საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ხორციელდება.
2016, 27 ოქტომბერი, 12:41
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების
შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტი შეზღუდვის გარეშე
იმოძრავებს.
”აღდგენილია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა და
ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და
30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია”, - განმარტავენ დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.