x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცოლი, ქმარი, საყვარელი — არანაირი კითხვები და ეჭვიანობა

ბუტიკში შედის ქალი. ასე, 30 წლის იქნება. მოვლილი, მოდურად ჩაცმული, საკუთარ თავში დარწმუნებული.


image


მას თან ახლავს ოდნავ გამელოტებული, არასპორტული გარეგნობის, 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ხელზე ოქროს საათი უკეთია.
ქორწინების ბეჭდები ერთნაირი უკეთიათ. ე.ი. — ქმარია. მას სახეზე ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს ქმარს ქალების ტანსაცმლის მაღაზიაში. მსუფუქად რომ ვთქვათ — მოწყენილია. ქალი ყველაზე ძვირადღირებულ კაბას ირჩევს, დიდხანს იზომავს მას და თან სიამოვნებისგან კვნესის. ქმარს მალე სწყინდება მეუღლის საქციელი და კაბას ყიდულობს. ფასი 3 000 დოლარი! ისინი მიდიან. მეორე დღეს, ეს ქალი სულ სხვა მამაკაცთან ერთად შედის იგივე ბუტიკში. მეორე პარტნიორი, პირველისგან სრულიად განსხვავებულია: ახალგაზრდა, სპორტული, საუკეთესოდ ჩაცმული, მასაც უკეთია ქორწინების ბეჭედი. მაგრამ, განსხვავებული — ე.ი. საყვარელია.

ქალი ზუსტად ისეთივე კაბას იღებს, წინა დღეს რომ იყიდა და ისევ იზომავს. გამყიდველები — დისციპლინირებულები არიან და არაფერს იმჩნევენ. ქალი ისევ იწყებს კვნესას ვნებისგან. ამ შემთხვევაში, უფრო ხმამაღლა და დამაჯერებლად. მამაკაცი დიდხანს ორჭოფობს, ბოლოს მაინც ტყდება და 3 ათასს იხდის.
ქალი, მოჭარბებული მადლიერების გრძნობით, ბედნიერებისგან გაბადრული სახით ტუჩებში კოცნის მამაკაცს და მიდიან.
მესამე დღეს იგივე ქალი მოდის ბუტიკში. მარტო. და ორიდან ერთ კაბას უკან აბრუნებს. იღებს 3 ათას დოლარს ხელზე და მიდის.

image

მორალი: ქმარი დარწმუნებულია, რომ კაბა მან უყიდა. დარწმუნებულია საყვარელიც, რომ კაბა მისი ნაჩუქარია. არანაირი კითხვები და ეჭვიანობა. ხოლო ქალს სამი ათასი დოლარი და უმშვენიერეს კაბა დარჩა.

0
975
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
975
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0