x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან მაღაზიაშივე (!) და როგორი უნდა იყოს იარლიყი - ეს ბევრმა არ იცის!
image


თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა საკმაოდ კარგად იქნას იმიტირებული ბუნებრივი ტყავის არა მხოლოდ სტრუქტურა, არამედ სუნიც კი. ამიტომ ძალიან ხშირად, გაუთვიცნობიერებელი მომხმარებლისთვის თითქმის შეუძლებელია ხდება ნამდვილი ტყავის ხელოვნურისგან განსხვავება და იძულებულია გამყიდველის "პატიოსან" სიტყვას ან მაღაზიის პრესტიჟს ენდოს. თუმცა არც ერთი მათგანი, ხშირად, სანდო არ არის. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე კრიტერიუმს, რომლებიც დაგეხმარებათ მაღაზიაშივე (!) გაარჩიოთ ერთმანეთისგან ხელოვნური და ბუნებრივი ტყავის ნაწარმი.


image

1. თბოგამტარობა


ბუნებრივი ტყავი შეხების შედეგად მალე გათბება, ოღონდ დარჩება მშრალი. ტყავის შემცვლელი კი გათბება მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ხელზე კი ამ დროს ოდნავ სისველეს იგრძნობთ.



2. სისქე და კიდეები


ბუნებრივ ტყავი, ჩვეულებრივ ტყავის შემცვლელზე უფრო სქელია და აქვს უფრო მომრგვალებული და უხეში კიდეები. ხელოვნურ მასალას კი გლუვი და თანაბარი კიდეები აქვს.

3. ელასტიურობა

image

თუ ნატურალური ტყავის ნაწარმს ხელს დავაჭერთ, დაჭერის მომენტში გაჩნდება წვრილი ნაოჭები, გასწორებისას კი მაშინვე გაუჩინარდება. ნატურალური ტყავი გაწელვის შემდეგ სწრაფად იბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას.


4. ფერი


დაჭერის, გაწელვისა თუ მოხრის დროს ბუნებრივი ტყავი არ იცვლის ფერს. ხელოვნურმა კი შეიძლება შეფერილობა შეიცვალოს.


5. სუნი


ხელოვნურ ტყავს შეიძლება მკვეთრი ქიმიური სუნი ჰქონდეს. თუმცა დღეს უკვე ამ კრიტერიუმს ვეღარ ვენდობით, რადგან არსებობს სპეციალური ტყავის არომატიზატორები.


6. ფორები


ხელოვნური ტყავის ფორები ერთნაირი სიღრმისა და ფორმისაა, ნატურალურისა კი არათანაბრადაა გადანაწილებული.

7. საფუძველი


ბუნებრივი ტყავის ნაწარმზე ჭრების ადგილებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ დიდი რაოდენობით ერთმანეთში გადახლართულ ბოჭკოებს. თუ ამგვარი ბოჭკოები არ არის და მათ მაგივრად ქსოვილი ან სხვა მასალაა, საქმე ტყავის შემცვლელთან გვქონია.


image

როგორ წავიკითხოთ სწორად ტყავის ნაწარმზე არსებული იარლიყი?


ზოგიერთი მწარმოებელი პროდუქციაზე ადებს იმ მასალის ნიმუშს, რომლისგანაც არის შექმნილი. ჩვეულებრივი რომბის ფორმის იარლიყი აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ტყავის შემცვლელთან, ფიგურული ფორმის იარლიყი კი ბუნებრივ ტყავზე მიუთითებს.


image

ბუნებრივი ტყავის ნაწარმზე არსებულ იარლიყზე ასევე შეიძლება ეწეროს:


genuine leather (ინგლ.),

vera pelle (იტალ.),

cuir (ფრ.),

echtleder (გერმ).

image

არსებობს სხვა ხერხებიც, რომლებიც ბუნებრივი და ხელოვნური ტყავის ერთმანეთისგან გარჩევაში დაგეხმარებათ, ოღონდ მათი გამოყენება შეძენის ადგილზე ვერ მოხერხდება. ამიტომ ამგვარ ხერხებს მოცემულ სტატიაში არ შევეხებით.

0
14711
15-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
14711
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0