x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე შეშლილი მეცნიერები კაცობრიობის ისტორიაში: ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი, შოტლანდიელი ყასაბი, «სიკვდილის ანგელოზი»...

image


ჩვეულებრივ, მეცნიერებს ისე აღიქვამენ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ სიკეთე მოაქვთ კაცობრიობისთვის. ისინი პროგრესთან და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ასოცირდებიან… მაგრამ ეს ყოველთვის ასე არის? პასუხი ამ კითხვაზე ქვემოთ არის მოცემული: აქ მოთხრობილია გადარეულ მეცნიერებზე და მათთან დაკავშირებულ, არანაკლებ გიჟური ისტორიების შესახებ.
image

ვლადიმერ დემიხოვი და მისი ორთავიანი ძაღლი


1954 წ. ვლადიმერ დემიხოვმა მსოფლიო შეაზანზარა, როდესაც თავის მიერ შექმნილი მონსტრის დემონსტრირება მოახდინა. მან ეს არსება, მოსკოვის გარეუბანში მდებარე ლაბორატორიაში, ქირურგიული ჩარევის გზით შექმნა: ლეკვის თავი, მხრები და წინა თათები დიდ გერმანულ ნაგაზს კისერზე გადაუნერგა. ორივე თავი ერთდროულად სვამდა რძეს და შემდეგ, როდესაც ეს რძე ლეკვის გადაჭრილი საყლაპავი მილიდან უკან იღვრებოდა, საცოდავი არსება შიშისგან კანკალებდა.


image
15 წლის მანძილზე, დემიხოვმა 20 ორთავიანი ძაღლი შექმნა და ვერცერთმა ვერი იცოცხლა დიდი ხნის მანძილზე. ერთი თვე რეკორდული ვადა იყო. ყველა ცხოველი ქსოვილების შეუთავსებლობის გამო დაიღუპა.

imageიოზეფ მენგელე – «სიკვდილის ანგელოზი»

image

imageimageიოზეფ მენგელე — გერმანელი «ექიმი» იყო, რომელიც II მსოფლიო ომის დროს, ექსპერიმენტებს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებზე ატარებდა. ის პირადად ახდენდა ბანაკში მიყვანილი ტყვეების ახალი ნაკადის «სელექციას» და იქ მუშაობის პერიოდში, 40 000 ადამიანი გაუშვა გაზის კამერაში.
მენგელე, «სამუშაოდან თავისუფალ დროს», სხვადასხვა სახის სასტიკ ექსპერიმენტებს ატარებდა, რომელთა შორის იყო: ახალშობილების გაკვეთა, ბიჭებისა და მამაკაცების კასტრირება, ანასთეზიის გარეშე; ქალებისთვის დენის დარტყმა, მათი გამძლეობის შემოწმების მიზნით. ერთხელ მან, რენდგენის გამოსხივებით, პოლონელ ბერებს სტერელიზაცია კი გაუკეთა.
ექიმი მენგელეს განსაკუთრებულ ინტერესს ტყუპები იწვევდნენ. 1943 წელს, მან ტყვეებს შორის, ტყუპები ამოარჩია და სპეციალურ ბანაკში მოათავსა. 3 ათასი ტყუპისცალიდან მხოლოს 300 გადარჩა. მენგელეს ცდები ეწინააღმდეგებოდა სამედიცინო ეთიკას და ადამიანურ მორალს: ის ბავშვებს, თვალის ფერის შეცვლის მიზნით, თვალში სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებებს ასხურებდა. ორგანოების ამპუტაცია, ტყუპების ერთმანეთზე მიკერების მცდელობები და სხვა არაადამიანური ოპერაციები – იოზეფისთვის, ჩვეულებრივ, სამუშაოს ნაწილი იყო. ადამიანებს, რომლებიც ამ ექსპერიმენტების შემდეგ ცოცხლები რჩებოდნენ – ხოცავდნენ.
image

ჯოვანი ალდინი და მისი ელექტრონული ცეკვები
imageimage

image

1780 წელს იტალიელმა ანატომიის პროფესორმა ლუიჯი გალვანმა აღმოაჩინა, რომ ელექტრო მუხტი მკვდარ ბაყაყს კიდურების გაქნევას აიძულებს. მაგრამ რა მოხდება, ფიქრობდა ის, თუ ადამიანის გვამს დენს მიუერთებდა?

გალვანის დისშვილი ჯოვანი ალდინი ევროპულ ტურნეში წავიდა, რომლის დროსაც ის მაყურებელს საშინელ სანახაობას სთავაზობდა. მისი ყველაზე გამორჩეული ჩვენება 1803 წლის 17 იანვარს ჩატარდა, რომლის დროსაც მან 120-ვოლტიანი აკუმულატორის პოლუსები სიკვდილით დასჯილი მკვლელის - ჯორჯ ფორსტერის (George Forster) გვამს მიუერთა.

image

imageimageროდესაც ალდინი მავთულებს პირში და ყურში შეურჭო, გვამის ყბა სახის კუნთების მოძრაობა დაიწყო და მკვლელის სახეზე ტკივილის საშინელი გრიმასა აღიბეჭდა, ხოლო მარცხენა თვალი გაახილა, თითქოს თავისი მწვალებლის დანახვა უნდოდა. შოუ იმით დასრულდა, რომ ალდანმა ერთი მავთული გვამს ყურში შეურჭო, ხოლო მეორე სწორ ნაწლავში. ამის გამო, მიცვალებული «წამოხტა» და ცეკვა დაიწყო. გაზეთი «London Times» წერდა: «საქმეში ჩაუხედავ მაყურებელს შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ უბედური ცოტაც და გაცოცხლდებოდა».

image

სერგეი ბრიუხონენკოს ცოცხალი თავები
imageimage

image

საბჭოთა ფიზიოლოგმა სერგეი ბრიუხონენკომ შექმნა სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატი, რომელსაც «ავტოინჟექტორი» დაარქვა და მისი საშუალებით, ძაღლის თავს სისხლს აწვდიდა. ეს აპარატი სხეულისგან დამოუკიდებლად არსებულ ძაღლის თავს სიცოცხლეს უნარჩუნებდა.

1928 წ. ფიზიოლოგთა III სხდომაზე, მან ერთ-ერთი ასეთი თავის დემონდტრირება მთელი მსოფლიოს წინაშე მოახდინა. იმის დასამტკიცებლად, რომ თავი, რომელიც მაგიდაზე იდო ცოცხალი იყო, დამსწრე საზოგადოებას აჩვენა თუ როგორ რეაგირებდა ის გარეგან გამაღიზიზნებლებზე: ჩაქუჩი დაარტყა მაგიდაზე და თავი შეხტა, სინათლე მიანათა და თვალები დაახამხამა. მან ძაღლის თავს ყველის ნაჭერიც კი აჭამა, რომელიც მაშინვე ჩამოვარდა საყლაპავი მილის მეორე ბოლოდან.
image

ენდრიუ იურე – შოტლანდიელი ყასაბი

imageimageimageეს მეცნიერი ფართოდ არის ცნობილი ფიზიკასა და ეკონომიკაში დიდი მიღწევების გამო. მაგრამ, ამის გარდა, ის ერთი საშინელი ექსპერიმენტის ავტორიც არის, რომლის მსვლელობის დროს, ექიმმა ენდრიუმ გვამიში ბატარიები ჩააწყო და როდესაც ისინი დენს მიუერთა, მიცვალებულმა კიდურების ქნევა ისე ენერგიულად დაიწყო, რომ ზოგიერთებს ეგონათ, რომ მიცვალებული გაცოცხლდა.
image

შირო იში – ექიმი «ნამდვილი ბოროტება»
imageimage

image

იში მიკრობიოლოგი და იაპონიის საიმპერატორო არმიის ლეიტენანტი იყო. იაპონია-ჩინეთის ომის დროს, მან სამხედრო ტყვეებზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, იაპონიის არმიის საიდუმლო პროექტის ფარგლებში.
მის «მიღწევებს» შორის იყო: ადამიანების ცოცხლად გაჭრა–გაკვეთა, ყოველგვარი ანესთეზიის გარეში; ადამიანის კიდურებისთვის ადგილების შეცვლის მცდელობა; ყუმბარების და ცეცხლისმფრქვეველების ცოცხალ სამიზნეებზე გამოცდა; ადამიანების დაავადება ვირუსებით, ავადმყოფობის პროცესის მიმდინარეობის შესწავლის მიზნით და სხვა საშინელი ექსპერიმენტი.

1942 წლიდან მან ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შირო ამერიკელებმა დააკავეს, მაგრამ მის მიერ ჩატარებული კვლევების მასალების სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. ასე რომ, ადამიანს რომელსაც უამრავი სისასტიკე ჰქონდა ჩადენილი ცხოვრების მანძილზე, ციხეში არცერთი დღე არ გაუტარებია. შირო იში გარდაიცვალა 67 წლის ასაკში, ხორხის სიმსივნით.
image

იოჰან კონრად დიპელი — ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი
imageimage

image

იოჰან კონრად დიპელი შეშლილი მეცნიერი იყო, რომელიც 1673 წელს რეალურად დაიბადა ფრანკენშტეინის სასახლეში*, დარმშტადტის მახლობლად, გერმანიაში. ითვლება, რომ ის იყო მერი შელის რომანის «ფრანკენშტეინის» მთავარი გმირის პროტოტიპი. თუმცა, ამ ვერსიას ყველა არ ეთანხმება.
თეოლოგიის, ფილოსოფიის და ალქიმიის შესწავლის შემდეგ, დიპელმა შექმნა ზეთი, რომელიც ალქიმიკოსების ოცნება — უკვდავების ელექსირი უნდა გამხდარიყო. ის ცხოველების სისხლის, ძვლების და სხვა ორგანოების ნაწილებისგან შედგებოდა. ანატომიაში მის მრავალრიცხოვან შრომებს შორის იყო ისეთი ექსპერიმენტებიც, რომლებშიც მეცნიერი, დიდ ქვაბში, ადამიანის სხეულის ნაწილებს ადუღებდა, ხელოვნური არსების შექმნის მიზნით. გარდა ამისა, ცდებს ატარებდა, ერთი სხეულიდან მეორეში სულის გადაადგილებაზე.

დიპელი, ექსპერიმენტების პარალელურად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ქირომანტიასა და ალქიმიაში ლექციებს კითხულობდა და იყო ცნობილი სასამართლოს ექიმი.

image* სასახლე, რომელიც დღეს ფრანკენშტეინის სასახლის სახელით არის ცნობილი, პირველად ისტორიულ წყაროებში 1252 წელს არის ნახსენები. XV-XVI საუკუნეებში ის ფრანკენშტეინების გვარის საკუთრება იყო, ხოლო 1600 წ. წლების მანძილზე მიტოვებულ სასახლეში, საავადმყოფო გაიხსნა.


image

0
814
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
814
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0