x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა გელით 2017 წელს? (მე-2 ნაწილი)
ჩინური ასტროლოგიის ძირითადი თეზისია 12 ცხოველის პროეცირება არა თვეებზე, როგორც ევროპულ ასტროლოგიაში, არამედ წლებზე. მათ საკუთარი მოწესრიგებული სისტემა აქვთ და ყოველ ნიშანს თავისი წელიწადი ეკუთვნის. მათი მიმდევრობა ასეთია: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. მომავალი 2017 წელი კი ცეცხლისფერი მამლის წელია.


ასტროლოგები გვინმარტავენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი გველოდება წინ. მე კი რამოდენიმე წინადადებით გადმოგცემთ დღევანდელ სტატიაში თუ ვის რამდენ ფულს, როგორ კარიერასა და ჯანმრთელობას პირდება ჩვენი ცეცხლისფერი მამალი.


image

(სტატიის პირველი ნაწილი უკვე იხილეთ, დღეს კი მის გაგრძელებას გთავაზობთ. ყოველი შემთხვევისთვის ლინკი მათთვის, ვისაც წინა ნაწილი არ წაგიკითხავთ.)




http://intermedia.ge/სტატია/78923-რა-გელით-2017-წელს/91/




ვირთხა- (ვირთხის წელში დაბადებულები არიან 1960, 1972, 1984, 1996 და გადათვალეთ ყოველი მომდევნო მე-12 წელი) ყოველთვის გონივრულად და დინჯად ეკიდება გარშემო ატეხილ აურზაურს, ზის თავის ბუნაგში და ნამდვილად სწორედ იქცევა. მომავალ წელს ქარიშხლის მძვინვარებაა მოსალოდნელი, თუმცა ვირთხას ნაკლებად შეეხება და მთელი წელი სტაბილურად ჩაივლის.



ვეფხვი- (ვეფხვის წელში დაბადებულები არიან 1950, 1962, 1974, 1986, 1998 და გადათვალეთ ყოველი მომდევნო მე-12 წელი) ვეფხვი ერთ-ერთი იშვიათი ნიშანია, რომელსაც 2017 წელს პატარა შესვენების აღება სჭირდება. წარმატების მიღწევა, მხოლოდ მდინარის დინების მიმართულებით ცურვის შემთხვევაშია შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაიყაროს. ნუ აქვითინდებით, ნუ ამბოხდებით და ნუ შექმნით ქაოსს, დამშვიდდით და დაფიქრდით ღირებულებებზე, ეს იქნება შესანიშნავი დამწყები კაპიტალი მომავალი გამარჯვებებისთვის.



დრაკონი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 და გადათვალეთ ყოველი მომდევნო მე-12 წელი) აი ვის პირდება 2017 წელი განსაკუთრებულ უპირატესობებს. ასტროლოგები ვერ ხსნიან რატომ, თუმცა ცეცხლისფერი მამალი, სწორედ რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სწყალობს მომავალ წელს.



ცხენი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014) თქვენ თუ არა, აბა ვის? წარმატებისა და შრომის დაფასების წელი გელით, რადგან გასული ორი წელი უქმედ არ გაგიტარებიათ. სწორედ რომ წარმატების დროა და გამარჯვებას მალე მოიპოვებთ, თუნდაც ცუდის მსურველი გადაგეღობოთ, ცეცხლისფერი მამალი მთელი დადებითი ენერგიით ადვილად გადაგალახინებთ ამას.



მაიმუნი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016) მიუხედავად იმისა, რომ წელს მისი წელია, არც მომავალ წელს ტოვებს უსჩუქროდ ფორტუნა- დამსახურებული სიურპრიზები და დასვენებები უხვად იქნება. ამ ყველაფრისთვის კი ცოტა მეტი უნდა ეცადოთ, ვიდრე წელს, თუმცა მაიმუნებისთვის ხომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ღირსეული გზით თვითდამკვიდრება მათ ყველაზე კარგად გამოსდით.



ძაღლი- (ამ წელში დაბადებულები არიან 1958, 1970, 1982, 1994, 2006) გამოცდებისა და წარუმატებლობის წელი მალე მიილევა, უბრალოდ უნდა მიგეღოთ ისინი და გადაგელახათ, რის შემდეგაც წარმატებას მიაღწევდით და არა მინის იქიდან გეცქირათ. თუმცა ეს ყველაფერი გაივლის და 2017 წელს ერთ დღესაც მოვა წარმატება.



3
1073
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1073
  
2016, 3 ნოემბერი, 20:31
მამალზე წინა სტატიაში მაქვს განმარტება და შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე გადახვიდეთ და წაიკითხოთ თქვენთვის მოსალოდნელი ამბავი
2016, 3 ნოემბერი, 20:20
მე მამალი
2016, 3 ნოემბერი, 15:48
მე ვარ ვირთხა!
0 1 3