x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
კიდევ ერთი სასწაული მედიცინაში- 18 კილოგრამიანი ბავშვი დაიბადა
მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.


ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია, რომელთა წინააღმდეგ დღემდე იბრძვიან ჩვენი სწავლული მეცნიერები და ექიმები. წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება.


ისიც ცხადია, რომ მედიცინა სავსეა რეკორდებითა და დაუჯერებელი მოვლენებით, დღევანდელ სტატიაში კი ერთ წარმოუდგენელ ამბავზე მინდა გესაუბროდ, რომელმაც 1839 წელს მომხდარი რეკორდი მოხსნა.


image



სურათზე წარმოდგენილ ბავშვზე ნებისმიერი თქვენგანი იფიქრებდა, რომ 4-5 თვისაა, თუმცა ეს ასე არ არის, ის ახალდაბადებული ჩვილია, რომელიც 18 კილოგრამზე მეტს იწონის.


საკეისრო კვეთის შემდეგ ექიმებიც შოკირებულები დარჩნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქალი ორ ან სამ ტყუპზე იყო ორსულად. "გავოცდი, გადავირიე, რადგან 2-3 ტყუპს ველოდი და ჰოი საოცრებავ, ერთი ჩვილი იყო, კერკეტი და ჯანმრთელი"- ამბობს ექიმი.


imageimage


ბავშვის წონა შემთხვევითი არ ყოფილა, მისი დედა- ევა 250 კილოგრამამდე იწონის. სწორედ ამის გამო, ბუნებრივი მშობიარობის დროს მოსალოდნელი გართულებები რომ აერიდებინათ ქალისთვის თავიდან, ექიმებმა მას საკეისრო კვეთა დაუნიშნეს.


ეს ყველაზე მძიმე წონიანი ჩვილია მსოფლიოში, რომელმაც 1839 წელს სამხრეთ აფრიკაში დაბადებული რეკორდსმენი ჩვილის მაჩვენებელი მოხსნა. ის 17, 6 კგ-ს იწონიდა, ეხლანდელი გოლიათი კი 18 კგ-ზე მეტს იწონის. დედასთან ერთად მას მედალიც გადასცეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.


image

1
2139
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2139
  
2016, 28 ოქტომბერი, 21:34
✞ ✞ ✞ უფალმა ღმერთმა ჯანმრთელი გაუზარდოს, ამინ!!!
0 1 1