x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
საინტერესო ფაქტები გველების შესახებ
image


1. დედამიწაზე ყველაზე სასიკვდილო გველად სახელდება „ეჩის კარინატუსი“ მონაცემები დაფუძნებულია სიკვდილიანობის მიხედვით და არა შხამის სიძლიერით, ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ამ გველის მიერ აღინიშნება შრილანკაში.

image2. მსოფლიოში ყველაზე გრძელი შხამიანი გველის ტიტული უჭირავს „სამეფო კობრას“ მათ შეუძლიათ მიაღწიონ 5, 5 მ-მდე სიგრძეს. ეს შხამიანი გიგანტები წარმოადგენენ საშისროებას, როგორც სხვა ცხოველებისთვის, ასევე ადამიანებისთვისაც.

image3. ყველაზე შხამიანი გველის ტიტული ხმელეთზე უკავია „ინლანდ ტაიპანს“, რომელიც ბინადრობს მხოლოდ ავსტრალიაში და მიეკუთვნება ასპირტისებთა ოჯახს. მისი შხამი ძირითადად შეიცავს ნეიროტოქსინებს, მისი შხამი 50-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე სამეფო კობრის, მას შეუძლია შეიწიროს 100-მდე ადამიანი ან 250 000 თაგვი ერთი კბენით და ასევე შხამის მოქმედება არის საკმაოდ სწრაფი, ზრდასრული ადამიანი შეიძლება 45 წუთში გამოასალმოს სიცოცხლეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გველი ყველაზე შხამიანი გველია ხმელეთზე იგი არ ითვლება ყველაზე საშიშ გველად, რადგან მას აქვს ძალიან წყნარი გუნება.


image4. დედამიწაზე არსებობს 2900-მდე გველის სახეობა და მათგან შხამიანი გველების რიცხვი 680-დან 700-მდეა.

image5. არსებობს ზღვის გველების 55 გვარი, რომელთაგან უმეტესობა ძლიერ შხამიანია გარდა რამდენიმე გამონაკლისისა.

image6. ყველაზე შხამიან გველად დედამიწაზე მიჩნეულია სახეობა „ჰიდროფინსბენჩერი“

image7. „შავი მამბა“ დედამიწაზე ყველაზე სწრაფი შხამიანი გველია, მისი სიჩქარე 16-19 კმ/სთ-მდე აღწევს.

image8. ყველაზე აგრესიულ გველად სახელდება „შავი მამბა“.

image9. „მიქრურუს ფულტივუს“ - ანუ აღმოსავლეთის მარჯინისებრი გველი, იგი მიჩნეულია ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე შხამიან გველად, მისი შხამი არის პოტენციური ნეიროტოქსინი.

image10. „ქროტალუს სკუტულატუსი“ არის ყველაზე შხამიანი გველი ჩხრიალა გველებს შორის, ასევე ის არის ერთადერთი ჩხრიალა გველი, რომლის შხამიც არის ნეიროტოქსიკური.

image11. „ქროტალუს ადამანტეუსი“ - არის ყველაზე დიდი რაოდენობით შხამის გამომმუშავებელი ჩხრიალა გველი ჩრდილოეთ ამერიკაში, იგი ასევე ითვლება დედამიწაზე ყველაზე მძიმეწონიან შხამიან გველად. მაქსიმალური მისი წონა დაფიქსირებულია 15 კგ. ხოლო სიგრძე 2.36 მეტრი.

image12. „ვიპერა ბერუსი“ - არის ერთადერთი შხამიანი გველი, რომელიც არსებობს ბრიტანეთში.

image13. დედამიწაზე ყველაზე პატარა, შხამიან გველად სახელდება სახეობის „პიტის ჩნეიდერი“ რომლის მაქსიმალური ზომაც დაფიქსირებულია და არის 28 სმ.

image14. ყველაზე პატარა გველად კი სახელდება სახეობა „ლეპტოტილოპს ქარლაე“, რომლის საშუალო ზომა 10 სმ-ია.

image15. ყველაზე გრძელი ეშვები გველებიდან აქვს „გაბონის“ გველგესლას მისი ეშვების სიგრძე 5 სმ-ია.

image16. შხამის ყველაზე მაღალი გამომუშავების უნარით სახელდება, „ბოთრობს ჯარარაქუს“ და „გაბონის“ გველგესლა. ბოთრობს ჯარარაქუს აქვს 1530 მილიგრამი შხამი, ხოლო გაბონის გველგესლას 350-600-მდე მილიგრამი, თუმცა 1530 მილიგრამი შხამი ეჭვის ქვეშ დგას, რადგან ჩვეულებრივი ბოთრობს ჯარარაქუსი გამოიმუშავებს 150-200-მდე მილიგრამს.

image17. ყველაზე გრძელ გველად მიჩნეულია „პითონი“ მისი საშუალო სიგრძე 10 მეტრია.

image18. ყველაზე მძიმე გველად სახელდება „მწვანე ანაკონდა“ მისი მაქსიმალური წონა 230 კილოგრამია.

image

19. „ჰიდროფისპირალისი“ ითვლება ზღვის გველებიდან ყველაზე გრძელ გველად, მისი მაქსიმალური სიგრძე 3 მეტრს აღწევს.

image20. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი გველების მიერ დაკბენის ფაქტი ფიქსირდება არიზონის შტატში.

image21. 16 ივლისი ითვლება გველების საერთაშორისო დღედ.

image22. ყველაზე მეტი შხამიანი გველები ბინადრობენ ავსტრალიაში.

image23. ქვეყნები სადაც ვერ შეხვდებით გველებს ესენია:ირლანდია, ახალი ზელლანდია, ისლანდია, გრელლანდია, ნიუ ფაუნდლენდი და ფონტლენდის კუნძულები.

image24. ანტარქტიდა ერთადერთი კონტინეტნია სადაც გველები არ არსებობს.

image25. ზღვის გველების შხამი უფრო ტოქსიკურია, ვიდრე ხმელეთის გველებისა.
image


წყარო: „ELL Channel“

ვიდეო:




2
409
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
409
  
2016, 28 ოქტომბერი, 18:46
მეც თითქმის თვალებ დახუჭულმა დავწერე :D :D
2016, 28 ოქტომბერი, 18:43
სტატის ისე ჩავყევი, ერთი ფოტოსთვისაც არ შემიხედავს :D შესაბამისდ არც წამიკითხავს :D (გველების მეშინია და მაგიტომ) მაგრამ ვიცი რომ საინტერესო იქნებოდა.
0 1 2