x
image
melody_inside
სიცოცხლის ხანგრძლივობის ტესტი: სულ რამდენიმე მოძრაობა გაჩვენებთ, თუ რამდენი დარჩა თქვენს სხეულს...

image


როგორც წესი იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად კარგად ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი, საჭიროა მრავალი ანალიზის გაკეთება. მაგრამ ბრაზილიელი მეცნიერი კლაუდიო ჰილ არაუჯომ დაამუშავა ერთი მარტივი ტესტი, რომელიც, როგორც თავად ირწმუნება, განსაზღვრავს, რამდენად ახლგაზრდა ხართ სინამდვილეში.


მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ილეთი ნამდვილად მუშაობს. ყველაფერი მარტივადაა! საჭიროა ჩაჯდე და ადგე. აი ასე:

image

1. დადექით იატაკზე ფეხსაცმელების გარეშე და და გადააჯვარედინეთ ფეხები. თავიდან თქვენ გაქვთ 10 ქულა.

image


2. დაჯექით, ფეხები გადააჯვარედენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიხმაროთ სხეულის სხვა ნაწილები. თუ თქვენ დაეყრდენით ხელს, იდაყვს, მუხლს ან ფეხს, კარგავთ ერთ ქულას. თუ თქვენ შეძელით ასე ჩაჯდომა, მაგრამ წონასწორობას ვერ ინარჩუნებთ, გერთმევათ ნახევარი ქულა.

image

3. განაგრძეთ იატაკზე ფეხიფეხგადაჯვარედინებულმა ჯდომა რამდენიმე ხანი. ეხლა ეცადეთ ხელების დახმარების გარეშე ადგომა.თავის რამეზე შემაგრებისთვის, კარგავთ ერთ ქულას.
image


4.მარტივი შკალის დახმარებით იოლად განსაზღვრავთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.


8 -10 ქულა: კარგია. შენ მისდევ ჯანმრთელი ცხოვრების წესს და შენი სხეული ბრწყინვალე მდგომარეობაშია. ჯანმრთელობა წესრიგშია.


6 -7, 5 ქულა: ცუდი არაა. დიდი რისკი არაა.


3, 5 – 5, 5 ქულა: გაფრთხილება. პრობლემებია. რისკი იმისა, რომ მოკვდეთ შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, ორჯერ მეტია, ვიდრე წინა ორი კატეგორიის ადამიანებს.


0 -3 ქულა: ცუდია. სერიოზული გაფრთხილება. შენ ძალიან ცუდ ფორმაში ხარ, და შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში სიკვდილის რისკი ხუთჯერ მეტი გაქვს, ვიდრე „კარგია“-ს კატეგორიის ადამიანს.


რა თქმა უნდა, ასეთი ტესტი არ გამოდგება სპეციფიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მიუხედავად ამისა, ყველას აინტერესებს სცადოს.


პირველი ორი კატეგორიის ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. მაგრამ, თუ თქვენ ქვედა ჯგუფში აღმოჩნდით, კარგი იქნება თუ სერიოზულად დაფიქრდებით თქვენს ჯანმრთელობაზე მანამდე, სანამ ძალიან გვიან იქნება.


თუმცა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის აუცილებელია. გაუფრთხილდით საკუთარ თავს!

0
1283
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0