x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დააწყვეთ ლეპტოპზე მონეტები! - მარტივი ხერხი, რომლითაც კომპიუტერს დაიცავთ
image

ნოუთბუქების მფლობელებისთვის კარგად არის ცნობილი ისეთი პრობლემა, როგორიცაა მოწყობილობის გადახურება, რაც იწვევს მუშაობის შეფერხებას და, ზოგჯერ, სრულიად შეუფერებელ დროს, გამორთვასაც კი.


ქვემოთ მოგიყვებით ძალიან მარტივ ხერხზე, რომელიც გააუმჯობესებს ნოუთბუქის თბოგამტარობას და დაიცავს გადახურებისგან.


მაშ ასე, თუ თქვენი პორტატული კომპიუტერი მიდრეკილია გადახურებისკენ, აიღეთ რამდენიმე მონეტა, უმჯობესია სპილენძის, და სვეტებად დაალაგეთ მთელ თავისუფალ ადგილზე კლავიატურასა და მონიტორს შორის.



image

როგორც სითბოს განაწილების ამსახველ ამ ფოტოზე ჩანს, ლეპტოპის სწორედ ეს ნაწილი ხურდება ყველაზე მეტად. ამ შემთხვევაში მონეტები დამატებითი რადიატორის როლს შეასრულებს, რადგან მეტალს, განსაკუთრებით სპილენძს, კარგი თბოგამტარობა ახასიათებს.


image

სულ ეს არის! მონეტები შეძლებს ზედმეტი სითბოს გაფანტვას. თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა და ადრე თუ გვიან, აუცილებლად საჭიროა ლეპტოპის გაწმენდა მტვრისაგან, რადგან სწორედ იგი უშლის ხელს ქულერს ეფექტურ მუშაობაში.








0
2096
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2096
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0