x
image
მანჩო 777
თანამგზავრიდან გადაღებული გასაოცარი ფოტოსურათები, რომლებიც სამყაროს სულ სხვა თვალით დაგანახებთ (პირველი ნაწილი)
პროფესიონალი ფოტოგრაფი ბენჟამინ გრანტი ყოველდღიურად აქვეყნებს კოსმოსიდან გადაღებულ ერთ ფოტოსურათს პროექტის ფარგლებში "Daily Overview'' (''ყოველდღიური მიმოხილვა''), რომლის საშუალებითაც ის ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს სულ სხვა თვალით შეხედონ სამყაროს. ფოტოები გადაღებულია ოთხი თანამგზავრის მიერ, რომლებიც კომპანია DigitalGlob-ს ეკუთვნის. შედეგი მართლაც რომ გასაოცარია და შთამბეჭდავი.


image

ფოტოგრაფს იმდენი სურათი დაუგროვდა, რომ წიგნიც კი გამოსცა სახელწოდებით "მიმოხილვა: დედამიწის ახალი პერსპექტივა" ( «Overview: A New Perspective of Earth»). ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ წიგნში შესული ყველაზე გასაოცარი და უნიკალური ფოტოსურათები, რომლებზეც დედამიწის ულამაზესი ადგილებია აღბეჭდილი.


1. პალმანოვა, იტალია



image

ქალაქი პალმანოვა ცნობილია თავისი კონცენტრული დაგეგმარებით-ეს არის ეგრეთ წოდებული ''ქალაქი-ვარსკვლავი". ქალაქსა და ციხე-სიმაგრეს აქვს ცხრაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა, ამასთან თითოეული ბასტიონი აგებული იქნა ისეთნაირად, რომ მას უნდა დაეცვა შიგნით მდებარე ტერიტორია. სამი გარე რკალი, რომლებიც გარს აკრავს პალმანოვას, აგებულია შესაბამისად 1593, 1690 და 1813 წლებში.


2. ალ ფალახი, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული ემირატები


image

საცხოვრებელი კოპლექსი ალ-ფალახი მდებარეობს აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებული ემირატები). ტერიტორია მოიცავს 12, 5 მილიონ კვადრატულ მეტრს, სადაც განლაგებულია 4800 ვილა, აგრეთვე მეჩეთი, სკოლები, სავაჭრო ცენტრი, საავადმყოფოები.


3. ვალპარაისო, ჩილე


image

ქალაქი ვალპარაისო (ჩილე) აგებულია წყნარი ოკეანის სანაპიროს ციცაბო კლდეებზე. ქალაქს "წყნარი ოკეანის მარგალიტს უწოდებენ" . აქ დაახლოებით 285 ათასი კაცი ცხოვრობს.


4. აუზი მონა ვალეს პლაჟზე, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია


image

კარგად დააკვირდით ამ გასაოცარ ფოტოსურათს-მასზე თქვენ ხედავთ აუზს ოკეანის სანაპიროსთან ახლოს, რომელიც სიდნეის გარეუბანში მდებარეობს. სანაპიროზე ძალიან ბევრი აუზია, რომელიც დამსვენებლებს საშუალებას აძლევს კლდოვანი პლაჟებისაგან განსხვავებით მშვიდად და კომფორტულად იბანავოს.


5. სევილია, ესპანეთი


image

ფოტოზე თქვენ ხედავთ მზის კოლექტორს სევილიაში, რომელიც იყენებს 2 650 ჰელიოსტატურ სარკეს, რათა დააგროვოს მზის სითბური ენერგია მარილის ხსნარის გასათბობად, რომელიც მიედინება 460 ფუტი სიმაღლის ცენტრალურ სვეტში. სარკეები ახდენენ სინათლის სხივების ფოკუსირებას კოლექტორზე, რომელიც მოთავსებულია კოშკის ზედა ნაწილში. როცა სარკეები მზის სხივებს კოლექტორისაკენ მიმართავენ, მასში წარმოიქმნება მაღალი წნევის ორთქლი და ტემპერატურა 500 გრადუსი ცელსიუსი, რომლებიც გადაეცემა გენერატორსა და ტურბინას.


6. მარილი და თიხა, ნამიბიის უდაბნო, ნამიბია


image

ფოტოსურათზე თქვენ ხედავთ მარილის და თიხის საოცარ შეხამებას ნამიბიის უდაბნოში, ქვიშის ეს ულამაზესი დიუნები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში (ზოგი მათგანი 200 მეტრის სიმაღლისაა)


7. ლოს კარაკოლესის უღელტეხილი, ანდები, ჩილე-არგენტინა


image

ლოს-კარაკოლესი (ლოკოკინის გადასასვლელი) მდებარეობს ანდების მთების რაიონში ჩილისა და არგენტინის საზღვარზე. მთებში მიმავალი გზა ზღვის დონიდან 3175 მეტრ სიმაღლემდე ადის. გზაზე, რომელზეც ძირითადად სატვირთოები დადიან, არანაირი უსაფრთხოების დამცველი ბარიერები არ არსებობს და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზადაა მიჩნეული.


8. ბახაის სამლოცველო სახლი, უილმეტი, ილინოისის შტატი


image

ქალაქ უილმეტში მდებარე ბახაის სამოლოცველო სახლი უძველესია მსოფლიოში და ერთადერთი აშშ-ში. შენობა, სადაც 1200 ადამიანი ეტევა, მოიცავს მაყურებელთა დარბაზს. ბახაის რელიგიისათვის ციფრი 9 წმინდაა, რასაც იოლად შენიშნავდით შენობის არქიტექტურაში, რადგან ეს ციფრი სრულყოფილების სიმბოლოა.


9. ბაჰამის კუნძულები


image

ბაჰამის კუნძულების განსაცვიფრებლად ლურჯი წყლები გარს აკრავს მოქცევის არხებს. შედარებით მუქი ლურჯი ადგილები ფოტოზე ღრმა წყლებს გვიჩვენებს, ხოლო ღია ცისფერი-ოკეანის საშუალო დონის წყლებს. ეს ფოტოსურათი გადაღებული იქნა საერთაშორისო კოსმოსური ხომალდიდან.


10. ხეხილის ბაღები, უელვა, ესპანეთი


image

უელვის ხეობების კალთები ხეხილის ბაღებითაა დაფარული. აქ კლიმატი იდეალურია ამ მცენარეებისათვის, რადგან მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებულია ჰაერის საშუალო ტემპერატურა 17, 8°C და ფარდობითი ტენიანობა 60 % - 80 %.


11. ტეტუანის მოედანი, ბარსელონა, ესპანეთი


image

ეს არის ბარსელონას რაიონ ეშამპლეს მთავარი მოედანი. რვაკუთხედის ფორმის მკაცრად იდეალური დაგეგმარება გასაოცარ ფიგურებს ქმნის.


12. ბრინჯის ტერასები, იუანიანი, ჩინეთი


image

ჩინეთში, იუანიანის პროვინციაში, ბრინჯის პლატაციები გაშენებულია ტერასებზე, რომლებიც დაახლოებით 1300 წელია არსებობს. ტერასების გააჩნიათ დახრა, რომელიც მერყეობს 15-დან 75 გრადუსამდე.


13. სან-სიტი, არიზონა, აშშ


image

კონცენტრულ წრეებზე განლაგებული ეს სახლები არიზონას შტატის ქალაქ სან-სიტიში მდებარეობს. როცა 1960 წლის 1 იანვარს აქ ქალაქის მშენებლობა დაიწყო, ღონისძიებამ 100 ათასზე მეტი მაყურებელი მიიზიდა და ამ ფუტურისტული ქალაქის ფოტოსურათი ჟურნალ Time-ის გარეკანზეც კი მოხვდა.


14. ფესტივალ "Burning Man"-ის ჩატარების ადგილი, ბლეკ-როკი, ნევადა, აშშ


image
ყოველი წლის აგვისტოში ათასობით ადამიანი მიემგზავრება ნევადის უდაბნოში დროებითი ქალაქის ბლეკ-როკის (Black Rock City) ასაშენებლად. ქალაქი დააახლოებით 60 ათას ადამიანს მასპინძლობს შემოქმედებითი ფესტივალის ჩასატარებლად. ორგანიზატორები ამ მოვლენას უწოდებენ "რადიკალური თვითგამოხატვის საზოგადოების შექმნისათვის ჩატარებულ ექსპერიმენტს". ერთი კვირის განმავლობაში აქ იქმნება თანამედროვე ხელოვნების უამრავი ნიმუში (ხშირად ფანტასმაგორიული), რომლებსაც ფესტივალის დასრულებამდე წვავენ ცეცხლში. ღონისძიების თითოეული მონაწილე ვალდებულია თავად იზრუნოს საკუთარ თავზე, იქნება ეს საცხოვრებელი (კარავი), საკვები, სასმელი წყალი, დასაძინებელი ადგილი და ფესტივალის დასრულების შემდეგ უდაბნოს დასუფთავება, რათა ღონისძიების დამთავრების შემდეგ იქ ადამიანების სტუმრობის ყოველგვარი კვალი წაიშალოს. "Burning Man"-ის დასრულების შემდეგ უდაბნო თავის პირვანდელ სახეს იღებს.


15. პლაზა-დელ-ეჯექტივოს მოედანი, მეხიკო, მექსიკა


image


ულამაზეს ფოტოზე აღბეჭდილია სხივების მსგავსად გაბნეული ქუჩები, რომლებიც გარს აკრავს პლაზა-დელ-ეჯექტივოს.


16. აეროპორტი California Logistics, კალიფორნია, აშშ


image


150-ზე მეტი პენსიონერი-თვითმფრინავი "ისვენებს'' კალიფორნიაში, კერძოდ, ვიქტორვილის ლოჯისტიკურ აეროპორტში. მოხავეს უდაბნოში მდებარე ვიქტორვილის მშრალი კლიმატი ხელს უშლის ლითონების კოროზიას, რაც საშუალებას იძლევა თვითმფრინავები დაუზიანებლად შეინახოს მრავალი წლის განმავლობაში, სანამ მათ ნაწილებად არ დაშლიან.


17. კაირო, ეგვიპტე


image

გიზის პირამიდები კაიროდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მათგან ყველაზე დიდი პირამიდა (იგივე ხეოფსის პირამიდა), აშენებული 2580 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, უძველესია მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის და ერთადერთია, რომელიც პირვანდელი სახით, დაუზიანებლადაა შემონახული. 147 მეტრი სიმაღლის და 2 300000 ქვის ბლოკისაგან (რომელთაგან თითოეული 2-დან 30 ტონამდე წონისაა) აგებული პირამიდა 3800-ზე მეტი წლის განმავლობაში დედამიწის ყველაზე მაღალი შენობა იყო.


18. Bourtange, ვლაგტვედდე, ნიდერლანდები


image

ბურტანჯი-ვლაგტვედდეს მუნიციპალიტეტში შემავალი პატარა სოფელია 430 მცხოვრებით. ვარსკვლავის ფორმის ფორტი აშენებული იქნა 1580 წელს ოთხმოცწლიანი ომის დროს, როცა ვილჰელმ პირველმა გადაწყვიტა გაეკონტროლებინა გერმანიისა და ნიდერლანდების ქალაქ გრონინგემის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ციხესიმაგრე რესტავრირებული იქნა მე-18 საუკუნის შუახანებში და დღეს ის წარმოადგენს მუზეუმს ღია ცის ქვეშ.


19. ბოკა რაიონი, ფლორიდა


image

ფლორიდაში მდებარე ბოკა-რატონის საცხოვრებელ კომპლექსში დაახლოებით 91 ათასი ოჯახი ცხოვრობს. ბოკა-რატონი ცნობილი კურორტი გახდა 1925 წელს, როცა არქიტექტორმა ედისონ მიზნერმა აქ გახსნა ფეშენებელური სასტუმრო Boca Raton Resort & Club, გოლფის მოედანი, პარკი და დააპროექტა ხმელთაშუა ზღვის სტილის სახლები, რომლებიც დღესაც ამშვენებს ქალაქს.



2
410
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
410
  
2016, 2 ნოემბერი, 22:56
მადლობა კომპლიმენტისათვის :)
2016, 2 ნოემბერი, 17:18
უმაგრესი სტატიაა
0 1 2