x
image
თეონა გორდეზიანი
არსებობს თუ არა ანაკლიაში ნაქალაქარი
ანაკლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი და ზღვისპირა არაჩვეულებრივი

კურორტია.

image ანაკლიას ძალიან საინტერესო ისტორიული წარსული აქვს, ეკუთვნოდა პონტოს სამეფოს ქალაქ ჰერაკლეას და ფეოდალურ ხანაში მნიშვნელოვან ვაჭრობას აწარმოებდა

კონსტანტინეპოლსა და ტრაპიზონთან. იმ პერიოდში როცა ანაკლია ოსმალო ვაჭრების


ხელში იყო განთქმული იყი მეთევზეობით.


დღესდღეობით ანაკლია უმშვენიერესი ზღვისპირა კურორტია, სადაც რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმროა.

image


ახალგაზრდა თაობაში ეს კურორტი ერთი საინტერესო

სივრცის გამოა აქტუალური, ვინაიდან მრავალ ლამაზ, საინტერესო და მაღალი კლასის სასტუმროსთნ ერთად აქ მდებარეობს "მომავლის ბანაკი" ანაკლია. წარმატებული საბანაკე პროექტი, რომელიც ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.


image

ანაკლიაში, როგორც ცნობილია იგეგმება პორტის მშენებლობა, სადაც მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დასრულდა. კვლევა ძიება ლაზიკის იუსტიციის სახლის

მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდებოდა.


image

ზუგდიდის გამგეობის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას

ინფორმაციით, აღმოჩენილია ორი ძლიერი კულტურული ფენა, რომელიც წმინდა

კოლხურ ნამოსახლარს წარმოადგენს და ძვ.წ.აღ. VI-IV საუკუნეებით თარიღდება.

მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 4 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული.


ექსპედიციის მონაწილე არქეოლოგების განცხადებით აღნიშნულ ტერიტორიაზე

აღმოჩენილი უძველესი დასახლება ერთ–ერთი ყველაზე კარგად შემონახული

არქეოლგიურო ობიექტია, გამოკვეთილია "ციტადელით", გარშემო თხრილით და მის

მიღმა ვაკეზე გამართული საცხოვრებელი სახლებით.


"წარმოდგენილია 2 500 წლის წინანდელი ერთი კოლხური სოფლის, თუ ქალაქური

ტიპის დასახლება, რომელიც ჩანს, რომ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბერძნულ

სამყაროსთან", – აცხადებენ ექსპედიციის მონაწილეები.


ზუგდიდის გამგეობის განცხადებით არქეოლოგიური აღმოჩენით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის " წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ამისთვის კი პროექტი უკვე მზადდება და ანაკლიაში გათხრები მომავალი წლის ზაფხულში განახლდება.





ქალაქ ლაზიკას სავარაუდო დაგეგმარება

image































0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0