x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხრუშჩოვმა მავზოლეუმიდან სტალინი იმიტომ მოიშორა,რომ თვითონ უმიზნებდა ადგილს ლენინის გვერდით
imageზუსტად 55 წლის წინათ მოულოდნელად სკკპ XXII ყრილობაზე გადაწყვიტეს სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოეტანათ და კრემლის კედელში გადაესვენებინათ.


1961 წლის 30 ნოემბერს დილიდან სკკპ XXII ყრილობაზე მიიღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება გამოეტანათ სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან და კრემლის კედელში გადაესვენებინათ.სიტყვას საქმე უცებ მოჰყვა.


მეორე დღეს, 31 ოქტომბერს სტალინის ნეშტი კრემლის კედელში გადაიტანეს, ხოლო დილიდანვე, 1 ნოემბერს მავზოლეუმის ფასადს უწინდებურად მხოლოდ ერთი გვარი ამშვენებდა-«ЛЕНИН».


როგორც კი მობნელდა კრემლის მოედანი მთლიანად გადაკეტეს, მიზეზად 7 ნოემბრის აღლუმის წინარაპეტიციო სამზადისი დაასახელეს.გარშემო სუკის აგენტები და სამართალდამცავები მორიგეობდენ."ოპერაციას" ხელმძღვანელობდა გენერალი ნიკოლაი ზახაროვი, სუკის მე-9 სამმართველოს ხელმძღვანელი.როგორც მოგვიანებით ზახაროვი იხსენებს, მან ყველაზე ადრე იცოდა სტალინის გადასვენების შესახებ.მას რამდენიმე დღით ადრე აცნობა ხრუშჩოვმა ამის შესახებ, სანამ ყრილობა გადაწყვეტილებას მიიღებდა.ასე, რომ ზახაროვმა თადარიგი წინასწარ დაიჭირა, სტალინის ახალი საფლავი წინასწარ გამზადებული იყო.



თუ რატომ გადაიტანეს ბელადის ნეშტი ასე საიდუმლოდ ბოლომდე უცნობია, თუმცა არსებობს ყველაზე სარწმუნო ვერსია:სკკპ-ს ჩინოვნიკებს ეშინოდათ ხალხის მასიური გაწბილებისა, 1953 წელს სტალინის დაკრძალვაზე, ხომ მასიურ ჭყლეტაში ადამიანები დაიღუპნენ.ზუსტი რაოდენობა დღესაც უცნობია.(სავარაუდოდ 100-დან 1000-მდე)


უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის გადასვენების გადაწყვეტილება ბევრმა პარტიულმა ლიდერმა უარყოფითად მიიღო.მაგალითად ალექსი კოსიგინი მთელი ღამე ტიროდა, ხოლო ჯავახიშვილი და შვერნიკი, როდესაც გამოასვენეს სტალინი განუწყვეტლად სლუკუნებდენ.


სტალინის ხელმეორედ დაკრძალვის პროცესი რამდენიმე საათი გაგრძელდა.მავზოლეუმს ავტომატებით შეიარაღებული რაზმი იცავდა.ამბობენ, რომ სტალინის მუნდირიდან ოქროს ღილები ააცალეს და თითბერით შეცვალესო, იმასაც ამბობენ ხრუჩოვის პირადი ბრძანებით სტალინს სამხრეები ააგლიჯეს და მავზოლეუმის დაცვის ოთახში შეინახესო, სადაც კრემლში დამარხული ადამიანების ჯილდოები ინახება.


მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი სულ სხვაა.


ალექსანდრე პიჟიკოვი(ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):"სტალინის გადასვენება არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცალკე ეპიზოდი, ან უბრალოდ როგორც ხრუშჩოვის შურისძიება, რომელსაც მთელი თავის ცხოვრება ეშინოდა მისი.იგი ვერ იტანდა სტალინს, მაგრამ მის გადასვენებას სულ სხვა რაციონალური მიზნები ჰქონდა".


მაინც რაზეა საუბარი? მოსკოვში სულ მალე გავრცელდა ხმები, რომ ხრუშჩოვმა ადგილი გაინთავისუფლა ლენინის გვერდითო, ყოველ შემთხვევში მას ამის იმედი ჰქონდა, რომ მის სახელს უკვდავყოფდნენ.თუმცა ნიკიტას ბედის ჩარხი სულ სხვაგვარად დატრიალდა, სამიოდე წლის შემდეგ ბრეჟნევმა ჩამოაგდო, 1971 წელს კი გარდაიცვალა.


დაკრძალვით კი ნიკიტას არა თუ მავზოლეუმი, კრემლის კედელიც არ აღირსეს.იგი ნოვოდვიჩემის სასაფლაოზე განისვენებს.

image









1
734
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
734
  
2016, 31 ოქტომბერი, 18:05
შენიშვნა: 30 ნოემბრის მაგივრად 30 ოქტომბერი უნდა ეწეროს
0 1 1