x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
4 მიზეზი თუ რატომ არიან გმირები- ქალები, რომელთაც საკეისრო კვეთა გადაიტანეს

მშობიარობა- ეს არის შიში, დიდი ძალისხმევა, წარმოუდგენელი ტკივილი და ყველაზე დიდი სიხარული ამავდროულად. ქალები გმირულად გადიან ამ ყველა გრძნობას იმისათვის, რომ ქვეყანას ახალი სიცოცხლე მოავლინონ. არიან სტერეოტიპები, რომელთაც საკეისრო კვეთა გადატანილი ქალების შემთხვევაში ყველაფერი მარტივად წარმოუდგენიათ- გაუჭრიან მუცელს, ამოიყვანენ ჩვილს, გაკერავენ და ვსიო, ასე მარტივად რჩება ყველაფერი. ეს ყველაფერი მცდარი წარმოდგენაა, რადგან საკეისრო კვეთა ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციაა, რომელსაც ისინი იტანენ და ნამდვილად დასაფასებელი ფაქტია, ვინაიდან სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივად არ არის, როგორც წარმოგიდგენიათ.

ერთი სიტყვით კი, მინდა წარმოგიდგინოთ ის უტყუარი 4 მიზეზი, თუ რატომ არიან ქალები გმირები, რომელთაც საკეისრო კვეთით გააჩინეს შვილები.



image



1. რთული ოპერაციის ის რთული მომენტია, როდესაც მას ქმარი არავითარ შემთხვევაში არ დაესწრება.

ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ქმრების უმეტესი ნაწილი ცოლებს ამხნევებენ, უჭირავთ მისი ხელი და გულმოდგინეთ ელოდებიან თავიანთი პირმშოს დაბადებას ერთობლივად. საკეისრო კვეთის შეთხვევაში კი ეს ასე არაა, ქალები ორივე ხელით დაბმული (წნევის ელექტრო და სისტემის აპარატზე) ან ნარკოზის ქვეშ, ან "სპინალური" გაუტკივარების შედეგად წვანან და არიან მუდმივ განცდებში, რომელთაც იქ მყოფი ექთნები არ ანუგეშებენ და სიმარტოვეს შიში ემატება, ერთადერთი ხსნა კი ამ მდგომარეობის ფონზე, პატარას დანახვაა.



2. საკეისრო კვეთის დადებითი პროგნოზირება არ არსებობს.

საკეისრო კვეთა აუცილებელი სამედიცინო პროცესია, რომელიც ინიშნება ორსულობის პერიოდში გართულებული მდგომარეობის ან სერიოზული მიზეზის გამო. ნერვიულობას ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ კვეთა ხდება ანესთეზიით, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის კონტროლს მშობიარე ვერ ახდენს. თუმცა დედა უძლებს ყველა შიშს და ტკივილს საკუთარი შვილის გამო.



3. საკეისრო კვეთა რთული ოპერაციაა ღრმა ჭრილობითა და ნაკერებით.

საკეისრო კვეთის შემთხვევაში საშვილოსნოს ჭრიან მუცლის არედან, რათა პატარა ამოიყვანონ. ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რამხელაზე უნდა მოხდეს ჭრილობის მიყენება, რომ ახალშობილი გამოეტიოს, რომლის შეხორცებას, საშვილოსნოს შეკუმშვას და ქალის ფორმაში ჩადგომას თვეები და ხშირად წელიწადზე მეტი ჭირდება. ამ ყველაფერთან ერთად კი საშინელი ტკივილების ატანა უწევთ, რომელიც უბრალო სიარულის დროსაც კი გაუსაძლისია.


4. ისინი არაჩვეულებრივები არიან!

საკეისრო კვეთის შემდეგ ქალებს მთელი ცხოვრების მანძილზე რჩებათ მუცელზე ჭრილობის დიდი ნაწიბური, რომლის სირცხვილი და კომპლექსიც არ არსებობს, ისინი ხომ დედები არიან, ყველაზე გამბედავი და არაჩვეულებრივი დედები, რომელთაც შვილები ამ საშინლად ტკივილიანი გზით მოავლინეს.


image

14
14781
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
14781
  
2018, 16 ივლისი, 22:42
გაიხარეთ
2018, 16 ივლისი, 22:22
Mesame da Meotxe fakts vetanxmebi mxolod,gansakutrebit meore sakeisro iko umartivesi gadasatanad.albat individualuria kveka.meuglec daeswro,gamamxneva da ertadac vizeimet bavshvis dabadeba,meore dgidan ki saswauli iko,saertod ver vgrdnobdi,rom oferacia mkonda gadatanili.zogadad analizi gasagebia da madloba dafasebistvis avtors.
2016, 31 ოქტომბერი, 23:32
სწორედ მაგაზეა საუარი ბატონო, რომ ქალები, რომლებიც საფრთხეში იგდებენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შვილის გაჩენის გამო- გმირები არიან. სტატიაში მეტი კი არაფერია ნათქვამი, ეტყობა ანალიზი ვერ გაუკეთეთ.
2016, 31 ოქტომბერი, 23:26
უკუ შედეგები არ გიფიქრია?
2016, 31 ოქტომბერი, 23:26
ვაი თქვენს პატრონს რა დებილის დაწერილია//
2016, 30 ოქტომბერი, 0:29
ნეტავ სტატია ვისი დაწერილია?
2016, 28 ოქტომბერი, 19:28
შენი ამბავი ვიცი ნათი შენ უგმირესი დედა ხარ :*
2016, 28 ოქტომბერი, 19:24
უუფ, სამჯერ გმირი ვყოფილვარ:)) რა მშვენიერი სტატიაა, გული გამითბა :)
2016, 28 ოქტომბერი, 18:45
მაგის მეტი არაფერი გაგიჭირვოთ ღმერთმა
2016, 28 ოქტომბერი, 18:12
ჩემი მეორე ბავშვი პრობლემური დაიბადა 2 დღე აპარატზე ყავდათ შეერთებული ვერ სუნთქავდა დამოუკიდებლად, მაგრამ მადლობა ღმერთს ეხლა კარგადაა უკვე 7 თვის ბიჭოა :-*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10