x
image
alex999
Mediator image
თუ ძლიერი ხველება გაწუხებთ, მაშინ გაითვალისწინეთ ეს რჩევები!

ზამთრის დადგომასთან ერთად, სხვადასხვა ვირუსული დაავადებებიც უფრო ხშირად ვრცელდება. ერთ-ერთი აუტანელი მათგანი ხველებაა. როგორ გავუმკლავდეთ ძლიერ ხველებას? თუ გაინტერესებთ, მაშინ პასუხს ჩვენს დღევანდელ სტატიაში მიიღებთ!

image







დალიეთ წყალი ყლუპ-ყლუპად!

image


ზედა სასუნთქი გზების ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი, სურდო და ძლიერი ხველა. წყალი ეხმარება ყელის ნარჩენებისგან გასუფთავებაში, განსაკუთრებით თუ ყლუპ-ყლუპად დალევთ. ბევრი წყლის დალევა ასევე ყელში ტენიანობას ინარჩუნებს და ხველების შესუსტებაში დაგეხმარებათ. პროფესორების რჩევით დღეში საშუალოდ რეკომენდებულია 2 ლიტრა წყლის დალევა.





მიირთვით ჩაი ლიმნით, თაფლით და პიტნით!

image


ლინდელინის, ასკილის, კოჭას, ლიმნის, პიტნის თუ ნატურალური ჩაი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მიირთვით დღის განმავლობაში 4-5 ჯერ და ხველებისგან თავის დასაღწევად ერთ დიდ ნაბიჯს კიდევ გადადგავთ. გაითვალისწინეთ, რომ სასარგებლოა ასევე ამ არომატებში თაფლის შერევაც.





მიიღეთ C- ვიტამინით მდიდარი საკვები!

image

C - ვიტამინი, ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ვიტამინია. C -ვიტამინს შეიცავს(ხილის სახეობა): გრეიფუტი, ლიმონი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ყურძენი და ა.შ (ბოსტეულის სახეობა): პამიდორი, მწვანე ლობიო, ბარდა, ისპანახი, ხახვი და ა.შ. ეს ყველაფერი, როგორც ანტიოქსიდანტი მოქმედებს ეფექტურად, დაავდების ორგანიზმიდან სწრაფად განდევნისთვის.





არ მოწიოთ!

image


ჩემი აზრით, ამას ბევრი ახსნა განმარტება არ სჭირდება. მოწევა ყველაფრისთვის მავნებელია. სიგარეტის კვამლი აღიზიანებს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს. რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ.





დაარეგულირეთ ოთახის ტენიანობა!

image


ოთახში მშრალი ჰაერი აღიზიანებს ყელს და ხველა უფრო ძლიერი ხდება, ამიტომ აუცილებლად დაამონტაჟეთ კონდიციონერი ან თერმომეტრი. საშუალო ტენიანობა ოთახში 30 დან 50 -მდე უნდა იყოს. გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ ტენიანობის მაჩვენებელი აპარატების რეგულარულად გამოყენება არ არის სასარგებლო. ყოველ დილას გაღვიძებისთანავე გაანიავეთ ოთახი!





მიიღეთ ცხელი შხაპი!

image



ცხელი შხაპი ცხვირის გამონადენს ამცირებს და შესაბამისად ხველაც სუსტდება. ცხელი წყლის ორთქლი ასევე ეფექტურია ალერგიიდან და ასთმიდან გამომდინარებულ ხველებისთვისაც.





არ ჭამოთ ღამის 9 საათის შემდეგ!

image


ღამის საათებში, 9 საათის შემდეგ არ ჭამოთ! არ მიღოთ გაზიანი სასმელები და არც გადაჭარბებული რაოდენობით ჩაი ან ყავა. ძილის დროს, ბალიშზე თავი, რაც შეიძლება მაღლა დადეთ.





მოერიდეთ ისეთ ნივთებს, სადაც მტვერი ბუდობს!

image


თუ ალერგიული ხართ, მაშინ ეცადეთ თქვენი საძინებელი გაანთავლისუფლოთ ნაქსოვი ტანსაცმელისგან. მოკლედ რომ ვთქვათ მოერიდეთ ყველაფერს, სადაც შესაძლებელი იქნება მტვერი იყოს დაგროვილი, ხველებას გაგირთულებთ!






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

10
7560
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
7560
  
2016, 4 ნოემბერი, 17:03
და კარგი აბრივიატურაა კარგი კი არა ძალიან მაგარი :-))
2016, 4 ნოემბერი, 17:03
მეც არ გამომდის გადასარევად. ხასიათზე ვარ დამოკიდებული. მოინდომე და გამოგივა. მე მეგობრების დახმარებით გამომივიდა. აქ ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. სუყველა რეიტნგის ათეულში არიან
2016, 4 ნოემბერი, 17:01
სამწუხაროდ ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით არ ვარ დაჯილდოებული სტატიების წერის ნიჭით,
2016, 4 ნოემბერი, 17:01
ჰო გეტყობა, ყველგან შენ მეჩითები. მიდი ახალი სტატია დავდე წაიკითხე აბაა
2016, 4 ნოემბერი, 17:00
საიტის აქტიური მკითხველი ვარ :-))
2016, 4 ნოემბერი, 16:59
:-))
2016, 4 ნოემბერი, 16:44
გმადლობთ საინტერესო სტატიების დირექტორო(სსდ) :D ასე გადავტარგმნე უცებ :D
2016, 4 ნოემბერი, 16:43
სასარგრბლო რჩევებია
2016, 4 ნოემბერი, 15:13
გაიხარე ნიკოლოზ :*
2016, 4 ნოემბერი, 12:56
სასარგებლო და კარგი სტატიაა!! ჩათვალე გაზიარებულია))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10