x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ახალგაზრდა ქალმა გაყიდა მამაკაცებისგან ნაჩუქარი "iPhone 7" -ები და ბინა იყიდა
image


ქალაქ ჩენჟიანში მაცხოვრებელმა გოგონამ, 20 ცალი ნაჩუქარი iPhone 7 გაყიდა და ამით ბინა იყიდა.ეს ამბავი ახალგაზრდა ქალის მეგობარმა გაამჟღავნა.ამის შესახებ იუწყება BBC.


ჩინელმა გოგონამ, რომლის სახელიც არის პირობითად ხიაოლი დაიტრაბახა მეგობრების წინაშე, რომ უძრავი ქონება იყიდა და იცით როგორ? ყოველ მის ბოიფრენდს სთხოვდა საჩუქრად iPhone 7 ეყიდა.უცნობია ყველასთან გამოუვიდა თუ არა "ნომერი", თუმცა საბოლოოდ 20 მამაკაცის გაბრიყვება შესძლო.


ტექნიკა გოგონამ ინტერენტის საშუალებით გაყიდა, მან ტელეფონები ერთბაშად მიყიდა მობილური ტელეფონების უტილიზაციის კომპანიას Hui Shou Bao-ს, რაშიდაც მთლიანობაში 115 ათასი იუანი აიღო(დაახლოებით 17 000 აშშ $).ამის შემდეგ გოგონამ შეძლო თანხის შეტანა ქალაქგარეთ ბინის მშენებლობისათვის.



"ახლა ყველა ამის შესახებ საუბრობს სამსახურში, ნეტა რას იფიქრებენ ის მამაკაცები მის შესახებ, როდესაც სიმართლეს გაიგებენ."-წერს ბლოგში მისი მეგობარი.


ამასთანავე, იგივე ბლოგში მისი მეგობარი წერს, რომ ხიაოლი ღატაკ ოჯახში გაიზარდა, დედა დიასახლისი ჰყავს, ხოლო მამა მიგრანტია და ეს ბინა მას მოხუცებული მშობლებისთვის სჭირდება.



მოკლედ ეს ინფორმაცია ვირუსივით გავრცელდა მთელს ჩინეთში და № 1 განსჯის საგანი გახდა Weibo-ზე (პოპულარული ჩინური სოციალური ქსელი), ეს ამბავი გაზიარებულია 13 მილიონჯერ.კომენტარებში უმეტესობას უზნეოდ მიაჩნიათ გოგონას საქციელი, რომელმაც ამდენ მამაკაცს მოატყუა, ითამაშა რა მათ გრძნობებზე.ზოგს კი მიაჩნია, რომ გოგონამ მოხერხებულობა და საზრიანობა გამოიჩინა.


თუმცა არის საკამაოდ დიდი ნაწილიც, რომ ეს ისტორია ფეიკი მიაჩნიათ.


"მე ერთი მეგობრის პოვნაც კი არ შემიძლია, რომ მიყიდოს Phone 7, ერთი მასწავლეთ, რა რანაირად შეძლო 20 ბოიფრენდის გაბრიყვება და როგორ აიძულა ისინი ტექნიკა ეყიდათ."

ბევრ ისიც უკვირს როგორ ახერხებდა 20 მამაკაცთან ან შესაძლოა უფრო მეტთან ერთდროულად ურთიერთობას?


ამ ისტორიაში საბოლოოდ რომ გარკვეულიყო, BBC Trending-მა მცირე გამოძიება ჩაატარა, ისინი დაუკავშირდნენ კომპანია Hui Shou Bao-ს და მათ მართლაც დაადასტურეს, რომ ნამდვილად ოქტომბრის დასაწისში ახალგაზრდა ქალისგან შეიძინეს ერთბაშად 20 ცალი iPhone 7, რომელშიც სათითაოდ 6000 იუანი გადაიხადეს(725 ფუნტი).



4
366
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
366
  
2018, 4 ივნისი, 12:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 3 ნოემბერი, 9:33
აბა რაა :-))
2016, 2 ნოემბერი, 17:19
:))))))))))
მანქანაც ხომ ჭირდება და...
2016, 2 ნოემბერი, 17:01
საღოლ მაგას,
რა შესახვედრი ადგილი არ ჭირდებოდათ?
ხოდა გაყიდა აიფონი იყიდა ბინა :-))
ეხლა ნახეთ ტქვენ რამდენ აიფონს შეაგროვებს :-))
0 1 4