x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
Nokia Lumia 800

imageფინურმა კორპორაციამ Nokia წარადგინა სმარტფონის პირველი მოდელები, რომელიც Microsoft-ის Windows Phone-ის საოპერაციო სისტემაზე.
Lumia 800 გარეგნულად თითქმის არ განსხვავდება Nokia N9-გან, რომელიც MeeGo-ს პლატფორმაზე მუშაობს და რომლის შესახებაც კომპანიამ ივნისში განაცხადა.
Lumia 800 აღჭურვილია 3, 7-დიუმიანი სენსორული ClearBack AMOLED დისპლეით და 16 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით (მომხმარებლებისთვის, ასევე ხელმისაწვდომი იქნება 25 გბ SkyDrive-ის მეშვეობით). სიახლეს, ასევე გააჩნია 8-მეგაპიქსელიანი კამერა Carl Zeiss-ის ოპტიკით, ავტოფოკუსით და ორმაგი შუქდიოდური განათებით (მხარდაჭერილია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა სიჩქარით 30 კადრი წამში). სმარტფონის ზომები — 116, 5×61, 2×12, 1 მმ, წონა — 142 გ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, მუშაობის ხანგძლივობა საუბრის რეჟიმში აღწევს 13 საათმდე და 335 საათმდე მოლოდინის რეჟიმში.
სმარტფონი ევროპულ ბაზარზე 2011 წლის ბოლომდე, აშშ-ს ბაზარზე კი 2012 წლის დასაწყისში გამოვა.

ტექნიკური ინფორმაცია:

2G ქსელი: GSM 850 / 900 / 1800 / 1900
3G ქსელი: HSDPA 850 / 900 / 1900 / 2100
ზომები: 116.5 x 61.2 x 12.1 მმ
ეკრანი: 480 x 800 პიქსელი, 3.7 დიუმი
ფოტო: 8 MP, 3264x2448 pixels, Carl Zeiss optics, autofocus, dual-LED flash
ვიდეო: 720p@30fps
ოპერაციული სისტემა: Microsoft Windows Phone 7.5 Mango
პროცესორი: 1.4 GHz Scorpion processor, Adreno 205 GPU, Qualcomm MSM8255 Snapdragon chipset, 3D Graphics HW Acce
შიდა მეხსიერება: 16 GB storage, 512 MB RAM
მეხსიერების ბარათი: არა
GPS: კი, A-GPS მხარდაჭერით
სიმ ბარათი: MicroSIM
აკუმლიატორი: Li-Ion 1450 mAh (BV-5JW)
ლოდინის დრო: 265 სთ (2G) / 335 სთ (3G)
საუბრის დრო: 13 სთ (2G) / 9 სთ 30 წთ(3G)

0
151
4-ს მოსწონს
ავტორი:levani
levani
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0