x
image
natia.a
როგორ გავაძლიეროთ ინტერნეტის სიგნალი ზედმეტი გადასახადის გარეშე - აუცილებლად სცადეთ!
image
მათთვის, ვინც Wi-Fi როუტერით სარგებლობს, ალბათ კარგად არის ნაცნობი ისეთი პრობლემა, როგორიც არის სუსტი სიგნალი. ეს ხდება, როცა როუტერის მოდიფიკაცია მოძველდა ან ბინის განლაგება ხელს უშლის სიგნალის მიწოდებას.


თუ სახლში Wi-Fi-ს სიგნალი არც თუ ისე კარგი გაქვთ, გამოიყენეთ მისი გაძლიერების ძალიან მარტივი მეთოდი, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.


image

მარტივად რომ ვთქვათ, Wi-Fi სიგნალი არის რადიოტალღა, რომელსაც როუტერი იღებს ფართოზოლოვანი კავშირით, შემდეგ კი სხვა მოწყობილობებს გადასცემს.



იმისათვის, რომ გარდავქმნათ როუტერი Wi-Fi სიგნალის ძლიერ მიმწოდებლად, დაგვჭირდება ჩვეულებრივი ალუმინის ქილა (ან ქილები, როუტერის ანტენების რაოდენობის მიხედვით) და ორმხრივი წებოვანი ლენტი (ე.წ. სკოჩი).

image

სუფთა ქილას მოვაჭრათ ძირი. იგივე გავაკეთოთ ზედა ნაწილზეც, ოღონდ ბოლომდე არ გავჭრათ, დავტოვოთ დაახლოებით 2 სმ-ის სიგრძის მონაკვეთი ხელუხლებელი.

image

მიღებული რგოლი ვერტიკალურად შუაზე გავჭრათ და გავასწოროთ.

image

მიღებული კონსტრუქცია თავზე დარჩენილი ხვრელით ჩამოვაცვათ ანტენაზე. დავამაგროთ წებოვანი ლენტით.

image

სულ ესაა. ამგვარად თქვენს ბინაში ინტერნეტის მიწოდება გაცილებით უკეთესი იქნება.


მოცემული პროცესის უკეთ გასაგებად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.





4
11208
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
11208
  
2017, 5 იანვარი, 11:24
ნუ იწვალებთ ტყუილად ;)
2016, 21 დეკემბერი, 16:00
სისულელეა, არ იწვალოთ. 1 ვარიანტი არის ძლიერი ანტენის დაყენება თუ ეხსნება არსებულ როუტერს, სტანდარტულად უნდა ჰქონდეს 2 ან 5 დეციბელი, შესაძლებელია 9 დეციბელი ანტენით შეცვლა. თუ არ უშველა უნდა დაამატოთ სხვა მოწყობილობა რომელსაც ექნება რეპიტერის ფუნქცია. ჯანმრთელობისთვის საშიში გამოსხივება არ აქვს ამ მოწყობილობებს.
2016, 1 ნოემბერი, 12:23
ეს ვაიფაი ჯანმრთელობისთვის ისედაც ცუდია და რომ გაუზლიერო სიგნალი მერე ხო ვაფშე უარესი იქნება!
2016, 1 ნოემბერი, 11:57
ძალიან საინტერესოა
0 1 4