი კანონდარღვევა ხდებოდა.იქ იყო მოკალათებული დავიდ კორეშის სექტა "დავიდოვის შტო".სექტის მიმდევრებმა გადაწვეს იქაურობა და ამასთანვე ცეცხლი წაიკიდეს სხეულზე.შედეგად დაიღუპა 88 ადამიანი, მათ შორის დავიდ კორეშას ცოლები და ბავშვები.


image


11)სექტა "თეთრი ძმების" მასობრივი თვითმკვლელობა აღკვეთა უკრაინის მილიციამ 1993 წელს.

გრანდიოზული სისხლიანი შოუ, განსჯის დღე თავიდან დანიშნული იყო 24 ოქტომბერს, თუმცა შემდეგ 14 ნოემბერს გადაიტანეს.მილიციამ მაშინ 616 ადამიანი აიყვანა, მათ შორის 137-მა შიმშილობა გამოაცხადა პროტესტის ნიშნად."თეთრი ძმების" მიმდევრები ერთმნიშვნელოვნად განწყობილი იყვნენ სიკვდილისთვის.



12)სექტა "მზის ტაძრის ორდენი"-ამ სექტის მიერ 1993-1994 წლებში განხორციელდა 3 რიტუალური მკვლელობა და 2 რიტუალური თვითმკვლელობა.ამასთანავე საფრანგეთის ალპებში 1995 წლის 22 დეკემბერს სექტის 16 მიმდევარმა თავი დაიწვა.მათ შორის იყო სამი ბავშვი, 2-იდან 6 წლამდე.1994 წლის 4 და 5 ოქტომბერს შვეიცარიაში, ორ სოფელში პოლიციამ აღმოაჩინა "მზის ტაძრის" მიმდევრების 64 გვამი.სხეულები დამწვარი იყო, ზოგს ნატყვიარი ეტყობდა და თავზე ცელოფანის პარკი ჰქონდათ ჩამოცმული.

image


13)1996 წლის 13 სექტემბერს ლატვიაში დაიღუპა 17 წლის გოგონა, რომლის დედაც "იეჰოვას მოწმე" იყო.დედამ უფლება არ მისცა ექიმებს გოგონასთვის სისხლი გადაესხათ, რადგან სექტა უკრძალავს მსგავს პროცედურას.ანალოგიური ფაქტები მოხდა გერმანიაში, რუსეთში, აშშ-ში სხვაგან.



14)1999 წლის სექტემბერში სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ დააკავა სატანისთა სექტის ოთხი წევრი, რომლებიც 12 ადამიანის რიტუალურ მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულები, თუმცა ზოგიერთი მონაცემებით მათ 40-მდე მკვლელობა ჩაიდინეს.




15)2000 წლის მაისში არგენტინაში ორმა ქალიშვილმა, 21 წლის სილვინამ და 29 წლის გაბრიელამ მხეცურად მოკლეს მამამისი.50 წლის მამაკაცს 100 ჭრილობა მიაყენეს დანით.როდესაც პოლიცია მივიდა ადგილზე ერთ-ერთი გოგონა ყვიროდა:"სატანა გამოვიდა მის სხეულიდან", ხოლო მეორე ამასობაში სატანას უხმობდა.


როგორც გაირკვა ოჯახი სექტა "ალქიმური ტრანმუტაციის ცენტრის" წევრები იყვნენ.



16) 2002 წლის 5 მარტს კენიის პოლიციამ დააკავა სექტა “Mungiki”-ის 300 წევრი, მათ მაჩეტებით აჩეხეს 51 ადამიანი, მათგან 23 გარდაიცვალა.


image



3
587
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
587
  
2016, 9 ნოემბერი, 10:31
რატო არ კრძალავენ ესეთ სექტებს ???
2016, 6 ნოემბერი, 21:41
კრაზანას ბუდესავით უნდა ამობუგო...
2016, 6 ნოემბერი, 19:47
საშინელებაააააა.....:-(
0 1 3