x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბიუსტჰალტერის ისტორია
image


ლიფის(ჰოლანდ.-lijf -ქალის სამოსის ზედა ნაწილი, რომელიც მკერს იჭერს), იგივე ბიუსტჰალტერის-(გერმ.-Büstenhalter-სიტყვა-სიტყვით -მკერდის დამჭერი)
ისტორიამ ოფიციალურად 100 წელს გადააჭარბა, თუმცა მისი ზუსტი დაბადების
თარიღი უცნობია, აზღუდის მსგავსი პირველი სახვევები ძველ რომის იმპერიაში,
კერძოდ არმერინის მოზაიკებშია აღბეჭდილი(ჩ.წ. აღრიცხვამდე III
საუკუნეში.)

image


თანამედროვე ბიუსტჰალტერის ანალოგი პირველად 1907 წელს
გამოჩნდა, როდესაც ჟურნალმა Vogue-მ გამოაქვეყნა მოდელების ფოტოები
სახელწოდებით brassiere.თუმცა მანამდე 1889 წელს ფრანგმა
მდიდარმა ქალბატონმა და ფემინისტმა ერმინი კადოლმა პარიზის გამოფენაზე
წარმოადგინა თავისი შექმნილი soutiens-gorge(მკერდის დამჭერი), რომელიც
ძალიან წააგავს თანამედროვე ბიუსტჰალტერს, მისი ფოტო 1907 წელს გამოქვეყნდა და
ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

image

პირველი ლიფის პატენტი სახელწოდებით Caresse Crosby1914 წელს გაიცა,
როდესაც ნიუ-იორკელმა მდიდარმა ქალბატონმა მერი ფელფს იაკობმა გამოგონება
1500$-ად მიჰყიდა კომპანია Warner-ს, გამოგონება მარტივი იყო, მან უბრალოდ
ორი გადაკერილი ნაჭერი და შემაერთებელი ზონარი გამოიყენა, რითაც საბოლოოდ
მოაშორა მოუხერხებელი კორსეტი. შემდგომ წლებში მოდა ელვისებურად იცვლებოდა, 30-იან წლებში ემიგრანტმა რუსეთიდან იდა როზენტალმა ა.შ.შ-ში ქმართან ერთად შექმნა საწარმო Maidenform-მათ პირველად დაიწყეს სხვადასხვა ზომის ლიფების წარმოება ელასტური ბრეტელებით, რამაც მათ დიდი ფული მოუტანა, ამავე პერიოდში უპირატესობა მიენიჭა სინთეტიკურ ნაჭრებს, ნეილონის გამოგონებამ საბოლოოდ შეცვალა ნატურალური ქსოვილები:ბამბა და შალი და სხვა.

image

50-იან წლებში, ანუ ომის შემდგომ პერიოდში მოდაში შემოვიდა გაფუებულ
მკერიანი ქალები, ამიტომ ამ პერიოდში გამოშვებული ბიუსტჰალტერებს შიგნიდან
დამატებით "ჩაშკებში"ნაჭრებს ატანებდნენ, რომ დიდი მკერდი გამოსჩენოდათ,
ამაზე უარს არც მერლინ მონრო ამბობდა.

image

60-იან წლებში აბსოლუტურად საპირისპირო, პატარა, ნულოვანი ზომის მკერდი
გახდა სამაგალითო და მოდური, ფენინისტებმა 1968 წელს დაწვეს თავიანთი
ლიფები და ეს ქალის ატრიბუტი "უკანონოდ" გამოაცხადეს.

image

შემდგომ წლებში ლიფის ფორმებს და დიზაინს უკვე საზღვარი არა აქვს, ბიუსტჰალტერი არის პროვოკაციის თუ პაროდიის საგანი, თანამედროვე ლიფები ვერ აცდა ტექნოლოგიურ სიახლეებს, მაგლითად: თვითკორექტირებადი, რომლებიც ფერს იცვლიან, სუპერმოცულობის ლიფი, რომელიც ღილაკზე დაჭერის მეშვეობით იბერება,
მიკროჩიპით აღჭურვილი, რომელიც გულისა და სისხლის წნევას ზომავს,
ბიუსტჰალტერი, რომელიც პატრონს თავდასხმის ან სახიფათო სიტუაციის დროს
აფრთხილებს, ლიფი "ტიტანი", რომელიც პირველსავე ჩაცმაზე იმახსოვრებს
პატრონის მკერდის ფორმას, აგრეთვე სპეციალური ყინვაგამძლე ლიფები და ბევრი
სხვა.

imageimage


1
415
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
415
  
2016, 27 ოქტომბერი, 9:58
ვა ყინვაგამძლე ლიფი :-) საინტერესოაა :-))
0 1 1