x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"იეჰოვას მოწმეები" I - ნაწილი (სექტანტობის საფრთხე)
image



სხვა სახელწოდებანი: "სიონის საგუშაგო კოშკის საგამომცემლო საზოგადოება",

"საგუშაგო კოშკის საზოგადოება". ჟურნალი "საგუშაგო კოშკი" ამ სექტის

სარწმუნოებრივი მოძღვრების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.


image


დახასიათება: ანტიქრისტიანული მიმართულების მქონე საშიში ტოტალიტარული

სექტაა, მისი მოძღვრება შეიცავს რჩევადარიგებებს და გააჩნია პრაქტიკა, რომლის

მეშვეობითაც შეუძლია, ზიანი მიაყენოს ადეპტის პიროვნებასა და ჯანმრთელობას, მის ოჯახს, აესვე, ტრადიციულ ეროვნულ სულიერებასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს (კერძოდ, ორგანიზაცია თავისი წევრების სამხედრო სამსახურში შესვლის

წინააღმდეგ გამოდის).




სექტის ისტორია: ამ სექტის დამაარსებელია ჩარლზ ტეიზ რასელი, დაბადებული

1852 წლის 16 თებერვალს პენსილვანიის შტატის ქალაქ ალეგენიში.

ბავშვობიდან დადიოდა კონგრეგაციონალურ ევანგელისტურ თემში. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ეჭვი შეიტანა ამ ორგანიზაციის დოქტრინის ჭეშმარიტებაში განგებისა

და სულის უკვდავების შესახებ.



ჩარლზ ტეიზ რასელი (Charles Taze Russell)


image



1870 წელს, 18 წლის ასაკში, მან ჩამოაყალიბა 6 კაცისაგან შემდგარი ბიბლიის

შემსწავლელთა წრე. 1879 წელს რასელმა საკუთარი ჟურნალი გამოსცა,

სახელწოდებით: "The Herald of the Morning".

image

ამ დროსვე, ადვენტისტ ნელსონ ბარბორთან თანაავტორობით, გამოსცა წიგნი

სახელწოდებით: "სამი სამყარო", სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ 1914 წელი -

"წარმართთა ეპოქის დასასრულია".


image

შემდგომში რასელი გამოეყო ბარბორს და სახელი შეუცვალა თავის ჟურნალს, მას

"სიონის საგუშაგო კოშკი" და "ქრისტეს დასწრების მაცნე" დაარქვა.


image


ეს გამოცემა წინასწარმაუწყებელი, მახარებელი გახდა თანამედროვე

"იეჰოვას მეუფების მაუწყებელი საგუშაგო კოშკისა".



1886 წელს რასელმა გამოაქვეყნა პირველი ტომი წმ.წერილის განმარტებების

სერიიდან სახელწოდებით "ათასწლიანი განთიადი". ეს კომენტარი

(ექვსი ტომი გამოსცა რასელმა, მეშვიდე - "დაკარგული საიდუმლო" - მისმა

მემკვიდრემ რუტერფორდმა)

"წმ.წერილის შესწავლის" სახელწოდებით, არის ძირითადი განმარტება წმიდა

წერილისა ამ ორგანიზაციაში. გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, სექტამ

ელვისებური სისწრაფით იწყო გავრცელება. 1908 წელს ორგანიზაციის ცენტრი გახდა

ბრუკლინი, ნიუ-იორკის შტატი, ჰიკს-სტრიტი 17. ამ ცენტრს "ბრუკლინის სკინიას" უწოდებენ.



Brooklyn, New York, 17 Hicks Street

image



როგორც გამოირკვა, რასელი წარმატებული ბიზნესმენიც ყოფილა, რომელიც საზოგადოების უზარმაზარ ფინანსურ კაპიტალს უწევდა კონტროლს, რასელის ხელში

აღმოჩნდა მის მიერვე დაარსებული სააქციო საზოგადოების აქციების 99 %.


რასელს ცხოვრება არაერთხელ ჩამწარებია სასამართლო პროცესებით. საუკუნის

დასაწყისში, "საგუშაგო კოშკმა" დაიწყო "სასწაულებრივი ხორბლის" რეკლამირება,

რემელიც თითქოს ხუთჯერ მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე უბრალო ჯიშები, რის

შემდეგაც გაზეთ "ბრუკლინ დეილი იგლ" - ში გამოჩნდა მონაცემები რასელის

მიმდევართა ავანტიურისტული გეგმების შესახებ. 1913 წელს რასელმა ცილისწამებაში

დაადანაშაულა გაზეთი და უჩივლა სასამართლოში, მაგრამ მან საქმე წააგო, რასაც

უზარმაზარი სკანდალი მოჰყვა, რაღა თქმა უნდა, არა რასელის სასარგებლოდ.


image


გარდა ამისა, 1912 წლის ივლისში, ვინმე ჯ.როსმა, ბაპტისტული ეკლესიის

პასტორმა, გამოაქვეყნა პამფლეტი სახელწოდებით "ზოგიერთი ფაქტი ორიგინალური პასტორის ჩ.თ. რასელის შესახებ", სადაც

ააშკარავებდა რასელის ზნეობრივ სახეს და წერდა "იმ ადამიანის დამღუპველ

სწავლებაზე, რომელიც არც მეცნიერია, არც ღვთისმეტყველი", რომელმაც,

მისი აზრით, მოიგონა "ანტირაციონალური, ანტიმეცნიერული, ანტიბიბლიური,

ანტიქრისტიანული..." სისტემა. შემდგომ როსი რასელს ბრალდებას უყენებს,

როგორც ცრუ მეცნიერსა და ფსევდოფილოსოფოსს, რომელმაც "პრაქტიკულად

არაფერი უწყის ფილოსოფიის, სისტემური და ისტორიული ღვთისმეტყველების

შესახებ და სრულიად უმეცარია ძველ ენებში". რასელმა მაშინვე უჩივლა მას

ცილისწამებისთვის და 1913 წლის მარტში წააგო პროცესი, რითაც დადასტურდა

ჯ. როსის მიერ წაყენებული ბრალდებების უტყუარობა და სამართლიანობა.

პროცესის მსვლელობის დროს რასელმა, მოიხმო რა მოწმედ ყოვლისშემძლე ღმერთი,

დაიფიცა ელაპარაკა "სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის

გარდა", მაგრამ რამდენჯერმე ჯვარედინი დაკითხის დროს ყალბი ჩვენების მიცემაში

იქნა მხილებული.



ეს ფაქტები უფლებას გვაძლევს, ცალსახა, ერთმნიშველოვანი დასკვნა გამოვიტანოთ "პასტორის" უსაფუძვლობისა და შინაგანი წინააღმდეგობრიობის შესახებ, ვის

სწავლებასაც ასე ხელაღებით ანდობენ საკუთარ სულს "იეჰოვას მოწმეები".



გაგრძელება იქნება...

11
348
12-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
348
  
2017, 5 იანვარი, 8:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დათო-ის კომენტარზე
2016, 6 ნოემბერი, 23:41
იყოს კაცო ვინც უნდა ის, ოღონდ სხვებს ნუ მოახვევს იმას რისი დამტკიცებაც თავად არ ძალუძს...
2016, 6 ნოემბერი, 23:40
თქვე კარგო ადამიანო ამდენი საუკუნე რომ არ ჩანდით, ახალი ვარსკვლავივით რომ გამოჩნდით ეს მეტყველებს სექტა რომ ხართ და რა გითხრათ აბა?!
2016, 6 ნოემბერი, 23:39
მეცნიერებს ვერ გაუშიფრავთ ბოლომდე ბიბლია და თქვენ გინდათ ნაკლებად წიგნიერ ადამიანებს კვევები ჩაატარებინოთ ბიბლიაზე?
სასაცილოდ რომ ჟღერს თუ აკვირდებით.
იესო რომ მივიდა მოსეს ტაძარში და იქ მოვაჭრეები დაარბია შემდეგი სიტყვებით: (დაალოებით) ვინ მოგცათ მამაჩემის სახლის წაბილწვის უფლებაო ამაზე რას გვეტყოდით?
თქვენ ხომ ეკლესიას არ აღიარებთ, ეკლესია ისეოს მამის სახლი თუა რაღაც ლოგიკას ძალიან სცილდებით. :))))
2016, 6 ნოემბერი, 0:08
ძალიან საინტერესო იყო,,, ველოდები გაგრძელებას. ქვემოთმოყვანილი კომენტარის ავტორს ალბათ კიდევ სჯერა: ''I Believe I Can Fly" :)
2016, 5 ნოემბერი, 23:29
დათო ხარ თუ დათიკუნა, შენ თავად ხარ მგონი არაქრისტიანი.
2016, 5 ნოემბერი, 23:03
გიმეორებთ, დაელოდეთ სტატიის დასრულებას, ყველაფერს შევეხები და დავადასტურებ... და სასაცილოა იმის მტკიცება, რომ მართლმადიდებლობასა და იეჰოვას მოწმეებს შორის სხვაობა თქვენს სასარგებლოდაა...
2016, 5 ნოემბერი, 22:58
სტატია ამით არ დამთავრებულა და თუ შეიძლება დაელოდეთ გაგრძელებას. იმასაც დავასაბუთებ და მოვიყვან მაგალითებს ისტორიული წყაროებიდან თუ რატომ არაა ვითომ და მოწოდება მიჰყვნენ რასელის ხელმძღვანელობას... ასე, რომ დაელოდეთ...
2016, 5 ნოემბერი, 22:50
სტატიის ავტორს ვურჩევ, ვიდრე ასეთ სერიოზულ საკითხებზე წარმოუდგენს მკითხველს მტკიცებებს, საკითხი ჯერ კარგად შეისწავლოს. დაპირისპირების მეთოდს თუ გამოიყენებ (მართლმადიდებლები - იეჰოვას მოწმეები) აშკარა იქნება სხვაობა და ცხადი იქნება ვინაა ახლო ბიბლიურ მოძღვრებასთან და ჭეშმარიტებასთან. გირჩევთ რელიგიური საკითხები ბიბლიის შუქში განიხილოთ და არა ჭორების საფუძველზე.
2016, 5 ნოემბერი, 22:42
ამტკიცებთ, რომ იეჰოვას მოწმეები არიან რასელის მიმდევრები, ამ მტკიცებასთან წინააღმდეგობაშია ის ფაქტი, რომ მათ ლიტერატურაში არაა მოწოდება მიჰყვნენ რასელის ხელმძღვანელობას, მათ ლიტერატურაში თითოეული აზრის განსამარტად მითითებულია ადგილები ბიბლიიდან, თავიანთ ხელმძღვანელად აღიარებენ იესოს და მის მამას, ყოვლისშემძლე ღმერთს. აქედან გამომდინარე, ამ სტატიაში იმის მტკიცება, რომ იეჰოვას მოწმეები არიან სექტანტები და რასელის მიმდევრები სიმართლეს არ შეესაბამება. მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები თავიანთ წევრებს მუდმივად მოუწოდებენ ბიბლიის კითხვისკენ და გამოკვლევისკენ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10